ფანრების ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფანრების ხიდი
Фонарный мост
კოორდინატები 59°55′50″N 30°18′14″E / 59.930642° ჩ. გ. 30.303847° ა. გ. / 59.930642; 30.303847
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 33 მ
სიგანე 20 მ
გახსნის თარიღი XVIII საუკუნე

ფანრების ხიდი (რუს. Фонарный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს საადმირალოს რაიონში. აკავშირებს საადმირალოს მეორე კუნძულსა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 33 მეტრი, სიგანე - 20 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი აკავშირებს ფანრებისა და ფოსტის შესახვევებს. მასთან ახლოს მდებარეობს მეკავშირეების კულტურის სახლი (ყოფილი გერმანული რეფორმატორული ეკლესიის შენობა).

დინების ზემოთ მდებარეობს ლურჯი ხიდი, ხოლო ქვემოთ — ფოსტის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „საადმირალო“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული სახელწოდება ცნობილია 1906 წლიდან და სახელი მიიღო ფანრების შესახვევიდან. 1920-იან წლებამდე ხიდს ერქვა ფანრების საფეხმავლო ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის შუა წლებამდე ამ ადგილზე მოქმედებდა ხის ხიდი, რომელიც არაერთხელ გადააკეთეს. 1905-1906 წლებშ ააგეს ხის ორმალიანი საფეხმავლო ხიდი. პროექტი შეიმუშავა ინჟნერმა პ. ა. ლიხაჩიოვმა, რომელიც ასევე ტექნიკურად მეთვალყურეობდა მშენებლობის პროცესს. 1950 წელს ხის მალები შეცვალეს მეტალის საყრდენებით, ხოლო ხის ღობე მეტალის მოაჯირებით, რომელიც შემკული იყო უბრალო ფიგურებით.

ამჟამად არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა 1971 წლიდან 1973 წლამდე პერიოდში ინჟინერ ლ. ნ. სობოლევისა და არქიტექტორ ლევ ალექსანდრეს ძე ნოსკოვის პროექტის მიხედვით. 2003 წელს ქალაქის ხიდების გაფორმების პროექტის საფუძველზე, მხატვრულად გააფორმეს ქალქის ხიდები და მათ შორის მეფარნეების ხიდიც.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ამჟამად ერთმალიანია, აგებულია რკინა-ბეტონით. ხიდი გამოიყენება როგორც საავტომობილოდ ასევე საფეხმავლოდ. ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]