ასასი (არაბული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასასი (არაბ. ასას — დარაჯი, მოთვალთვალე) — საპოლიციო ფუნქციების მქონე მოხელე ფეოდალურ საქართველოში. თვალყურს ადევნებდა წესრიგს ქალაქში, დარაჯობდა ღამით, მომხდარი ბოროტმოქმედების შესახებ მოახსენებდა ქალაქის მოურავს, რომელსაც უშუალოდ ემორჩილებოდა. მოურავი და ქალაქის მოხელეები ასასებისა და მათი უფროსების — ასასბაშების მეშვეობით ახორციელებდნენ თავიანთ ხელისუფლებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]