შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ლორის-მელიქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ლორის-მელიქიშვილი
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი (2 ნოემბერი), 1824[1] [2]
დაბადების ადგილი თბილისი[3]
გარდაცვალების თარიღი 24 დეკემბერი, 1888(1888-12-24)[4] [5] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიცა
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება General of the Cavalry
მეთაურობდა Terek Cossacks და Kharkov Military District
ბრძოლები/ომები კავკასიის ომი[3] , ყირიმის ომი[3] და რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877–1878)[3]
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, Order of St. Vladimir, 1st class with Swords, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, Order of St. George, 2nd class, მეჯიდიეს ორდენი, ორდენი „დამსახურებისათვის“, Order of the Wendish Crown, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა სტანისლავის ორდენი და 2nd class, Order of the Medjidie

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) (რუს. Михаи́л Тариэ́лович Лори́с-Ме́ликов) (სომხ. Միքաէլ Տարիելի Լորիս-Մելիքով; დ. 31 ოქტომბერი [ძვ. სტ. 19 ოქტომბერი], 1825 — გ. 24 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1888) — რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, კავალერიის გენერალი (1875 წლის 17 აპრილიდან), გენერალ-ადიუტანტი, გრაფი (1878 წლის 16 აპრილიდან), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1880 წლის 11 თებერვლიდან).

დაიბადა თბილისში 1824 წლის 19 ოქტომბერს (სხვა ცნობით 1825 წლის 20 დეკემბერს) სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის-მელიქიშვილების ოჯახში. მამა ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა ეკატერინე ახვერდაშვილი ცხოვრობდნენ თბილისში.

XVII საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1604 წელს შაჰ აბას I-მა (1587–1629) ქართლის მეფე გიორგი X-მ (1600–1606) და კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1574–1605) ერევანთან ომში ოსმალები დაამარცხეს, ომში მონაწილეობის გამო შაჰმა ქართველი მეფეები "უხვად" დააჯილდოვა. გიორგი მეფეს ირანში სოფლები მისცა და 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა. სამაგიეროდ ლორე და დებედას ხეობა გამოსთხოვა. დებედას ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოსახლა. ლორეში კი სახანო შეიქმნა. სახანოს ადგილობრივი სომხური წარმომავლობის გამუსლიმებული მელიქი ედგა სათავეში. ამის გამო ხშირად ლორის სახანო სამელიქოდ მოიხსენიება, ხოლო საგვარეულოს წარმომადგენლებს ლორის მელიქები ან ლორის მელიქისშვილები, ამავე პერიოდში არსებობდა სომხითის სამელიქოც. სომხითის მელიქიშვილები და ლორის მელიქიშვილები ერთი წარმოშობის არიან. ლორის მელიქები ქართულ ფეოდალურ იერარქიაში სამეფო აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ.

მიხეილმა სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში დაიწყო. 1840-იანი წლებიდან სამხედრო კარიერა დაიწყო. იგი წარმატებულად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებში, მათ შორის - კავაკასიის, ყირიმის და რუსეთ ოსმალეთის 1877-1878 წლების ომებში. სამხედრო კარიერასთან ერთად წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა; იყო თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრი.

1888 წლის 12 (24) დეკემბერს 64 წლის ასაკში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში.

  • 1881 - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი
  • 1879 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1877 - წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1865 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1861 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1860 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1859 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1855 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1854 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაბთით)
  • 1852 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1850 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1848 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • «О Кавказских правителях с 1776 года до конца XVIII столетия, по делам Ставропольского архива», «Русский архив», 1873
  • Письма к графу Лорису-Меликову от Н. Н. Муравьева и М. С. Воронцова напечатаны в «Русской старине» в 1884 г., т. 43.
  • Белоголовый Н. А. Воспоминания, «Русская старина», 1889 г., № 9
  • Герои и деятели Русско-Турецкой войны 1877—1878 гг. СПб., 1878.
  • Список генералам по старшинству на 1886 год. СПб., 1886
  • Государственные деятели Российской империи. СПб., 2002, стр. 428—432.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  •  „Loris-Melikoff, Mikhail Tarielovitch Tainoff, Count“ . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება)