მნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მნა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი))
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მნა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი კობი
კოორდინატები 42°36′39″ ჩ. გ. 44°27′51″ ა. გ. / 42.61083° ჩ. გ. 44.46417° ა. გ. / 42.61083; 44.46417
ცენტრის სიმაღლე 2200
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მნა — საქართველო
მნა
მნა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
მნა
მნა — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მნა

მნა — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე მნაისიდონის (თერგის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 29 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნაში ადამიანის ცხოვრების კვალი დადაასტურებულია XVI საუკუნიდან. მნის ეკლესიის საძირკველში აღმოჩენილია XV-XVI საუკუნეებში მოჭრილი ბილონური მონეტების განძი (926 მონეტა). განძი ჩაფლულია XVI საუკუნის I ნახევარში. XVIII საუკუნეში მნა იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. XXI საუკუნეში სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

უძველესი დროიდანვე აქ ქართველები სახლობდნენ. შუა საუკუნეებში სამეფო სოფლად ითვლებოდა. ამ დროისთვის იგი მნის ხეობის, ეგრეთ წოდებული „მნის ქვეყნის“ გარკვეულ ცენტრს წარმოადგენდა. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, „მნის ქვეყანა“ ხალხმრავალი, ეკონომიკურად დაწინაურებული, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით კარგად ორგანიზებული ერთობა იყო. ადრინდელ შუა საუკუნეებში და შემდეგაც, XII-XIV საუკუნეებში, მნა მოიცავდა დიდ ტერიტორიას და სცილდებოდა საკუთრივ სოფლის მნიშვნელობას. XIV საუკუნეში ქსნის ერისთავები შეეცადნენ საკუთარი გავლენა გაევრცელებინათ მნის ხეობაზე. „ძეგლი ერისთავთას“ მიხედვით, მნის ხეობაში ციხესიმაგრეთა მთელი სისტემა არსებობდა. განსაკუთრბით გამაგრებული იყო მნის დიდი ციხესიმაგრე. აქ გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ხეობის მოსახლეობასა და ქსნის ერისთავ გირშელ III-ს (1348-1400) შორის. მეციხოვნეები „იყუნეს მარჯუედ მბრძოლნი, მხნენი და გოლიათნი და აბჯარსრულნი და იყო სიმრავლე ისარისაი, ვითარცა წვიმა ხშირი“. ციხეში გამაგრებულმა მნელებმა შეუთვალეს გირშელს: „არა მეშინის შენგან და ვერც რის შემძლებელ ხარ ვნებად ჩუენდა“. ერისთავმა უმძიმესი ბრძოლის შემდეგ შეძლო მნის ციხის აღება. მან სხვა სოფლები და სიმაგრეებიც დაარბია, რამაც შეაფერხა „მნის ქვეყნის“ შემდგომი განვითარება. XV-XVII საუკუნეებში მნა კვლავ ქართლის სამეფო კუთვნილება იყო. XVII-XVIII საუკუნეებში არაგვის ერისთავებმა დროებით მოახერხეს მნაზე თავისი უფლებების გავრცელება. XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლ-კახეთის მეფეებს მნაში ჰყავდათ მოურავი, რომელიც განაგებდა მთელ „მნის სამოურავოს“. ამ დროს მოხდა ოსური მოსახლეობის მოძალება სოფელში და მთელ ხეობაში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 122 67 55
2002[3] Decrease2.svg 0 0 0
2014[1] Steady2.svg 0 0 0

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მნა&oldid=3703044“-დან