პოცელუევის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოცელუევის ხიდი
Поцелуев мост
PoceluevMost 29613.jpg
კოორდინატები 59°55′42″N 30°17′42″E / 59.928333° ჩ. გ. 30.295° ა. გ. / 59.928333; 30.295
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 41,5 მ
სიგანე 23,5 მ
გახსნის თარიღი 1738
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810699007

პოცელუევის ხიდი (რუს. Поцелуев мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში მდინარე მოიკაზე, საადმირალოს რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და საადმირალოს მეორე კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 41,5 მეტრი, სიგანე - 23,5 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს გლინკას ქუჩას მოიკის დასავლეთ სანაპიროსთან. ხიდთან ახლოს მდებარეობს ახალი ჰოლანდიის კომპლექსი და ცენტრალური სამხედრო-საზღვაო მუზეუმი. ამ ხიდიდან ისააკის ტაძრის პანორამა არაერთხელ გამოუყენებიათ მხატვრებს.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ფოსტის ხიდი, ხოლო ქვემოთ კი - კრასნოფლოტის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია (1,3 კმ) „სადოვაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის სახელწოდება ცნობილია 1790 წლიდან. იგი ეწოდა მესამე გილდიის ვაჭრის ნიკიფორე პოცელუევის გვარის მიხედვით, რომელსაც ეკუთვნოდა სახლი მდინარე მოიკის სანაპიროზე გლინკას ქუჩის კუთხეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ხიდის ადგილზე მოქმედებდა ბორანი, რომელიც მოქალაქეებმა საკუთარი ფინანსებით ააგეს.

1738 წელს მდინარე მოიკის სანაპიროს გრანიტით გაფორმებასთან დაკავშირებით ამ ადგილზე ააგეს საფეხმავლო ხის ხიდი.

1768 წელს ხიდი გადააკეთეს და მისი კონსტრუქცია გახდა ერთმალიანი, რომელიც ქვის საყრდენებზე იდგა.

1808-1816 წლებში ხიდი გადააკეთეს უილიამ გესტეს ტიპური პროექტის მიხედვით, ხოლო 1952 წელს ხიდი ალექსანდრ როტაჩის პროექტით გადააკეთეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Блэк И., Ротач А. Чугунные арочные мосты в Ленинграде // Архитектурное наследство. — 1955. — № 7. — С. 143—156.
  • Бройтман Л. И., Краснова Е. И. Большая Морская улица. — СПб.: Мим-Дельта, 2005. — 462 с. — ISBN 5-9524-1427-3.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — С. 85—86. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Трач Н. В. «Цветные» мосты Северной Венеции // История Санкт-Петербурга. — СПб.: Нестор, 2009. — № 6 (52). — С. 66—70.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]