ნაცვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტერმინს ნაცვალი ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელობა:

  • გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირის მოადგილე;
  • გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადმინისტრაციულ-საპოლიციო მოხელე. ნაცვლები ჰყავდათ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფალთ. იყვნენ ქალაქისა და სოფლის ნაცვლები. თბილისში ერთდროულად 2 ნაცვალი (მეფის მოხელე ნაცვალი და მოურავის ნაცვალი) საქმიანობდა. თბილისისა და გორის მელიქების, ეშიკაღასბაშის, ყორიასაულბაშის და ზოგიერთი სხვა მოხელის ნაცვლებს ნაიბები ეწოდებოდათ. ქალაქის ნაცვალი მოურავთაბ ერთად იხილავდა მცირემნიშვნელოვან დავას, მეთვალყურეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;
  • Месхиа Ш. А., Города и городской строй феодальной Грузии XVII-XVIII вв., Тб., 1959;
  • კეკელია მ., ქსე, ტ. 7, გვ. 339, თბ., 1984