მომხმარებლის განხილვა:Giorgi Koberidze

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--ცანგალა () 16:58, 3 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი, გთხოვ გაეცნო ვიკიპედიის წესებს.--ცანგალა () 12:58, 4 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არსებობს სტატია ჯვაროსნული ლაშქრობები - შეგიძლია იქ შეავსო. ბოლოში ხელის მოწერა სტატიას არ სჭირდება.--ცანგალა () 13:16, 4 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არაუშავს, იმ ესკიზს ვინმე შეავსებს. გიორგი, ნახე შენს სტატიაში მცირე რედაქტირება გავაკეთე, ნახე და დანარჩენი შესაბამისად თავად ჩაასწორე. იმედია კიდევ ბევრ სტატიას დაწერ. წარმატებებს გისურვებ. - ალ-ო / 13:42, 4 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]


აბზაცს შუალედის გამოტოვებით ვიკიპროგრამა ვერ გებულობს (ანუ აბზაცის დასაწყისში შუალედი არ გამოტოვო). - ალ-ო / 06:35, 5 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ოდნავ თუ პატივს სცემთ კობერიძეს სტატია ვიკიპედიის წესებით დაამუშავეთ. მაგ. ოთარ კობერიძე --ცანგალა () 16:01, 15 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუ სურათის დამატება გინდა მარცხნივ ფაილის დამატებით უნდა გააკეთო. აუცილებლად მიუთითე წყარო.--ცანგალა () 18:13, 15 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, ვიკიპედიის წესებს გაეცნოთ.--ცანგალა () 20:42, 15 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თქვენს მიერ წამოწყებული სტატიები ნისლეულები, კომეტა, არდენის ოპერაცია მოგწონთ? --ცანგალა () 12:31, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რადგანაც ხმა ამოიღე ეს უკვე კარგია. არდენის ოპერაცია - დავუმატე საერთაშორისო ბმულები შეგიძლია გადახედო და აგრეთვე შეადარე შენს სტატიას. ----- სტატიაში ასეთ ჩარჩოში არ უნდა იყოს. ბმულები უნდა გააკეთო (რამდენიმე მაინც). აქედან გამომდინარე გთხოვ გადახედო ვიკიპედიის წესებს ვიკიპედია:დახმარება. თუ კითხვა გექნება ვეცდებით დაგეხმაროთ. უნდა ისწავლო ხელმოწერა რომელიც ავტომატურად კეთდება. გისურვებ წარმატებებს. --ცანგალა () 13:05, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მითხარი რას წვალობ - რისი გაკეთება გინდოდა სტატიაში?--ცანგალა () 13:06, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არ მაწუხებ. ჩემი მიზანია, რომ ისწავლო. ---- ხაზები რომ არ იყოს სტატიაში არასდროს არ უნდა გააკეთო აბზაცი. 1944, ამერიკელთათვის და ა. შ. ყველა წინ მიიტანე დაწყება ბოლომდე და ხაზები --- აღარ იქნება. როდესაც რედაქტირებაში ხარ არის ინსტრუმენტები პირველი იწყება ცხრილის შექმნა გაყევი და ყველას გაეცანი. ერთ-ერთი მათგანი არის წითელის შემოხაზულის გვერდით არის წერიათქვენი ხელმოწერა და დრო (მისი დაწკაპუნებით შენი ხელმოწერაა ავტომატურად). გაყევი და ნახავ ხაზის გაწყვეტა - ეს გააკეთე ამერიკელთათვის წინ. ძალიან ცუდად გიხსნი, მაგრამ იმედია გაიგებ. წესები რომ გეცოდინება უფრო დაინტერესდები ვიკიპედიით, რადგან იგი უფრო ბევრია ვიფრე მხოლოდ ტექსტის დაწერა. რომელი სურათის შემოტანა გინდოდა?--ცანგალა () 13:17, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიას კომეტა დავუმატე საერთაშორისო ბმულები. შეგიძლია გადახედო. --ცანგალა () 13:24, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

File not found - ამას მეუბნება ვერ შევდივარ. ერთი რამ უნდა იცოდე - საავტორო უფლებები (სურათებზეც), ამიტომ ვიკისაწყობი სასურველია, რომ იყოს. ამიტომ იქნებ, რომელიმე სურათი გადმოიტანო სხვა ენოვანი ვიკიპედიიდან. მე ხომ უკვე გავუკეთე საერთაშორისო ბმულები. სტატიაში შენ მათ ხედავ მარცხნივ. --ცანგალა () 13:30, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რომელიმე სხვა ენაზე უნდა იცოდე იგივე სათაური. შემდეგ კოპირებით შემოგაქვს ქართულში. შემდეგ მომავალში ვიკიპედიის რობოტები ქართულს აჯენს ყველა ენაში. ქართულში ერთი ენის შემოტანც საკმარისია, შემდეგ რობოტი იმუშავებს. იმედია მე ზუსტი სტატიები შემოვიტანე. ისე ქართულად არის არდენების ოპერაცია (ქსე-ში ასე წერია) და არა არდენის ოპერაცია. გაიგე სადმე. თუ არდენების ოპერაციაა, მაშინ უნდა გავაკეთოთ გადამისამართება, რომელიც კეთდება (გადატანა - ამას შენ ხედავ ზემოთ მარჯვნივ). გადამისამართება იმიტომ კეთდება, რომ ორი სტატია არ შეიქმნას. მაინტერესებს ---- ხაზები თუ გაიგე სტატია შეასწორე.--ცანგალა () 13:45, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არ არის აუცილებელი ნიდერლანდური, საკმარისია ინგლ., გერმ, რუს., ფრანგ. - რამე სხვა ენა. თუ არ იცი სხვა ენა შეგიძლია ვინმეს მიმართო ან კიდევ მიმართვის გარეშეც ვაკეთებთ (როგორც მე). შიდა ბმულები კი უნდა აკეთო. წერილებს, რომ მწერ სულ ------ ხაზებით არის, კიდევ ხელმოწერას არ აკეთებ. მე კი ამდენს გელაპარაკები. შემდეგ წერილი ხელმოწერა არ დაგავიწყდეს და ხაზები მოაშორე შენს სტატიებს. --ცანგალა () 13:49, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხედავ რამხელა ტექსტი გამოჩნდა? ახლა მე რომ გითხარი ხაზის გაწყვეტა გაუკეთე ამერიკელთათვის წინ და ნახავ რა შედეგი ექნება.--ცანგალა () 13:52, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

როდესაც რედაქტირებაში ხარ შენ ხედავ დავარქვათ ინსტრუმენტებს პირველი არის ცხრილის შექმნა, მერე მოდის მუქი ტექსტი და გაყევი ამ რიგს ახარისხების წინ არის ეს ისარი მარცხნივ აჩვენებს. ხელის მოწერა ნუ გავიწყდება.--ცანგალა () 13:57, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიებში არ არის საჭირო ხელის მოწერა. მხოლოდ მიწერ-მოწერის დროს, ყავახანაში, კენჭისყრაში მონაწილეობის დროს და ა. შ.--ცანგალა () 13:59, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. სტატიებში ხელს არ ვაწერთ. ახლა რაც შეეხება ბმულს - იგი ყოველთვის უნდა იყოს სახელობით ბრუნვაში. ნიდერლანდიის წინ უნდა დაწერო ნიდერლანდი და ჩამოუსვა ხაზი | გამოგივა ნიდერლანდი|ნიდერლანდიის და ამ შემთხვევაში ბმული გალირჯდება. რატომ? იმიტომ რომ სტატია არსებობს ნიდერლანდზე. აბა გააკეთე.--ცანგალა () 14:04, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]


- იწერება როდესაც ხაზის გაწყვეტას აწკაპუნებ. თვით სტატიაში არდენის ოპერაციას ბმული არ უნდა. ნიდერლანდი - ქართულად ასე ჰქვია სახელობით ბრუნვაში.

აბა ნახე ინგლ. ვიკიპედიიდან რა დავუმატე. თვით ტექსტიც ცოტა დახვეწე, ბმულებმა სტატაც გაალამაზა. ალბათ ეხლა უფრო მოგწონს შენი სტატიები. ამდენი ხნის განმავლობაში ამას გეხვეწებოდი. იცოდე თუ რამე კითხვა გექნება აუცილებლად შეგვეკითხე ხოლმე, არ მოგერიდოს. --ცანგალა () 14:16, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს ნიშნავს, რომ ტექსტს დახვეწა უნდა. თავდაპირველად ტექსტს დაწერ და შემდეგ დახვეწავ ენციკლოპედიურ ენაზე. გალამაზება ბმულებით - გადახედე სხვა ენებსაც. --ცანგალა () 14:19, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მეორე მსოფლიო ომზე ძალიან ბევრი ინფორმაცია გიორგი მარუაშვილმა შემოიტანა. მე გირჩევ რომელიმე სხვა ენოვანი ვიკიპედიიდან თარგმნას. კატეგორია:მესამე რაიხი და კიდევ სხვა მრავალი გადახედე. http://www.ka.wikipedia.org სურათის დასახელებას ინგლ. კოპირება გავუკეთე და ისე შემოვიტანე. რაღაც უფრო მეტი დაინტერესება გაქვს ე. ი. მოგეწონა მუშაობა. --ცანგალა () 14:34, 16 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი, სურათზე სწორედ აკეთებ, მაგრამ ზოგჯერ კოპირებით არ გამოდის.--ცანგალა () 15:04, 17 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

შედი ინგლ. ვიკიში და იქ სურათის ქვემოთ წერია ლიზენცია. ამ შემთხვევაში სურათი უნდა შემოიტანო ფაილის დამატებით, როგორც წინა სურათი გააკეთე. წყარო აუცილებლად მიუთითე.--ცანგალა () 15:06, 17 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გადახედე ვიკიპედია:თარგები/სტატიის წყაროები. იცოდე თუ მუშაობაა მუშაობა უნდა იყოს. უნდა ისწავლო ხარისხიანი მუშაობა, თორემ სამსახურს დაკარგავ :)) ველოდები სურათის შემოტანას. იცოდე, სურათზე, სადაც არ იქნება წყარო მითითებული წაიშლება.--ცანგალა () 15:10, 17 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი, გთხოვ წაიკითხო განხილვა:კომეტა 1882 და აგრეთვე გთხოვ ყურადღებით, რადგან სათაური შევასწორე, ხოლო ტექსტში კომეტა არ შემისწორებია. მომავალში აგრეთვე გთხოვ განხილვის გვერდებსაც გადახედო, რადგან იქ ჩანაწერებს ვაკეთებთ თუ მომხმარებელი რამეს არ ეთანხმება. ასე არ დაგავიწყდეს სათაურშუ შორისი (პრაბელი) გაკეთება მაგ. M 17.--ცანგალა () 10:10, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

en:Eclipse Comet of 1882 და en:Great Comet of 1882 მხოლოდ კომეტა 1882 ვერ ვნახე სხვა ენებში. შეგიძლია სხვა ენებსაც გადახედო. ქართული გუგლიც არ მაძლევს. გთხოვ დაადგინო იქნებ ქართულად კიდევ რამე დამეტება უნდა ჰქონდეს. პასუხები ყოველთვის განხილვის გვერდზე დაწერე. სხვა მომხმარებლებიც მიიღებენ დისკუსიაში მონაწილეობას.--ცანგალა () 10:37, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არა შეცვლით არ შევცვალოთ - უნდა იყოს როგორც ქართულში არის მიღებული - ეს აუცილებელია (როგორც საქართველოშია მიღებული). მაგრამ როდესაც საერთაშორისო ბმულების გაკეთება მინდოდა უკვე დავიბენი რომელი გამეკეთებინებინა. ამიტომ რადგანაც შენ თვლი, რომ ეს Great ეხება ჩასვი ეს ბმულები (უნდა ისწავლო მათი ჩასმაც - ჯერ არც ერთ სტატიაში არ გაგიკეთებია). ისე ახალი ქართული სახელმძღვანელოები (ნუ მიწყენ) ვის როგორც უნდა ისე წერს. ასე მგონია, რომ სახელების ტრადიციებს არ უყურებენ, რაც ალბათ დიდ ქაოს წარმოქმნის მომავალში, თუ უკვე არ არის ქაოსი. შენ კი გთხოვ მეტი ყურადღებით სტატიაში ჩემი ბრძოლა პირველი მსოფლიო ომი როგორ გიწერია ნახე და ნუ გავიწყდება ბმული უნდა იყო ყოველთვის სახელობით ბრუნვაში. როდესაც სახელობით ბრუნვაში გააკეთებ პირველი მსოფლიო ომი გალურჯდება. --ცანგალა () 10:52, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რადგანაც ვიკიპედიელების რიგებში ჩანაწერი შეასწორე თუ გაქვს სურვილი შეგიძლია შენი პირადი გვერდიც შეავსო მაგ. მომხმარებელი:Gnome.--ცანგალა () 11:18, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, იცი რაზე მწყდება გული, რასაც გეუბნები არაფერს არ ასწორებ არც სტატია კომეტა 1882, სადაც შეცდომით გაქვს ბმული გაკეთებული და თვით სიტყვა კომეტა ჩაწერილი, არც სტატიაში ჩემი ბრძოლა და არც სურათის ჩამატება. იმიტომ გთხოვ ხოლმე შესწორებას, რადგან მე მაინტერესებს რამდენად გაიგე. არ გაკეთებით კი მგონია, რომ ვერ გებულობ. მე კი კიდევ ბევრი ინფორმაცია მინდა, რომ ნელ-ნელა მოგაწოდო.--ცანგალა () 11:37, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩასვი პარკურში სურათი - ჯერ კოპირებით სცადე. --ცანგალა () 11:43, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგია, სურათის სათაურის შემდეგ ჩამოუსვი ხაზი | დაწერე thumb კვლავ ხაზი და სურათის სათაური

ყოველთვის არ გამოგივა სურათის ასე გადმოტანა. მაშინ უნდა გადმოიტანო ფაილის დამატებით და მიუთითე აუცილებლად წყარო ვიკიპედია:თარგები/სტატიის წყაროები, რაც {{}} ამ ფრჩხილებში წერია ის უნდა ჩასვა. ამათ ჰქვია თარგები. right, left, px - ზოგჯერ სურათებს ვუთითებთ თუ მარცხნივ, მარჯვნივ გინდა px მითითებით.--ცანგალა () 11:59, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ყველა სტატიას აქვს ისტორია. აქ იწერება რომელმა მომხმარებელმა რა წვლილი შეიტანა. მაგ. შენ შეგიძლია პარკური ისტორიის გვერდზე შეხვიდე (ზევით წერია) და დააწკაპუნო სიტყვას ბოლო და დაინახავ ცანგალამ რა ცვლილება შეიტანა. --ცანგალა () 12:04, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ 1991 წლის გარეშე უნდა ბმული

ეტყობა ცუდად დაგიწერე ე. ი. მხოლოდ 1991 (სიტყვა წლის გარეშე) აგრეთვე 27 აპრილი მთლიანად. ვგულისხმობ ბმულს.--ცანგალა () 12:38, 18 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი, ქართულ ვიკიპედიაში მაქსიმალურად ვცდილობთ თარგმანს - ზოგჯერ არ გამოდის. მაგ. კომპიუტერული პროგრამები, სიმღერების დასახელება რჩება ხოლმე ლათინურად. ასე რომშენ თარგმნე, თუ ვინმეს რამე შენიშვნა ექნება ჩაწერს სტატიის განხილვის გვერდზე - ყურადღებით იყავი ნახე ხოლმე (ე. ი. თუ გალურჯდა განხილვის გვერდი). prince of persia - ალბათ სპარსეთის და არა პერსიის უფლისწული (ან პრინცი), sony Vegas 7.0 - ალბათ დარჩება - ეს ყველაფერი ჩემი აზრია. სხვა მომხმარებლები რა აზრის იქნებიან ვერ გეტყვი. გადახედე კატეგორია:კომპიუტერი. მე ისეთივე მომხმარებელი როგორც შენ, ოღონდ ის განსხვავებაა, რომ სტაჟიანი ვარ :)) გიორგი აქვე თხოვნა მექნება შენთან - ერთი საერთაშორისო ბმულის გაკეთება უკვე იცი - ახლა ისწავლე რამდენიმეს ერთად. როგორ გააკეთო? მაგ. როდესაც ხარ ინგლ. ვიკიპედიაში ჩადი სტატიის ბოლოში და იქ დაინახავ (მანამდე ყოველთვის გაიხედე მარცხნივ უწერია თუ არა სტატიას ბმული), გაუკეთე კოპირება და გადმოიტანე, ოღონდ ინგლ.-ის ხელით ჩამატება მოგიწევს. კიდევ უნდა ისწავლო აუცილებლად - გეუბნები აუცილებლად კატეგორიების პრინციპი. მაგ. მელია (თანავარსკლავედი) - ოღონდ შემდეგ დააწკაპუნე კატეგორიაზე და დაინახავს როგორ მიდის. კატეგორია თუ არ იცი რა მიუსადაგო ინგლ. ვიკიში სტატიებს ყოველთვის უწერიათ. თუ არასწორად შექმნი დანარჩენები თვალს ვადევნებთ. იმედია კარგად დავწერე. 1991-ზე გეუბნებოდი, რომ [[]] უნდა ჩაგესვა და 27 აპრილი [[]]. --ცანგალა () 09:33, 19 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, ნელა-ნელა თარგებიც უნდა ისწავლო. თარგები - Template. ისინი სტატიებში ყოველთვის {{}} ამ ფრჩხილებში იწერება. თარგს კოპირებით ვერ შემოიტან ქართულ ვიკიპედიაში ის უნდა შექმნა. თუ გინდა რომ შენს სტატიააში არავინ არ გააკეთოს ჩანაწერი მანამ სანამ მას არ დაასრულებ შეგიძლია თარგი:მუშავდება ჩაწერო ე. ი. {{}} სიტყვა მუშავდება. მინდა, რომ ერთი სტატია კარგად დაწერო თავიდან ბოლომდე. თარგის შექმნაც უნდა ისწავლო აუცილებლად. ე. ი. კატეგორია, თარგი. ბმული ფრანგული დაამატე, მაგრამ როგორც მე ვნახე უფრო მეტი იყო საერთაშორისო ბმული.ცანგალა () 12:22, 19 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თარგის შექმნაში დაგეხმარება მომხმარებელი:Alsandro. მე მხოლოდ საწყისი შემიძლია გითხრა. გახსენი ინგლ. ვიკიპედიაში სტატია, ხარ რედაქტირებაში და იქ ხედავ {{ - ფრჩხილებს, შემდეგ წერია Infobox CVG - ეს არის თარგის სათაური. თარგი ინგლ. არის Template ე. ი. ძებნისას უნდა დაწერო Template:Infobox CVG - ორი წერტილი არ დაგავიწყდეს. შედი რედაქტირებაში და გაუკეთე შიგ თავს კოპირება, შემოდი ქართულ ვიკიში შექმენი სათაური როგორც სტატიებს ქმნი თარგი:Infobox CVG შეინახე. შემდეგ დაიწყე მისი თარგმნა. ნუ გეშინია შეძლებ - პრობლემებზე შედვეკითხე ამ შემთხვევაში ალსანდრო ჯობია. ჩემთანაც მოსინჯე. ერთხელ უნდა დაიწყო - გაიგე. თუ არასოდეს არ დაიწყე სულ ერთ წერტილზე იქნები - უნდა დაიწყო.--ცანგალა () 12:37, 19 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არა - მე არაფერს არ გავაკეთებ - მე გეტყვი მხოლოდ რა უნდა გააკეთო. ჯერ სურათი გადმოიტანე შენს კომპიუტერში და შემდეგ ფაილის დამატებით შემოიტანე მიაწერე წყარო ინგლ. ვიკიპედიინ წესით თარგი უნდა, მაგრამ ალსანდროს შევეკითხოთ, მანამდე ინგლ ვიკიპედიიდან მიაწერე.--ცანგალა () 12:40, 19 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ სურათის წყარო არ ჩაწერე. ფაილის დამატების დროს შენ ყოველთვის ხედავ "მოკლე აღწერა (ავტორი, ვებ-მისამართი, თარგი, მისთ.): აქ უნდა ჩაწერო, თუ საიდან არის სურათი. ახლა შეგიძლია სურათის რედაქტირებაში შეხვიდა და ჩაწერო ინგლ. ვიკიპედიიდან. --ცანგალა () 12:56, 19 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სურათის px-ები გავზარდე, რამდენიმე ბმული გავაკეთე (ნახე თარიღები ასე გთხოვდი შენ 1991 წლის 27 აპრილს), საწყისი სიტყვები მუქად ჩავსვი ეს შეგიძლია გააკეთო B - ამას შენ ხედავ როდესაც რედაქტირებაში ხარ - უნდა გამოიყენო--ცანგალა () 13:05, 19 ივლისი 2007 (UTC) AB ბმულების კეთებისას გამოგადგება.[უპასუხე]

ასეთი შეკითხვა მაქვს სათაურში : არ გაქვს. როგორ უნდა შეასწორო? შენ ხედავ ზემოთ სიტყვა გადატანა - დააწკაპუნე და ჩაწერე ახალი სათაური ორი წერტილით, ხოლო ძველს მე წავშლი. --ცანგალა () 13:22, 19 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციის წყარო სტატიაში «არსუფის ბრძოლა»[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გმადლობთ სტატია არსუფის ბრძოლა დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. — ჯაბა ლაბაძე () 04:39, 25 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გმადლობთ სტატია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაწერისთვის, თუმცა მისი ამჟამინდელი რედაქცია არ შეიცავს სანდო წყაროს, რომელშიც შესაძლებელია სტატიაში შემოტანილი ინფორმაციის გადამოწმება. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი სანდო წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე მიიჩნევა საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.--Zolokin განხილვაწვლილი 21:17, 30 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]