ხახამა
იერსახე
ხახამა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rubus saxatilis | ||||||||||||||
|
ხახამა (ლათ. Rubus saxatilis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ივითარებს ერთწლოვან მხოხავ ვეგეტატიურ ყლორტებს და 10-30 სმ სიმაღლის საყვავილე ღეროებს; ღეროები და ფოთლის ყუნწები მოფენილია მრავალი წვრილი ნემსისებრი ეკლით და ჯაგრით; ნაყოფი კაშკაშა წითელია, იჭმება.
ხახამა იზრდება ევრაზიის ტყის ზონაში; საქართველოში — მთის შუა სარტყლის ტყეებში, სუბალპურ არყნარებსა და ფიჭვნარებში, ალპურ მდელოებზე. თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღვინიაშვილი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 446.