შინაარსზე გადასვლა

დიდი კონიუშენის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი კონიუშენის ხიდი
Большой Конюшенный мост
კოორდინატები 59°56′31″N 30°19′23″E / 59.942056° ჩ. გ. 30.323017° ა. გ. / 59.942056; 30.323017
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 28,8 მ
სიგანე 11,6 მ
გახსნის თარიღი 1753
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699001

დიდი კონიუშენის ხიდი (რუს. Большой Конюшенный мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე. მდებარეობს ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს საადმირალოს პირველ კუნძულსა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 28,8 მეტრი, სიგანე - 11,6 მ.

ერთმანეთთან აკავშირებს თავლისა და მოშკოვის შესახვევებს. ხიდთან ახლოს მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახლ-მუზეუმი.

უახლოესი მეტროსადგურია (900 მ) — „გოსტინი-დვორის“ გასასვლელი გრიბოედოვის არხზე.

ხიდის სახელწოდება წარმოსდგება იმპერატორის მთავარი თავლისაგან, რომელიც მდებარეობდა მდინარე მოიკის მარცხენა ნაპირზე, სახლი № 4. ამავე შენობიდან წარმოსდგება დიდი და პატარა თავლების ქუჩის, თავლის მოედნის და ასევე თავლის შესახვევის სახელები.

თავდაპირველად აქ გერმან ვან ბოლესმა 1753 წელს ააგო ხის გასახსნელი ხიდი.

1828 წელს ხიდი შეცვალეს ახალი ერთმალიანი თაღოვანი ხიდით, რომელიც ჩუგუნის ტიუბინგებზე იყო დაფუძნებული. პროექტის დასრულებაზე მუშაობდნენ ინჟინრები ეგორ ადამი, ვასილი ტრეტერი და უილიამ გესტე.

მალების ფასადები გაფორმებული იყო თუჯის ფირფიტებით, რომელიც თავის მხრივ მორთული იყო მხატვრული ორნამენტებით.

1935 წელს სავალი ნაწილის დეფორმაციის მიზეზით დაიწყო ხიდის გამაგრებითი სამუშაოები ინჟინრების მ. ი. ჟდანოვისა და არიადნა საპერშტეინის პროექტის მიხედვით. რემონტის შემდეგ სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის არსებული გამყოფი ღობე გააუქმეს.

1951 წელს არქიტექტორ ა. ლ. როტაჩის პროექტის მიხედვით მოხდა ხიდის ფანარებისა და მოაჯირების რესტავრაცია.

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 170. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 117. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 71. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]