Salora (ფინური კომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Salora
ტიპი Osakeyhtiö (შეზღუდული კომპანია)
დარგი ელექტრონიკა
დაფუძნდა 1928
დამაარსებელი F.A. Nordell
Lauri Koskinen
დაიხურა 1995
სათავო ოფისი სალო, ფინეთი
პროდუქცია ტელევიზორები, რადიო მიმღებები და სხვა.
მფლობელი Nokia

Salora Oyფინური ელექტრო ტექნიკის კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობდა ფინეთის ქალაქ სალოში. მისი ძირითადი პროდუქტები იყო რადიო მიმღებები და ტელევიზორები. კომპანია დაარსდა Nordell & Koskinen-ის სახელწოდებით 1928 წელს, ფ.ა. ნოდელისა (F.A. Nordell) და ლაური კოსკინენის (Lauri Koskinen) მიერ.[1]

1937 წელს, კომპანიამ წარმოადგინა მისი პირველი პროდუქტი ახალი ბრენდის სახელით — Salora (ორი სიტყვის კომბინაცია: Salo და radio),[2] და 1945 წელს, კომპანიის სახელი შეიცვალა და გახდა Salora Oy.[1] ამ შემთხვევაში „Oy“ არის სიტყვა „Osakeyhtiö“-ს შემოკლება, რაც ფინურად ნიშნავს შეზღუდულ კომპანიას (Limited company). 1984 წელს, Nokia-მ შეიძინა Salora, და კომპანიის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების განყოფილებას დაერქვა Nokia-Mobira Oy. 1995 წელს კი Salora საბოლოოდ შევიდა Nokia-ს შემადგენლობაში.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Liukkonen, Jukka. (December 31, 2001) Salora Oy 1928-1995 Finnish (DOC). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2014. ციტირების თარიღი: May 1, 2012.
  2. Salora Oy - რადიოს სახელოსნოდან საბაზრო ლიდერობამდე. Finnish Industrial Design Archives (FIDA). Central Archives for Finnish business records (Elka). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2014. ციტირების თარიღი: May 1, 2012.