მტკვრის წვერა
| მტკვრის წვერა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მტკვრის წვერა | ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Barbus lacerta | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 19021152 | ||||||||||
| ||||||||||
მტკვრის წვერა (ლათ. Barbus lacerta) — მდინარე მტკვრის ენდემური სახეობა, რომელიც წვერას გვარის სხვა სახეობების კვალობაზე თითქმის ბრტყელი ზურგით გამოირჩევა. სხეული დაწინწკლული აქვს. ფარფლის შეფერილობა განსხვავებულია — ზურგის და უკანა ფარფლი რუხია, ქვედებს კი წითელი ფერი დაკრავთ. სხეულის მაქსიმალური ზომა 38 სანტიმეტრია, წონა — 300 გრამი. მტკვრის წვერა ძირითადად საქართველოში, აზერაბაიჯანში, სომხეთსა და ირანში გვეხდება. გავრცელების ძირითადი კერები კასპიის ზღვის აუზის დასავლეთის მდინარეები და მათი შენაკადებია — მტკვარი, არაქსი და ლენქორანი. სახეობის გარკვეული ნაწილი ტბებში ბინადრობს. საქართველოში მტკვრის წვერა ძირითადად მდინარე მტკვარსა და მისი მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში არის გავრცელებული.
აღმოსავლეთ საქართველოში მტკვრის წვერას „მურწა“ ეწოდება (შდრ. მურწა).[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ეპიტაშვილი, გ.; ჯაფოშვილი, ბ.; მუმლაძე, ლ.; ყულჯანიშვილი, თ.; კალოუსი, ლ. (2020). „საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ახალი სახეობები და მათი ქართული სამეცნიერო სახელები“. ველური ბუნება. 36 (11): 63. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=-ში (დახმარება)
