თრუსოს ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობამდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფელ კობამდე (სიგრძე 25 კმ).

ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფელ კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა- და შუაიურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. ხოხის ქედზე გაშიშვლებულია დიორიტის ინტრუზივები. ფართოდაა გავრცელებული ზედაპლიოცენ-პლეისტოცენ-ჰოლოცენური ეფუზივები (ანდეზიტები და სხვა), მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები; ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრუსოს ხეობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია[1].

დასახლება 2002 წ.[2] 2014 წ.[3]
აბანო 0 3
ალმასიანი 13 22
ბურმასიგი 0 0
გიმარა 0 0
დესი 0 0
ზემო ოქროყანა 0 0
კართსოფელი 0 0
კეტრისი 0 0
კობი 25 3
მნა 0 0
ნოგყაუ 0 0
რესი 0 0
სუათისი 0 0
ტეფი 0 0
უხათი 9 0
ქვემო ოქროყანა 0 1
შევარდენი 0 0
ცოცოლთა 0 0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]