შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:ლევანჩხე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

H.McC. განხილვაწვლილი 22:21, 17 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !

[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.H.McC. განხილვაწვლილი 17:42, 17 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა


გაფრთხილება

[წყაროს რედაქტირება]
გაფრთხილება ვიკიპედიაში სხვა საიტებიდან ავტორის თანხმობის გარეშე დაკოპირებული სტატიების შემოტანა აკრძალულია.

H.McC. განხილვაწვლილი 18:41, 17 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

თქვენს სტატიას აქვს ერთი პრობლემა - მისი ძირითადი ტექსტი (გარდა ცხრილებისა) დაკოპირებულია სხვა გვერდიდან. ამის გაკეთება ვიკიპედიაში აკრძალულია, თუ ავტორისგან არ გაქვთ მიღებული უფლება. ტექსტი არის თავიდან დასაწერი ან შესაცვლელი ისე, რომ არ ჩანდეს, რომ იგი დაკოპირებულია სხვა წყაროდან. --H.McC. განხილვაწვლილი 10:41, 18 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]


არა, ის ნათარგმნია ინგლისური ვიკიპედიიდან, ასევე სხვადასხვა საიტების სტატისტიკებზე დაფუძნებით არის ჩემი ინტერპრეტაციით ტექსტი განვცრობილი. არ არის სხვადასხვა საიტებიდან გადმოკოპირებული. აბა ნახეთ სხვაგან ქართულად როისსზე ინფორმაცია.

ვიმეორებ, ტომი ჰაასის სტატია არის ნაწილობრივ ნათარგმნი ინგლისური ვიკიპედიიდან, სტატისტიკურ მონაცემებზე აგებული სტატია არის ჩემს მიერ დაწერილი, და ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ ჩამიყარეთ წყალში მთელი ერთი დღის ნაწვალები. თუკი ინგლისური ვარიანტიდან არ შეიძლება სტატიის გადმოთარგმნა, მაშინ სტატისტიკური მონაცემებიც წაშალეთ იმავე საბაბით, რამეთუ ისიც ინგლისური ვარიანტიდანაა გადმოკოპირებულ/გადაქართულებული.

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:მარკო როისი.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. — G.G. 16:11, 18 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]


ძალიან გთხოვთ იქნებ ინფო დაფა ცოტათი შეამციროთ, ძაან ფართოა

სპორტით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ელემენტარულად სიტყვა 'ფორვარდი' (და არა ფორვადი). იხ.:

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=42695

გარდა ამისა - რამოდენიმე, რამოდენიმეჯერ - არასწორია. შეგიძლიათ შეამოწმოთ http://ena.ge -ზე. სწორია 'რამდენიმე', 'რამდენიმეჯერ'. --H.McC. განხილვაწვლილი 12:47, 19 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, მაგრამ ირონიას აქვს ადგილი. "ფორვადი" რო მექანიკური შეცდომა იქნებოდა ეგ ვერ მიხვდით?! და რას ნიშნავს სპორტით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს სიტყვა "ფორვარდი"?! სამწუხაროა რო ესეთ ცინიზმთან გვაქვს საქმე, რად უნდა დასაბუთება, რომ სწორი ფორმა "ფორვარდია" და არა "ფორვადი", ნუთუ სხვა დანარჩენი სტატიებით ვერ დაასკვენით, რომ ეგ მექანიკური ან/და ბეჭდვითი შეცდომა იყო?! ეგრე თქვენც შეიძლება გაგეპაროთ შეცდომა. ჰაასის მთელი ნაწვალები ნათარგმნი წაგიშლიათ. კანზეც ვთარგმნიდი ეხლა მაგრამ აზრი?! რისთვის ვიწუხებ თავს.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლევანჩხე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

1. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ - ჰაასის სტატია დაკოპირებული იყო სხვა რესურსიდან (!!!!!!!!!!), თანაც მისი ზუსტი ასლი მოცემულია ორ სხვა საიტზე. ამიტომ ამოიშალა ის, რაც დაკოპირებული იყო. ჰაასი თქვენი ნათარგმნი არ იყო. ეგ სტატია დევს აქ (დადებული მარტში) და ნაწილი დევს აქ. თქვენ ხართ ამ სტატიების ავტორი?

2. გეწერათ ფორვადი და რამოდენიმეჯერ. ამის შემდეგ შემოვედი და შევასწორე. მერე ისევ დაწერეთ ფორვარდი და რამოდენიმეჯერ. ამის შემდეგ ისევ შევასწორე. ეგეთი მექანიკა მე არ გამიგია. --H.McC. განხილვაწვლილი 14:10, 19 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

1. იქნებ კითხვა მაგით დაგეწყოთ? დიახ. მე დავდე ფორუმზეც და "ფეისბუქზეც" ჰაასის შესახებ ეგ სტატია, რომელიც თავის დროზე სწორედ ინგლისური ვიკიპედიიდან ვთარგმნე. დიახ, 100% ით ჩემი ნათარგმნია და არა დაკოპირებული, უბრალოდ სანამ აქ გამოვაქვეყნებდი, მანამ ზემოთ აღნიშნულ საიტებზე განვათავსე.

2. იცით, ამხელა სტატიებს როდესაც ვწერ და ამის მეტი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეთ, მარტივი მისახვედრია რო მექანიკური შეცდომა იქნებოდა. თქვენ თვითონვე წერთ "მერე ისევ დაწერეთ ფორვარდი". მოკლედ, უფრო ლამაზად შეიძლებოდა შეცდომის მითითება, ვიდრე ეს თქვენ გააკეთეთ, ფორმას ვგულისხმობ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლევანჩხე (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

1. ფორუმზე და ფეისბუკზე თუ დადეთ, რატომ ადრე არ თქვით? როდესაც უკვე ორჯერ (აიხედეთ ზევით, გვერდის ოდნავ თავში) მიგითითეთ, რომ დაკოპირებული სტატიები არ მიიღება, თუ მათი ავტორის თანხმობა არ გაქვთ? 17 და 18 მაისს დატოვებული შეტყობინებებია.

2. "მერე ისევ დაწერეთ ფორვადი" < ამის თქმა მინდოდა. აგერ განსხვავებები ჩემსა და თქვენ რედაქტირებებს. ზევით მითითებულია ვისი და როდის არის, და დროც აწერია:

ჯერ თქვენი და გვერდზე ჩემი შესწორება აქ

ამის მერე თქვენი და განსხვავება ჩემისგან. - აქ

ამის მერე ისევ შევასწორე, როგორც საჭირო იყო. აი აქ. მიაქციეთ ასეთებს ყურადღება.

სილამაზეს რაც ეხება - რთულია ადამიანს მოსთხოვო სილამაზე, როდესაც თავად ბევრჯერ გითითებენ და რეაგირების გარეშე ტოვებ თხოვნებს.

ახლა რაც ეხება ჰაასის სტატიას - დააბრუნეთ, თუკი ასეა, მაგრამ მასში ბევრი კორექტირება იქნება შესატანი და მიხედეთ. თავიდანვე რომ გეპასუხათ, რომ სტატია თქვენ გეკუთვნით, ყველაფერი ჩაივლიდა მსგავსი მითითებების გარეშე. --H.McC. განხილვაწვლილი 14:30, 19 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

იცით რაა, ახალი ვარ და ვერ გავერკვიე კარგად სად უნდა მენახა შენიშვნა, ჩასწორება და ა.შ. ახლა შევნშინე თორე აქამდეც მოვახდენდი რეაგირებას. კი, ჩავასწორებ აუცილებლად ჩასასწორებლებს. მადლობა.

გვარებს სტატიებში ამ მასშტაბის ბიოგრაფიები არ იწერება. საერთოდ ამოიღეთ სტატიიდან და თუ რომელიმე შემოქმედზე არ წერია ესა თუ ის სტატია, შექმენით იგი, ხოლო გვარის სტატიაში გააკეთეთ მოღვაწეთა მოკლე ჩამონათვალი. ასე ვაკეთებთ ვიკიპედიაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:28, 16 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

იხ. მარცხნივ. ეს წყარო არ არის. წყარო არის ლიტერატურის მითითება ან ბმული შესაბამის ინტერნეტ-რესურსზე, სადაც ასეთი რამ წერია. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:10, 18 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნუ ეგ კონკრეტული ინფორმაცია მე მოყვანილი მაქვს ჩხეიძეების გერბზე არსებული ინფორმაციისაგან, რომელიც შექმნილია პროფესორ-აკადემიკოს, საქართველოს მეცნიერ-აკადემიკოსთა ვიცე პრეზიდენტის - თენგიზ ბარნაბის ძე ჩხეიძის მიერ, სადაც მოყვანილი ყავს ლეონტი მროველისა და ვახუშტი ბატონიშვილის ჩანაწერები. ინტერნეტ რესურსი არ გამაჩნია.

მაინც არ არის წყარო. უნდა იყოს მითითებული სანდო წყარო და გადამოწმებადი, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გადამოწმდეს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნებისმიერი ვიკიპედიელი მას ნებისმიერ წამს ვერ გადაამოწმებს. ამიტომ მტკიცებულება, რომ ეს 'ეჭვს არ იწვევს' ან უნდა ამოღებული, ან უნდა შეიცვალოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:37, 18 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ქართული ფესვების მქონე ქართველები

[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია - ქართული ფესვების მქონე ქართველები, შეიცავს არავიკიპედიური თხრობის მქონე შესავალს. გარდა ამისა, რას ნიშნავს ქართული ფესვების მქონე ქართველები? ქართველი თუ არის, ხომ ისედაც ქართული ფესვი აქვს? ამასთან - უყურადღებოდ შეგიქმნიათ სტატია ბორის აკუნუნი, ვინაიდან უკვე არსებობს სწორი სტატია - ბორის აკუნინი. --შეტყობინება დატოვა: Henry McClean ( მომწერეთ) 05:50, 16 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


ხო ნუ, რაღაც შესაბამისი სახელი ვერ შევურჩიე :) არის მსგავსი გვერდი მაგალითად გერმანული ფესვების მქონე ამერიკელები... ე.წ. "მამლუქებზე" და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველებზე მინდოდა გამეკეთებინა გვერდი.

გაფრთხილება

[წყაროს რედაქტირება]
გაფრთხილება გაეცანი ვიკიპედიის წესებს! იხ. დახმარება:რა არ არის ვიკიპედია

--ცანგალა () 08:37, 30 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


კარგი რა, იმდენი ვიწვალე დაამოწმე რედაქტირება რაა :)) დავხვეწავ უფრო ნელ–ნელა...

გვერდი გადავამისამართე ბორუსია მიონხენგლადბახი (საფეხბურთო კლუბი) –ზე, საერთოდ ასე ვწერთ საფეხბურთო გუნდის სტატიებს, როცა ფეხბურთელისას შექმნი და საჭირო გუნდის სტატია არ იქნება ვიკიპედიაზე პირდაპირ სახელს ნუდაწერ, (საფეხბურთო კლუბი) აუცილებლად მიუწერე, როგორც შენს როისის სტატიაში ჩავასწორე მე, კიდევ განხილვაში რომ დაწერ რამეს ხელმოწერა ჩასვი, ანუ ტექსტის ბოლოს დააჭირე ფანქარივით როა ზედა მენიუში იმას, შენს სტატიებში ჩასწორებებს მე შევიტან და ეგენი გაითვალისწინე შემდეგ სტატიებში, წარმატებები.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 09:28, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე მეგობარო, ბორუსია მიონხენგალდბახი არ არის? და არა მენხენგლადბახი? ეგ გასაგებია და ლოგო ვერა და ვერ ჩავსვი ბორუსიისა და შეგიძლია დამეხმარო?!

მადლობა წინასწარ...

ლოგო ჩავსვი მე თარგი იყო არასწორად, მოკლედ მენხენგლადბახი ესეა სწორი, ქალაქია. სექციებს სახელებს რო არქმევ კარგად დამუშავებულ სტატიას ჩახედე ხოლმე, მაგალიტად ინტერნეტ რესურსები კიარა რესურსები იტნერნეტში უნდა ერქვას სექციას, მე ჩავასწორებ ეგეთ რაღაცეებს და შემდეგისთვის გაითვალისწინე ხოლმე.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:00, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კიდე ერთ თხოვნა მექნება განხილვას თვალყური ადევნე აქ დაგიწერ ყველაფერ შენიშვნას და დახმარებას.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:01, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


გაიხარე დიდი მადლობა, კარგად მეხმარები ;)

შემადგენლობა ინგლისურ სტატიაში არ განახლებულა 2012 წლის შემდეგ, შენ კიდევ იმ დროინდელი დააკოპირე, ისე შეგიძლია მითხრა რატომ გადაწყვიტე ამ გუნდის სტატიის შექმნა და ესე ღრმად გაკეთება, სამწუხაროდ ქართულ ვიკიპედიაზე ბევრი უფრო ცნობილი გუნდის სტატია არ არის შექმნილი ან შესავსებია.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:15, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო, განვაახლებ ხვალ დილით შემადგენლობას... ვიცი რო 2012 წლის მონაცემებითაა... რაც შეეხება გლადბახზე ინფორმაციას, ზოგადად გერმანული სპორტი მიყვარს და ვცდილობ ქართულადაც იყოს წყაროები მათ შესახებ.

ესეთ რაღაცას შემოგთავაზებ, მოკლედ ხვალ შევქმნი ბუნდესლიგის კლუბების თარგს როგორიც ესაა თარგი:უმაღლესი_ლიგის_კლუბები და რომელი გუნდის სტატიაც შეუქმნელი იქნება მივყვეთ ერთად, რასიტყვი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:35, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი შენიშვნა, ხშირად შეგხვდება რაიმე ლიგის კონკრეტული სეზონის მონიშვნა, უცხოურ ვიკიპედიებში იწერება ჯერ წელი მერე რომელი ლიგის სეზონია და ჩვენთან პირიქითაა, მაგალითად უმაღლესი ლიგა 2010-2011 და არა 2010–2011 უმაღლესი ლიგა.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:42, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვერ დაგპირდები მეგობარო, დრო ძალიან მცირე მაქვს ხოლმე, არ ვარ საქართველოში.. მაგრამ ვეცდები ნელნელა რამოდენიმე კლუბზე მსგავსად გლადბახისა დავამატო ინფორმაცია.

კარგი, მაქსიმალურად შეგიწყობ ხელს.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 20:48, 13 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


გაიხარე, მადლობა


მეგობარო, https://it.wikipedia.org/wiki/Borussia_Verein_f%C3%BCr_Leibes%C3%BCbungen_1900_M%C3%B6nchengladbach#Competizioni_nazionali აი ამ ლინკზე როა აი ტიტულებში რო თასებია ჩასმული, ვიზუალურ მხარეს ვგულისხმობ, პატარა სურათს, ეგ როგორ კეთდება?

იტალიურ ვიკიპედიაში თარგი აქვთ ეგეთი, სამწუხაროდ ჩვენთან არარის შექმნილი.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 06:36, 14 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაგ შემთხვევაში თარგითაა, მაგრამ ჩვეულებრივ, სურათის ჩასმითაც შეიძლება, მაგალითად: გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა: 5; ფაილი:Coppagermania.png გერმანიის თასი: 3. ასე ჩასვით: [[ფაილი:სურათის სახელი|18პქ]]--შოთა [UT] 09:37, 14 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]


გაიხარეთ ჩავსვი..


აუ მიუნხენ 1860 გვერდის კეთება დავიწყე და... თურმე აქტივიზაცია არ მქონდა გაკეთებული და იმედია არ წაიშლება ხო? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9C_1860

p.s. თარგები როგორ უნდა ვიპოვო? და ხელმოწერა როგორ კეთდება? :)

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:195044 115305451882979 1361811 o.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 06:31, 19 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]