მელიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მელიქი (არაბ. ملك — მალიქ, სომხ. Մելիք — მელიქ; არაბული სიტყვაა და მფლობელს, გამგებელს მეფეს ნიშნავს.) — ისლამამდე მელიქი ჰასანიდებისა და ლაჰამიდების არაბული სახელმწიფოს გამგებელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთის ზოგიერთი ტომისა და ცენტრალური არაბეთის ტომთა მეთაური იყო. ისლამის აღმოცენების შემდეგტერმინ „მელიქს“ არაბები იყენებდნენ უპირატესად არამუსლიმი გამგებლების მიმართ (მონარქის მნიშვნელობით) XIII-XVIII საუკუნეებში ამიერკავკასიაში ტერმინი „მელიქი“ ფეოდალთა ტიტულსა და თანამდებობას აღნიშნავდა. აზერბაიჯანსა და სომხეთში მელიქები ნახევრად დამოუკიდებელი მფლობელები იყვნენ. მონღოლობის დროს მელიქებად იწოდებოდნენ ადგილობრივი ქრისტიანი ფეოდალები, შაჰ-აბას I-ის დროს კი შაჰზე დამოკიდებული ფეოდალები. მელიქის თანამდებობამ კავკასიაშიც მოიკიდა ფეხი. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა მელიქების რამდენიმე სახლი — თბილისის მელიქ-მამასახლისები (ბებუთაშვილები), სომხითის მელიქები (მელიქიშვილები), გორის მელიქები, ლორის მელიქები (ლორის მელიქიშვილები). მელიქები იყვნენ ყარაბაღის სახანოშიც — ე.წ. ხამსას მელიქები — მელიქ ბეგლარიანები გულისტანში, მელიქ ისრაელიანები ჯრაბერდში, მელიქ ჯალალიანები ხაჩენში, მელიქ შაჰნაზარიანები ვარანდში, მელიქ ავანიანები დიძაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელიქის სახელო საქართველოში / ალექსანდრე ბოშიშვილი; რედაქტორი: აპოლონ თაბუაშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი - ISBN 978-9941-445-47-7