მომხმარებლის განხილვა:GeorgiaCourts
გამარჯობა, GeorgiaCourts. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— მიხეილ მიწერა 15:06, 9 აგვისტო 2012 (UTC)
მოგესალმებით![წყაროს რედაქტირება]
მოგესალმებით ქართულ ვიკიპედიაში! იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გაერკვეთ ვიკიპედიის ძირითად წესებსა და პრინციპებში. ამ წესებსა და პრინციპებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულებში: ვიკიპედიის წესები, დახმარების გვერდები, ვიკიპედიის მასწავლებელი, ახალი გვერდის შექმნის წესები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის რაიმე იქნება გაურკვეველი, შეგიძლიათ მომმართოთ ჩემს განხილვის გვერდზე ან მიმართოთ ნებისმიერ სხვა მომხმარებელს. ამას გარდა, თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა ან დაგჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ, ეს დაწეროთ ვიკიპედიის ფორუმში. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:55, 9 აგვისტო 2012 (UTC)
გამარჯობა. თქვენს ახალ სტატიას „თბილისის საქალაქო სასამართლო“ გავასწორებ. შემდეგ ცვლილებები ნახეთ და უფრო გაგიადვილდებათ ვიკიპედიის წესებში გარკვევა. Nodar Kherkheulidze განხილვა 13:58, 11 აგვისტო 2012 (UTC)
- პირველი, რაც გასათვალისწინებელია ვიკიპედიაში ურთიერთობისას, ეს არის ის, რომ საუბარი გრძელდება იქ, სადაც დაიწყო. რადგან მე თქვენ თქვენს განხილვის გვერდზე მოგწერეთ, თქვენ აქვე უნდა მიპასუხოთ — მომხმარებლები ამას ვხედავთ. აუცილებელია, რომ თქვენი ნაწერის ბოლოს არ დაგავისყდეთ ხელის მოწერა (გამოიყენეთ → ~~~~ ან რედაქტირების პანელზე არსებული ღილაკი → .
ახლა კი, რაც შეეხება სტატიას, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ იგი იყოს ვიკიფიცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტატია იყოს გამართული, მასში იყოს შიდა და გარე ბმულები. ამისთვის იხილეთ: დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). აუცილებელია, რომ სტატიაში მოცემული იყოს სანდო და გადამოწმებადი წყაროები (თუმცა, უმჯობესია, ეს მაშინ გავაკეთოთ, როდესაც ტექსტის წერას მორჩებით). Nodar Kherkheulidze განხილვა 14:11, 11 აგვისტო 2012 (UTC)
სახელმწიფო უწყებებზე სტატიების წერისას შეგიძლიათ, მაგალითისთვის შეხედოთ ჩემ მიერ დაწერილ ამ სტატიას: კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. სტრუქტურაში უკეთ გასარკვევად, უმჯობესია, შეხვიდეთ რედაქტირებაში და უბრალოდ დააკვირდეთ სტატიის შინაგან აგებულებას — ეს ძალიან დაგეხმარებათ. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:49, 11 აგვისტო 2012 (UTC)
მადლობა ნოდარ. მგონი სწორად დავარედაქტირე: თბილისის საქალაქო სასამართლო ერთი კითხვა მაქვს: ვიკიფიცირება იმდენჯერ ჭირდება სიტყვას რამდენჯერაც წერია ტექსტში? მაგალითად საქართველოს რამდენჯერაც გამოყენებ იმდენჯერ დავლიკნო თუ მხოლოდ პირველ ჯერზე? --GeorgiaCourts განხილვაწვლილი 23:27, 14 აგვისტო 2012 (UTC) --GeorgiaCourts განხილვაწვლილი 23:28, 14 აგვისტო 2012 (UTC)
- არა, ყოველ ჯერზე არ ჭირდება, ერთხელაც საკმარისია. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:48, 15 აგვისტო 2012 (UTC)
- გადავამოწმე სტატია და საკმაოდ კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე რაღაც: 1. სტატიაში არასდროს არ ვტოვებთ ხელმოწერას (~~~~); 2. ქართული ენის პუნქტიაციის წესების თანახმად, ვიყენებთ „ქვედა“ და „ზედა“ ბრჭყალებს („...“); 3. სურათებს აუცილებლად უნდა მიეთითოს ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიშლება. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:56, 15 აგვისტო 2012 (UTC)
სტატიაში ხელმოწერა და მაგდაგვარი სტილის ჩანაწერები არ კეთდება!.--ოთოჯი / მომწერე 15:44, 3 ოქტომბერი 2012 (UTC)
მოგესალმებით. როდესაც ვიკიპედიაში სტატია იწერება, ის უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტანდარტებს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ენის ზოგადი ნორმები და პრინციპები. თქვენ მიერ დაწერილ სტატიაში „ზუგდიდის რაიონული სასამართლო“ შეინიშნება რამდენიმე ხარვეზი. პირველი, რაც თვალში საცემია, ეს არის სექცია „სასამართლოს ისტორი“. ვიკიპედიაში არ არის რეკომენდირებული, რომ ინფორმაცია სტატიებში დაიწეროს ბიოგრაფიის სტილში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე გვაქს სასამართლოს თავმჯდომარეებთან, ეს დასაშვებია, თუმცა გასთვალისწინებელი სტილი. „სასამართლოს ისტორიაში“ გასაკეთებელია ქვეთავი „სასამართლოს თავმჯდომარეები“, სადაც ინფომრაცია მოცემული იქნება მოცემულ სტილში. არ არის აუცილებელი, რომ ყოველ კონკრეტულ თავმდჯომარესთან დაიწეროს „ზუგდიდის სასამართლოს თავმჯდომარე იყო“.
გარდა ამისა, სტატიაში მხოლოდ ლიტერატურისა და „რესურსები ინტერნეტში“ მითითება არ არის საკმარისი. ყოველ აბზაც, წინადადებას ან ა.შ. უნდა მიეთითოს წყარო, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება აღებული იყოს ერთი გვერდიდან. მაგალითად, იხილეთ ჩემ მიერ დაწერილი სტატია „ქუთაისის სააპელაციო სასამართლო“ (სტატია სურათის გარეშეა, რადგან არ მოგიციათ ჩემთვის სურათების გამოყენების უფლება).
რაც შეეხება ენის ნორმებს, პირველ რიგში, ეს ეხება პუნქტუაციას, კერძოდ, თქვენ სტატიაში იყენებთ დეფისს (-), მაშინ როდესაც უნდა გამოიყენოთ ტირე (—): მაგალითად, „მოსამართლეები - დავით კეკენაძე“. ამ შემთხვევაში, გამოსაყენებელია ტირე, რამდენადაც ეს უკანასკნელი წინადადებაში გამოიყენება წინადადების გამოტოვებული წევრის ნაცვლად („არიან“), ხოლო დეფისი კი, ზოგადად, გამოიყენება სიტყვათა დასაკავშირებლად. Nodar Kherkheulidze განხილვა 07:58, 11 ოქტომბერი 2012 (UTC)
გამარჯობა. თქვენ მიერ დაწერილ ახალ სტატიაში „ზესტაფონის რაიონული სასამართლო“ ისევ იყო რამდენიმე ხარვეზი, რომლის თაობაზეც, სხვა სტატიებთან დაკავსირებით, უკვე გაცნობეთ.
სტატიის პირველ წინადადებაში არ ვიყენებთ სიტყვას „არის“, არამედ მის ნაცვლად ვწერთ ტირეს (—). ამასთან, სტატიაში, იქ, სადაც გამოსაყენებელია ტირე (—), კვლავ დეფისს (-) იყენებთ, რაც ქართული ენის პუნქტუაციის წესების დარღვევაა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სტატიაში ნომრის სიმბოლოდ ვიყენებთ არა „N“ ასოს, არამედ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ სიმბოლოს — „№“.
გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი საჭიროებს დასაბუთებას. შესაბამის წინადადებას შესაბამისი თარგი ჩავუსვი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემ მიერ თქვენს ხარვეზებზე გაკეთებული შენიშვნები და სამომავლოდ ასეთი ხარვეზები აღარ დაუშვათ. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:57, 2 ნოემბერი 2012 (UTC)