მომხმარებლის განხილვა:Leodevbro
გამარჯობა, Leodevbro. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— მიხეილ მიწერა 19:59, 27 მაისი 2013 (UTC)
გაფრთხილება
[წყაროს რედაქტირება]ფაილი:The_Passion_of_the_Christ_-_2004.jpg - ეს ფაილი უნდა იქნას გამოყენებული ვიკიპედიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება. --Henry McClean განხილვაწვლილი 05:59, 7 სექტემბერი 2013 (UTC)
პასუხი
[წყაროს რედაქტირება]პასუხი მოგწერეს ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება-ში. გარდა ამისა - როდესაც ახალ სტატიას ქმნით და ჯერ ამუშავებთ, სანამ არ დაასრულებთ, სულ თავში დასვით:
{{subst:L}}
--Henry McClean განხილვაწვლილი 09:41, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
გარდა ამისა - სჯობს სტატია ნაწილებად თარგმნოთ, რომ ხედავდეს ყველა, რომ კეთდება. თუ ეს მხოლოდ ინგლისურენოვანი ასე დარჩება დიდ ხანს, წაიშლება. ფილმის ინფოდაფისთვის გამოიყენეთ თარგი:ინფოდაფა კინოფილმი. და კიდევ - სურათის ატვირთვის დროს ცარიელ ველში ჩაუწერეთ {{პოსტერი}} (ეს არის კინოპოსტერების ლიცენზია, რომლის გარეშეც თქვენი სურათი წაიშლება). --Henry McClean განხილვაწვლილი 09:47, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
- გამარჯობა. იხილეთ პასუხი. პასუხი აგრეთვე გაგეცად ვიკიპედიის Facebook-ის გვერდის მეშვეობითაც.Nodar Kherkheulidze განხილვა 10:11, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
ეს ვიკიპედია ქართულია და აქ ვცდილობთ ყველაფერი ქართულად ვწეროთ. ამიტომ არ არის აუცილებელი, რეზიუმეებში საერთოდ ინგლისურად წერა (აქ მომხმარებელთა დიდ ნაწილს ეს ენა საერთოდ არ ესმის, ზოგიერთ ადმინისტრატორსაც). გარდა ამისა - რეზიუმე ასეთი მიზნისთვის არ გამოიყენება. მისი შევსება სავალდებულო საერთოდ არ არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:09, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
ბმულები სხვა ვიკიპედიაში დაწერილ სტატიებზე იწერება გამონაკლის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში კეთდება შიდა ბმულები (არ არის აუცილებელი, სტატია უკვე არსებობდეს). იხ. ვიკიპედია:მასწავლებელი (ვიკი-ბმულები), ეს დაგეხმარებათ. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:22, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
გთხოვთ კიდევ ერთხელ, მიაქციეთ ყურადღება - ბმულები სხვა ვიკიპედიაში დაწერილ სტატიებზე იწერება ძალიან იშვიათ და გამონაკლის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში კეთდება შიდა ბმულები (არ არის აუცილებელი, სტატია უკვე არსებობდეს). იხ. ვიკიპედია:მასწავლებელი (ვიკი-ბმულები), ეს დაგეხმარებათ. ნუ ქმნით ბმულებს სხვა ვიკიპედიების სტატიებზე, ეს საქმეს არ შველის. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:07, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
Commons
[წყაროს რედაქტირება]თქვენი ფაილი, ატვირთული Commons-ში, წაიშლება. Commons-ში დაშვებულია მხოლოდ თავისუფალი ფაილების განთავსება, ხოლო თქვენს მიერ ატვირთული პოსტერი დაცულია საავტორო უფლებებით და არათავისუფალია. სურათი დაბრუნდა ძველზე და აღარ შეცვალოთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:17, 17 სექტემბერი 2013 (UTC)
Windows 8
[წყაროს რედაქტირება]Windows 8-ის ეკრანი უკვე ატვირთული იყო მის სტატიაში. ასლის ატვირთვის აუცილებლობა არ იყო. --Henry McClean განხილვაწვლილი 01:36, 11 ოქტომბერი 2013 (UTC)
გარდა ამისა, როდესაც ფაილს ტვირთავ აქ, უნდა გამოიყენო ამა თუ იმ სტატიაში. ფაილი, რომელსაც სტატიაში არ ჩასვამ, ითვლება გამოუყენებლად, რის გამოც მალევე წაიშლება. --Henry McClean განხილვაწვლილი 01:46, 11 ოქტომბერი 2013 (UTC)
დიახ, უბრალოდ წინასწარ ავტვირთე რომ მენახა უბრალოდ. სტატიის თარგმანს მალე დავამთავრებ, ასე რომ გთხოვთ ამ ფაილის წაშლას ნუ იჩქარებთ. უკვე ატვირთულს რაც შეეხება, ახალი ვარ ვიკიპედიაში, და უკვე არსებული სურათი ვერაფრით გამოვაჩინე ახალ სტატიაში, ამიტომ გადავწყვიტე თავიდან ამეტვირთა.
აუცილებელი არ არის, საერთოდ, რომ სტატიის პირველივე ვარიანტი იყოს სრული და გრძელი. ჩვენ გვაქვს ასეთი ტერმინი - ესკიზი. ეს ნიშნავს, რომ იმისათვის სტატია სტატიად ჩაითვალოს, იგი მინიმუმ 3 გამართული წინადადებისგან უნდა შედგებოდეს, უნდა ჰქონდეს წყაროები და კატეგორიები. ამის შემდეგ სტატიის განვრცობაც შეიძლება. ამიტომ არავინ გვავალდებულებს, სტატია შევქმნათ უკვე ისეთი სახით, როგორიც დასრულებულს აქვს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:35, 11 ოქტომბერი 2013 (UTC)
სქოლიო და რესურსები
[წყაროს რედაქტირება]სქოლიოს და რესურსებს დაგილაგებთ, ვინაიდან საჭიროა (უნდა ჩანდეს, საიდან არის აღებული ესა თუ ის ფაქტი) - და საერთოდ, ვიკიპედიაში მაქსიმალურად ვცდილობთ რესურსების მითითებას. თუ სქოლიოს ვერ ვადგენთ, რესურსი მაინც უნდა ეწეროს. --შეტყობინება დატოვა: Henry McClean ( მომწერეთ) 06:00, 14 ოქტომბერი 2013 (UTC)
ლევან, ტექსტის ფორმატირებისას ჩვენთან გარკვეული კრიტერიუმები არსებობს. მხოლოდ სიტყვის გამოსაყოფად მისი გამუქება მიზანშეწონილი არ არის, ყოველ შემთხვევაში, შეეცადე, დიდი რაოდენობით სიტყვები ეგრე არ მონიშნო. მაიკროსოფტში ამას ყურადღებას არ მიაქცევენ, ეს უბრალოდ ვიკიპედიის ზოგადი მომენტია. --შეტყობინება დატოვა: Henry McClean ( მომწერეთ) 09:26, 14 ოქტომბერი 2013 (UTC)
დიახ, გასაგებია, მაგრამ, ვიფიქრე საჭირო იყო ამ სიტყვების გამუქება, რადგან, უბრალოდ, საიდანაც გადმოვთარგმნე სტატია ( https://en.wikipedia.org/wiki/Metro_(design_language) ) იქ ეწერა ეგ სიტყვები გამუქებულად.— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა LeoKac (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
კეთილი, შესაძლოა, აუცილებელიც არის. უბრალოდ იმიტომ მოგწერე, რომ ხშირად ჩვენთან მომხმარებლები ტექსტის ფორმატირებებს საკუთარი სურვილით აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი რესურსია, გარკვეული წესების მოქმედებს. მოკლედ, შენთან კავშირი ამ შემთხვევაში არ ჰქონია.--შეტყობინება დატოვა: Henry McClean ( მომწერეთ) 11:11, 14 ოქტომბერი 2013 (UTC)
ინფოდაფა ვებსაიტი
[წყაროს რედაქტირება]არსებული ინფოდაფა გადავაკეთე ინგლისურის ანალოგიურად თარგი:ინფოდაფა ვებსაიტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ --დათო1010 18:31, 29 ოქტომბერი 2013 (UTC)
გაიხარეთ, დიდად მადლობელი ვარ :) LeoKac განხილვაწვლილი 02:20, 30 ოქტომბერი 2013 (UTC)
მგონი ინფოდაფაში პატარა შეცდომაა და იქნებ გამოასწოროთ.
როცა "შინაარსის ლიცენზია"-ში რამეს ვწერ, ორჯერ წერს იმას რასაც ჩავწერ:
მარტო ერთი ფიგურული ფრჩხილი დავწერე აქ თავში და ბოლოში, რომ მხოლოდ კოდი დაწერილიყო.
{ინფოდაფა ვებსაიტი
| შინაარსის ლიცენზია = "ტექსტი"
}
ამ კოდს ჩვეულებრივად თუ ჩავწეთ, მივიღებთ იმას რაც მარჯვენა-ქვედა კუთხეშია. ანუ ტექსტს ორჯერ აკოპირებს. მგონი რაღაც შეცდომაა.
შინაარსის ლიცენზია | "ტექსტი" |
---|
მადლობთ...
ასევე, გთხოვთ "შინაარსის ლიცენზია" შეცვალოთ უბრალოდ "ლიცენზია"-თი. ვფიქრობ ასე უკეთესი იქნება ვებსაიტის შემთხვევაში.
რჩევა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობათ! ფაილი, რომელიც თავისუფლად ვრცელდება კომონზში შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე ქართულ ვიკიპედიაშიც. ანუ მისი ახალი ვერსიის ატვირთვის აუცილებლობა არ არსებობს. ვგულისმობ მაიკროსოფტის შენობის სურათს. - ოთოჯი განხილვა 16:04, 5 თებერვალი 2014 (UTC)
დიახ, ეგ მეც ვიცოდი, რომ თავისუფალი ფაილის გამოყენება ისედაც შეიძლებოდა, მაგრამ მე საჭიროდ ჩავთვალე Microsoft-ის ლოგოც ყოფილიყო სურათზე, ამიტომ Photoshop-ით გავაერთიანე ლოგო და ის სურათი და ისე ავტვირთე.
სამწუხაროდ, "ლოგო"-ს ველი არ არის "კომპანიის" ინფოდაფაში, ამიტომ ლოგოს გამოჩენის ერთადერთი საშუალება ამჟამად არის ლოგოსა და სურათის - ერთ სურათად გაერთიანება Photoshop-ით. LeoKac განხილვაწვლილი 16:31, 5 თებერვალი 2014 (UTC)
- არა, უბრალოდ საჭიროა ინფოდაფის გადამუშავება, ინფოდაფაში ლოგოსა და სურათის ცალ-ცალკე ველებად გამოჩენა. - ოთოჯი განხილვა 16:39, 5 თებერვალი 2014 (UTC)
გამარჯობა! ხსენებულ სტატიაში გამოყენებული სურათები იქნება წაშლის კანდიდატები, თუ მათ არ მიეთითებათ შესაბამისი ნამდვილად არსებული ლიცენზია. გმადლობთ!. - OTOGI Messages 14:44, 6 ივნისი 2015 (UTC)
ინტერნეტ-რესურსები
[წყაროს რედაქტირება]ამ სექციაში რომელიმე ვიკიპედიის სტატიების მითითება არ შეიძლება. მიუთითე ის ბმულები, რომლებიც იმ სტატიაში იყო, საიდანაც თარგმნე. გთხოვ, გაასწორო შენს ყველა სტატიაში. — Mikheil მიწერა 06:10, 14 ივნისი 2015 (UTC)
გასაგებია. LeoKac განხილვაწვლილი 08:26, 14 ივნისი 2015 (UTC)
პირადი მონაცემები
[წყაროს რედაქტირება]გაუმარჯოს. ვიკიპედიაში სხვისი პირადი მონაცემების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია! — Mikheil მიწერა 07:41, 18 ივლისი 2019 (UTC)
მესმის და მეც დავფიქრდი თავიდან, მაგრამ რეალურად, დღეს ჩვენ უკვე ვეღარ ჩავთვლით პირად ნომერს პირად ინფორმაციად. პრაქტიკულად, ნებისმიერი ადამიანის პირადი ნომერი პირდაპირ გასაჯაროებულია სახელმწიფოს ოფიციალური დაწესებულებების მიერ. მაგალითად საჯარო რეესტრის საიტზე რომ მოვძებნოთ სოფიო ნიჟარაძე, თბილისის ლოკაციით, პირდაპირ გვაჩვენებს პირად ნომერს. ასევე სხვა "პირადულ" ინფორმაციებსაც. ამ ყველაფერს ჭირდება სულ რაღაც 20 წამი, და ეს სრულიად კანონიერი და საჯაროა. LeoKac განხილვაწვლილი 07:58, 18 ივლისი 2019 (UTC)