ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
ზუგდიდის რაიონული სასამართლო.jpg
უწყების შესახებ
იურისდიქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
უწყების ხელმძღვანელი ნატრული აკობია, სასამართლოს თავმჯდომარე
საიტი
  • სასამართლოს საიტი
  • სასამართლოს Facebook-ის გვერდი
  • საქართველოს სასამართლოების Facebook-ის გვერდი
  • ზუგდიდის რაიონული სასამართლო — პირველი ინსტანციის სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც ზუგდიდის მასშტაბით განიხილავს სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.

    სასამართლოს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ზუგდიდში სასამართლოს ჩამოყალიბდა XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში და მაშინ მას მაზრა სასამართლო ეწოდებოდა; შემდგომ პერიოდში ის ორ ნაწილად იყოფა - საქალაქო და რაიონულ სასამართლოებად. ორივე ინსტანციის სასამართლო ერთ შენობაში მდებარეობდა.

    1953-1969 წლებში ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო გალაქტიონ გოგოხია, მოსამართლე - ვარლამ ბოკუჩავა.

    1968-1987 წლებში ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო კაპიტონ კვირკველია, მოსამართლე - ჯეირან მორგოშია.

    1987-1991 წლებში ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო დაზმირ შეროზია, მოსამართლე - ჯეირან მორგოშია.

    1987-1991 წლებში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო ნუგზარ არნანია, მოსამართლე - ნაზი არონია.

    1991 წელს გაერთიანდა საქალაქო და რაიონული სასამართლოები და შეიქმნა ზუგდიდის სასამართლო.

    1991-2000 წლებში ზუგდიდის სასამართლოს თავმჯდომარე იყო დაზმირ შეროზია, მოსამართლეები - ჯეირან მორგოშია, ნაზი არონია და ნუგზარ არნანია.

    2000 წელს შეიქმნა ზუგდიდის რაიონული სასამართლო.

    2000-2005 წლებში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო ნუგზარ სარია, მოსამართლეები - ჯეირან მორგოშია, დაზმირ შეროზია და ნონა თოლორაია.

    2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის სექტემბრამდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო ჯეირან მორგოშია.

    2006 წლიდან დღემდე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეა ნატრული აკობია, მოსამართლეები - ირაკლი აბშილავა, შოთა ბიჭია და მანუჩარ ცაცუა.

    შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ზუგდიდის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. ზუგდიდში, გრ. ქობალიას №12-ში[1]. ნაგებობა, რომელიც აშენდა 1988-1989 წლებში, თავდაპირველად ორსართულიანი იყო, ხოლო 2001 წელს დააშენეს მესამე სართული. 2007 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა მისი რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. პირველ სართულზე განთავსებულია სასამართლოს მისაღები, სადაც მიმდინარეობს მოქალაქეთა მომსახურება (განცხადებების მიღება, წერილობითი პასუხების გაცემა, პროცესუალური კონსულტაცია და ა.შ.).

    ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განთავსებულია ოთხი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზი, რომელთაგან ორი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეების, ხოლო ორი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად.

    შენობის მესამე სართულზე განთავსებულია მოსამართლეების და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები.

    აღსანიშნავია სასამართლოს ეზო და ბაღი, სადაც დარგულია დეკორატიული მცენარეები და რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიას.

    სამომავლოდ იგეგმება ზუგდიდის გაერთიანებული რაიონული სასამართლოს შექმნა, რომლის იურისდიქციაც გავრცელდება მესტიის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონებზე. თითოეულ ამ რაიონში იმოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.

    სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 4 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებული არის 41 საჯარო მოსამსახურე[2][3].

    რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]