მიწამაყვალა
იერსახე
| მიწამაყვალა | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||
| Rubus chamaemorus L., 1753 | ||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 64323876 | ||||||||||||||||
| გავრცელება | ||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
მიწამაყვალა,[1] ბალახმაყვალა[1] (ლათ. Rubus chamaemorus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მაყვლის გვარისა. აქვს მთლიანი და თირკმლისებრი ფოთლები, ჩვეულებრივ 5-ნაკვთიანი. ყვავილები თეთრია, მარტოული, ხშირად ერთსქესიანი, ბუტკოს ან ანდროცეუმის რედუქციის შედეგად. ნაყოფი ნარინჯისფერი მრავალკურკიანაა, არომატული, ადვილად წყდება შეზრდილ ყვავილსაჯდომს. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ჰოლარქტიკაში. აღსანიშნავია ჰიბრიდები ხახამასთან. ნაყოფს აქვს სასიამოვნო მჟავე-ტკბილი გემო, შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, მინერალურ ნივთიერებებს; აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს დიურეტული (შარდმდენი) და სურავანდსაწინააღმდეგო მოქმედება.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მაყაშვილი ა., მიწამაყვალა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ Красовская Л. С. Морошка // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 148.
