მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი
შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი (არაბ. الشيخة موزا بنت ناصر المسند, დაიბადა 1959 წლის 15 იანვარს ალ-ხორში, კატარი (ყატარი)) —კატარის სახელმწიფოს ყოფილი ამირას შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ- თანის მეუღლე.[1][2]
ადრეული წლები და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოზა ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტის და ალ მუჰანადას- ბანი ჰაჯერის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნასერ ბინ აბდულაჰ ალ-მისნედის [3] ქალიშვილია. ნასერ ბინ აბდულაჰ ალ-მისნედი პოლიტიკური საქმიანობისა და ყოფილი ამირას აჰმად ბინ ალი ალ ტანის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დაპატიმრებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 1964 წელს ალ-მუჰანადას მთელი კლანი მისი თაოსნობით ნებაყოფლობით გადასახლდა ქუვეითში. ნასერი კატარში დაბრუნდა უახლოეს ნათესავებთან ერთად 1977 წელს [4], როდესაც მისი ქალიშვილი მოზა დაქორწინდა კატარის პირდაპირ მემკვიდრე ჰამად ბინ ხალიფა ალ თანზე.[5]
მოზამ განათლება მიიღო სოციოლოგიაში კატარის ეროვნულ უნივერსიტეტში (1986-1990), შემდეგ გაიარა სტაჟირება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. 2003 წელს მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორის წოდება ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში.[6].
საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს კატარი რეგიონში პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ. ის აქტიურად ხელს უწყობს არაბულენოვანი წამყვანი სატელევიზიო ქსელის ალ-ჯაზირას საქმიანობას, რომელიც დაარსდა 1996 წელს და ახლო აღმოსავლეთში ქვეყნის გავლენის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
შეიხა მოზას უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: კატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.[7][8]
შეიხა მოზა აქტიურად არის ჩართული სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომლის პირველი შენატანი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, შეიხ ჰამადისგან იყო. ფონდის ამოცანა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელისშეწყობაა. შეიხა მოზა ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A & M, კარნეგი-მელონის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის საპატიო დოქტორი გახლავთ. 2010 წლიდან არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალი-კომანდორი. [1]
შეიხა მოზა ასევე არის კატარის ახალ "სილიკონის ველად" გადაკეთების იდეის ინიციატორი. ამ მიზნით დაარსდა კატარის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკი, რომელიც 2008 წლის ბოლოს გაიხსნა. მოზიდულია 225 მილიონი ინვესტიცია, მათ შორის ისეთი წამყვანი გლობალური კომპანიებიდან, როგორიცაა Microsoft, Shell და General Electric. გარდა ამისა, იგი არის ”განათლების ქალაქის” ინიციატორი და განმახორციელებელი კატარში - საუნივერსიტეტო კამპუსი დედაქალაქის გარეუბანში 2500 ჰექტარზე, სადაც ამერიკის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები ლექციებს კითხულობენ სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი არის დოჰაში ქალთა და ბავშვთა მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს- Sidra-ს სამედიცინო და კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე. მან ხსენებულ სამედიცონო ცენტრს 7.9 მილიარდი დოლარი შესწირა.[9][10]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიხა მოზასა და შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ- თანის შვიდი შვილი ჰყავთ (ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი):
- შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი (კატარის მე-4 ამირა 2013 წლის 25 ივნისიდან).
- ჟასმინ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ- თანი.
- ჯოან ჰამად ალ -თანი.
- ჰალიფა ჰამად ალ-თანი.
- მოჰამედ ჰამად ალ- თანი.
- ალ-მაიასა ჰამად ალ- თანი
- ჰინდ ჰამად ალ- თანი.
.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Andrew Anthony (14 December 2014). "Sheikha Mozah: the (un)acceptable face of Qatar's global expansion"[მკვდარი ბმული]. The Guardian.
- ↑ "Mozah Bint Nasser Al-Missned, Her Highness Sheikha". Themuslim500.com. Retrieved 17 November2017.
- ↑ "الشيخة موزا بنت ناصر المسند". (არაბ.)Aljazeera.net. Retrieved 17 November 2017.
- ↑ "ناصر بن عبد الله المسند – المعرفة".(არაბ.) Marefa.org. Retrieved 17 November 2017.
- ↑ Danna Haman Backstory (5 March 2007): The royal couple that put Qatar on the map The Christian Science Monitor Retrieved 23 May 2015.
- ↑ "Biography of Her Highness Sheikha Mozah Bint Nasser Abdullah al Missned". Portal.unesco.org. Retrieved 23 May 2015.
- ↑ "Moza bint Nasser Ph.D.: Executive Profile & Biography – Bloomberg". www.bloomberg.com. Retrieved 15 December 2017.
- ↑ "Her Highness Sheikha Mozah Bint Nasser Al Missned"[მკვდარი ბმული] UNAOC. 29 March 2011. Retrieved 17 November 2017.
- ↑ "Sheikha Mozah Bint Nasser Al-Missned". Forbes. Retrieved 15 December 2017.
- ↑ About -Sidra Medicine. www.sidra.org. Retrieved 15 December 2017.