მსოფლიოს მუღამი (საერთაშორისო ფესტივალი)
საერთაშორისო ფესტივალი „მსოფლიოს მუღამი“ (აზერ. Beynəlxalq Muğam Dünyası Festivalı) — აზერბაიჯანული მუღამის საერთაშორისო ყოველწლიური ფესტივალი.
პირველად ფესტივალი 2009 წლის 18-25 მარტს ჩატარდა ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ფონდის ხელშწყობით. ფესტივალი ოფიციალურად 20 მარტს, აზერბაიჯანის მუღამის საერთაშორისო ცენტრში გაიხსნა. ფესტივალის განმავლობაში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, მუღამის მომღერალთა საერთაშორისო შეჯიბრი, მუღამური ოპერების, სიმფონიური და კლასიკური მუღამის კონცერტები გაიმართა. ფესტივალი დამთავრდა გალა კონცერტით, რომელიც ჰეიდარ ალიევის სასახლეში გაიმართა.[1][2]
მუღამის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალის განმავლობაში გაიმართა მუღამის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა. შეხვედრები სამ სექციად მიმდინარეობდა.[3] სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან, ჩინეთიდან, უზბეკეთიდან, ერაყიდან, ტუნისიდან, ირანიდან, მაროკოდან, ტაჯიკეთიდან ჩასული 30-მდე მუსიკოსი, მეცნიერი და ტრადიციული აღმოსავლური მუსიკის პრომოუტერი.[4] სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის იყვნენ ეთნომუსიკოლოგი მეცნიერები, როგორებიც არიან სტივენ ბლუმი (ნიუ-იორკის მუნიციპალური უნივერსიტეტის პროფესორი და იუნესკოს ექსპერტი), დიტერ ქრისტენსენი (კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ვინ ვან ზენტენი (იუნესკოს ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოს წევრი), პროფესორი ჯინ დიურინგი, იურგენ ელსნერი (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი), ჰირომი ლრენი საკატა (კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი), ინნა ნაროდიტსკაია (ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლური უნივერსიტეტის პროფესორი), ბერნარდ კლეიკამპი - კომპანიის „Pan Records“ მფლობელი და ხელმძღვანელი, პროფესორი როვშან იუნუსოვი უზბეკეთიდან, ვიოლეტა იუნუსოვა - მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, დუშანბეს მაკომას აკადემიის ხელმძღვანელი აბდუვალი აბდურაშიდოვი და სხვები.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა, ყარა ყარაევის სახელობის აზერბაიჯანის ორკესტრმა, ხალხური საკრავების აზერბაიჯანის სახელმწიფო ორკესტრმა და ძველი მუსიკალური ინსტრუმენტების აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლმა.
სიმპოზიუმის პროგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმპოზიუმის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წლის 17 მარტს პრეს კონფერენციით გაიხსნა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. 19 და 20 მარტს აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის კონფერენციები გაიმართა. 20 მარტსვე გაიმართა ნოვრუზის დღესასწაული იჩერი-შეჰერიში. 22 მარტს აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირში მუღამის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფესტივალის პრეზდენტი ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი და იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, მეჰრიბან ალიევა იყო.[5] ფესტივალის ორგანიზატორები ჰეიდარ ალიევის ფონდის, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირი იყო. მის ჩატარებაში დიდი წვლილ მიუძღვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და ფონდს „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრები“.
საორგანიზაციო კომიტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: აბულფაზ ყარაევი - აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, მისირ მარდანოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრი, მაჰმუდ ქარიმოვი - აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. ყარაევი, მარდანოვი და ქარიმოვი საორგანიზაციო კომიტეტის თანა-დირექტორები იყვნენ. კომიტეტის წევრებს შორის იყვნენ: ფრანგიზ ალიზადე - აზერბაიჯანის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, ვაგიფ სადიგოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარე საქმეთა მდივანი, ფარჰად ბაბალბეილი - ბაქოს მუსიკის აკადემიის კანცლერი და სხვები.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Насыщенный год“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08.
- ↑ „Mugam feast in prospect“. news.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08.
- ↑ „В рамках фестиваля "Мир мугама" обсуждены научные проблемы“. 1news.az.
- ↑ „FESTIVAL INTERNATIONAL DU MUGHAM à BAKOU, AZERBAÏDJAN“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-14.
- ↑ „Mugam, a national heritage of Azerbaijan, is a pearl of the world music art: Mehriban Aliyeva“. Trend.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26.