მინა ურგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

მინა ურგანი
დაბადების თარიღი 1 მაისი 1915
კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 ივნისი 2000 (85 წლის)
სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება

«Lycée Notre Dame de Sion Istanbul»

სტამბულის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი
საქმიანობა მთარგმნელი, მწერალი
ჯილდოები სედათ სიმავის ლიტერატურული პრემია

მინა ურგანი (დ. 14 მაისი, 1916 – გ. 15 ივნისი, 2000 ) — თურქი მთარგმნელი, მწერალი, უნივერსიტეტის მასწავლებელი და სოციალისტი .[1]

Ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1916 წლის 14 მაისს სტამბოლში პოეტ ტაჰსინ ნაჰიტისა და მისი მეუღლის შეფიკას ოჯახში. სხვა წყაროების მიხედვით მისი დაბადების თარიღია 1915 წლის 1 მაისი. მინას მამა გარდაიცვალა, როდესაც ის სამი წლის იყო, რის შემდეგაც დედა მეორედ დაქორწინდა მწერალ და ჟურნალისტ ფალიჰ რიფკი ატაიზე. როდესაც 1934 წელს თურქეთში მიიღეს კანონი გვარების შესახებ, მამინაცვალის ახლო მეგობარმა ნეჯიპ ფაზილ ქისაკიურეკმა ირონიულად ურჩია აეღო გვარი „ურგანი“ ( თურქ. Urgan, თოკი ), ვინაიდან, მისი აზრით, „სოციალისტური აზროვნების გოგონას ერთ დღეს მაინც ჩამოახრჩობდნენ.“ [2]

მინამ დაამთავრა «Lycée Notre Dame de Sion Istanbul» შემდეგ კი არნავუტკოის ქალთა კოლეჯი. იგი იყო ერთ-ერთი პირველი მოთხილამურე და მოცურავე ქალი თურქეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა სტამბოლის უნივერსიტეტში, ფრანგული ფილოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიიღო ხარისხი ფრანგულ ლიტერატურაში, რის შემდეგაც განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა ინგლისური ფილოლოგიის დარგში. 1949 წელს გახდა ასოცირებული პროფესორი (ინგლ. associate professor ) ნაშრომისთვის „არლეკინები ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ I-ის ეპოქის თეატრში“. 1960 წელს მან მიიღო პროფესორის თანამდებობა. 1977 წლამდე მუშაობდა უნივერსიტეტში.[3]

მწერლის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინა ურგანმა თურქულ ენაზე თარგმნა თომას მალორის (დაახლოებით 1415–18–1471), ჰენრი ფილდინგის (1707–1754), ონორე დე ბალზაკის(1799–1850), ოლდოს ჰაქსლის (1894–1963), გრეჰემ გრინის (1904–1991), უილიამ გოლდინგის (1911–1993), ჯონ გოლზუორთის (1867–1933) და შექსპირის (1564–1616) ნაწარმოებები. მინას წარმატება მოუტანა ავტობიოგრაფიულმა წიგნმა Bir Dinazorun Anıları („დინოზავრის მოგონებები“), რომელიც გამოიცა 1998 წელს და რამდენიმე კვირის განმავლობაში სეინარცუნა ადგილი ბესტსელერების სიაში. პირველი წარმატების კვალდაკვალ, მინამ გამოუშვა კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული წიგნი Bir Dinazorun Gezileri („დინოზავრის მოგზაურობა“ ) 1999 წელს .[4]

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინა ურგანმა პოლიტიკური საქმიანობა 1960 წლიდან დაიწყო. ის იყო თურქეთის დემოკრატიული სოციალისტური მუშათა პარტიის (TİP) და თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტიის (ÖDP) წევრი. 1999 წელს კენჭი იყარა პარლამენტში ÖDP-დან, თუმცა, მან მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მისმა პარტიამ საპარლამენტო წარმომადგენლობის 10 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.[5]

Პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინა ურგანი დაქორწინებული იყო პოეტსა და მსახიობ კაჰიტ ირგატზე (1916-1971). წყვილი მოგვიანებით დაშორდა. მინას ჰყავდა ვაჟი, პოეტი და მხატვარი მუსტაფა ირგატი (1950-1995) და ქალიშვილი, მსახიობი ზეინეპ ირგატი.[6]

იგი გარდაიცვალა 84 წლის ასაკში სტამბოლში 2000 წლის 15 ივნისს. იგი დაკრძალეს აშიან ასრის სასაფლაოზე ÖDP-ის სტამბოლის შტაბ-ბინაში გამართული მემორიალური ცერემონიის შემდეგ, სადაც აჟღერდა საერთაშორისო სოციალიზმის ჰიმნი The Internationale, გაიმართა მსვლელობა ისთიკლალის გამზირზე და რელიგიური პანაშვიდი თეშვიკიეს მეჩეთში, რომელსაც მრავალი მწერალი და მხატვარი ესწრებოდა.

Ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს დაჯილდოვდა „ოქროს წიგნის პრემიით“ («Golden Book Award») ნამუშევრისთვის ვირჯინია ვულფი 1995 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „სედათ სიმავი“ და 1996 წელს — მწერლალთა ასოციაციის საპატიო პრემია — «Association of People of Letters Honor Award».[7]

თურქულად თარგმნა შემდეგი წიგნები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰერმან მელვილი : მობი დიკი
  2. თომას მორი : უტოპია (ვედატ გიუნიოლთან, საბაჰათინ ეიუბოღლუსთან ერთად)
  3. თომას მალორი : Arthur'un Ölümü („არტურის სიკვდილი“)
  4. ჰენრი ფილდინგი: ტომ ჯონსი
  5. გრეჰემ გრინი : Arthur'un Ölümü ( მატერიის გული)
  6. ოლდოს ჰაქსლი : Ses Sese Karşı (კონტრაპუნქტი)
  7. უილიამ გოლდინგი : Sineklerin Tanrısı (ბუზთა ბატონი)
  8. კლივ ბელი : Uygarlık (ცივილიზაცია) ( თარგმნა მელიჰ ჯევდეტ ანდაისა და ვედატ გიუნიოლთან ერთად)

საკუთარი წიგნები (ძირითადად ავტობიოგრაფიული):[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაკბეტი (1965)
  2. შექსპირი და ჰამლეტი (შექსპირი და ჰამლეტი ) (1984)
  3. İngiliz Edebiyatı Tarihi (ინგლისური ლიტერატურის ისტორია) (5 ტომი, 1986–1993)
  4. ვირჯინია ვულფი (1995)
  5. DH Lawrence (1997)
  6. Edebiyatta Ütopya kavramı ve Thomas More (უტოპიის კონცეფცია ლიტერატურაში და თომას მორი)
  7. Bir Dinazorun Anıları (დინოზავრის მოგონებები, ავტობიოგრაფია) (1998)
  8. ბირ დინაზორუნ გეზილერი (დინოზავრის მოგზაურობა, ავტობიოგრაფია) )1999)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Mina Urgan yaşamını yitirdi“. NTV-MSNBC (თურქული). 2000-06-17. ციტირების თარიღი: 2017-07-16.
  2. Books by Mina Urgan. gr1. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  3. Bir Dinozorun Anıları tr. goodreads. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  4. Mina Urgan tr. Biyografi. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  5. Mina Urgan Kimdir? Hayatı, Edebi Kişiliği, Eserleri tr. Türk Dili ve Edebiyatı. ციტირების თარიღი: 2017-07-16.
  6. Bir Dinozorun Gezileri tr. Yapı Kredi yayınları. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  7. „ÖDP'nin ağır topları“. Hürriyet (თურქული). 1999-03-03. ციტირების თარიღი: 2017-07-17.