შინაარსზე გადასვლა

მოკარ-კილისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოკარ-კილისაეკლესია საინგილოში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბელაქანის რაიონში. იდგა მდინარე ბელაქნისწყალის ხეობაში, მდინარის ნაპირას, 80 კვ.მ. ფართობზე. შემორტყმული ჰქონდა გალავანი. ტაძარი დაუნგრევია 1863 წლის აჯანყების მეთაურ ჰაჯი მურთაზს. გადმოცემის მიხედვით, აქ იყო ლავრა, სადაც პიმენ სალოსი და ანტონ ნაოხრებალი მოღვაწეობდნენ.[1][2] უცნობია სავანის თავდაპირველი ქართული სახელი.