შინაარსზე გადასვლა

ოლდოს ჰაქსლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლდოს ჰაქსლი
ინგლ. Aldous Huxley
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1894(1894-07-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23]
დაბადების ადგილი გოდელმინგი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო[15]
გარდაცვალების თარიღი 22 ნოემბერი, 1963(1963-11-22)[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[2] [15]
დასაფლავებულია სოფელ კომპტონის სასაფლაო[8]
საქმიანობა პოეტი, რომანისტი, ფილოსოფოსი, სცენარისტი[24] [25] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, პროზაიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი[2] , მწერალი[2] და ხელოვნების კრიტიკოსი[2]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ბალიოლის კოლეჯი[26] და იტონის კოლეჯი[26]
Magnum opus საოცარი ახალი სამყარო, დრო უნდა ჩერდებოდეს, The Art of Seeing, Brave New World Revisited, აღქმის კარები, The Perennial Philosophy, კუნძული, სამოთხე და ჯოჯოხეთი, მრავალი ზაფხულის შემდეგ, Ends and Means, The Devils of Loudun, რუხი კარდინალი, Ape and Essence, Antic Hay, Beyond the Mexique Bay, Crome Yellow, ბრმა ღაზაში, ლიტერატურა და მეცნიერება, Music at Night, მეცნიერება, თავისუფლება და მშვიდობა, The Crows of Pearblossom, The Genius and the Goddess და ის უნაყოფო ფოთლები
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია
მეუღლე ლორა ჰაქსლი[27] და მარია ჰაქსლი[27]
პარტნიორ(ებ)ი ნენსი კუნარდი[28] და Mary Hutchinson[29]
შვილ(ებ)ი მეთიუ ჰაქსლი[27]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი huxley.net

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (ინგლ. Aldous Leonard Huxley; დ. 26 ივლისი, 1894, გოდელმინგი, სარის საგრაფო — გ. 22 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) — ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი.[31][32][33][34] მის კალამს ორმოცდაათამდე წიგნი ეკუთვნის,[35][36] რომლებიც, როგორც რომანებს, ასევე არამხატვრულ ტექსტებს მოიცავს.

ჰაქსლიმ განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც ინგლისურ ლიტერატურაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. კარიერის დასაწყისში აქვეყნებდა მოთხრობებსა და ლექსებს და რედაქტორობდა ლიტერატურულ ჟურნალს Oxford Poetry, მომდევნო პერიოდში კი სამოგზაურო ქრონიკებისა და სცენარების წერა დაიწყო. 1937 წლიდან ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.[37] სიცოცხლის მიწურულს, ფართოდ იყო ცნობილი, როგორც თავისი თაობის ერთ-ერთი მოწინავე ინტელექტუალი.[38] ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში.[39]

ჰაქსლი პაციფისტი იყო.[40] დაინტერესებული იყო ფილოსოფიური მისტიციზმითა[40][41][42] და უნივერსალიზმით,[40][43] აღნიშნული თემები გვხვდება მის ნაშრომში „მარადიული ფილოსოფია“ (1945), რომელშიც დასავლურ და აღმოსავლურ მისტიციზმს შორის მსგავსებებს იკვლევს და ესეში „აღქმის კარები“ (1954), რომელიც საკუთარ ექსპერიმენულ ფსიქოდელიურ გამოცდილებას მიუძღვნა.

ჰაქსლის ყველაზე ცნობილი რომანია „საოცარი ახალი სამყარო“ (1932), დისტოპიური ჟანრის სამეცნიერო ფანტასტიკა. მისი ერთგვარი ანტითეზაა მწერლის უკანასკნელი რომანი „კუნძული“ (1962), რომელშიც იგი უტოპიურ სამყაროს აღწერს.

ჰაქსლი დაიბადა ინგლისში, სარის საგრაფოს ქალაქ გოდელმინგში. მისი ოჯახი სამეცნიერო და კულტურულ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდა. მამამისი, ლეონარდ ჰაქსლი, მწერალი, რედაქტორი და სკოლის მასწავლებელი იყო; ბაბუა, ტომას ჰენრი ჰაქსლი, ბიოლოგი – „დარვინის ბულდოგი“, როგორც მას ევოლუციური თეორიის მხარდაჭერისთვის უწოდებდნენ; მისი ძმა, ჯულიან ჰაქსლი, ასევე ცნობილი ბიოლოგი და იუნესკოს პირველი დირექტორი იყო.

სწავლობდა იტონისა და ბელიოლის კოლეჯებში, დაამთაავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1921); ბევრს მოგზაურობდა. 1923-1930 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, 1937 დასახლდა ლოს-ანჯელესში.

16 წლის ასაკში თვალის დაავადებამ სერიოზულად დაუზიანა მხედველობა, რის გამოც უარი თქვა სამედიცინო კარიერაზე და 17 წლის ასაკში წერა დაიწყო.

თავდაპირველად იყო ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი. 1918-1923 გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 20-იან წლებში იდეური პოზიციით ახლოს იდგა „დაკარგული თაობის“ მწერლებთან. ეკუთვნის მრავალი რომანი, ლექსი, ისტორიული ბიოგრაფია, მოთხრობა, ესე, მოგზაურობის ჩანაწერი, სცენარი, ფილოსოფიური ტრაქტატი და სხვა; სახელი გაუთქვა 1920-1930-იან წლებში შექმნილმა რომანებმა „ყვითელი კრონი“ (1921), „მასხრული ფერხული“ (1923), „ის უნაყოფო ფოთლები“ (1925), „კონტრაპუნქტი“ (1928), , „საოცარი ახალი სამყარო“, (1932), „ბრმა ღაზაში“ (1936) რომლებშიც გამოვლენილია ჰაქსლის სატირიკოსის, კომედიოგრაფის, დაკვირვებული რეალისტის ოსტატობა.

ამ პერიოდში ჰაქსლის შემოქმედება, ტრადიციის ჟანრული ფორმის მიუხედავად, მაინც ნოვატორულად აღიქმებოდა და დიდ დავასაც იწვევდა; აზრთა სხვადასხვაობის საბაბი იყო ჰაქსლის პერსონაჟთა სქემატურობა, სიუჟეტის ქაოსურობა, ჟანრთა აღრევა (ჩართული ესეისტური ეპიზოდები და სხვ.); ნაწარმოების გმირი, პერსონაჟი უმეტესწილად არის იდეა და არახორცშეახმული ადამიანი; ამ მხატვრული ხერხებით მწერალი საკმაო განზოგადებას აღწერს და მთელი სისავსით გამოხატავს ომის შემდგომი ინტელიგენციის სულიერ და ზნეობრივ განწყობილებას, ეპოქის პრობლემებს. ეს რომანები მიჩნეულია ე. წ. ინტელექტუალურ რომანად, იდეების რომანად, რომელიც სათავეს იღებს ანტიკურ ლიტერატურაში, კერძოდ, მენიპოს გადარელის სატირასა და სოკრატესეულ დიალოგებში. თვით ინგლისურ ლიტერატურაში ჰაქსლის წინამორბედად ითვლება ტ. ლ. იკოკი.

წლების განმავლობაში მხატვრული აზროვნების, მსოფლმხედველობის, ესთეტიკის მრწამსის თვალსაზრისით ჰაქსლს თითქოს ღრმა ევოლუცია არ განუცდია, მაგრამ მომდევრო პერიოდში ცხოვრების აზრისა და პოზიტიური ფასეულობის ძიების გზაზე შესუსტდა სატირული ელემენტი, მომძლავრდა მისტიციზმი, ნატურალიზმის ელემენტები, ფილოსოფიური დეკლარაცია. ამ ეტაპზე ჰაქსლიმ შექმნა რომანები - „მრავალი ზაფხულის შემდეგ კვდება გედი“ (1939), „დრო უნდა ჩერდებოდეს“ (1945), „გენიოსი და ქალღმერთი“ (1955), „კუნძული“ (1962), აგრეთვე მრავალი ფილოსოფიური ტრაქტატი და ესე. ჰაქსლის ესეებს შორისაა „სამოთხე და ჯოჯოხეთ“, „აღქმის კარები“, საიდანაც აიღო სახელწოდება 1970-იანი წლების როკ-ჯგუფმა The Doors.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 3 4 5 6 Deutsche Nationalbibliothek Record #118555081 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. ↑ Schellenberg W., შუცშტაფელი Sonderfahndungsliste G.B. — შუცშტაფელი, 1940.
  6. 1 2 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 1 2 Nationalencyklopedin — 1999.
  8. 1 2 3 Find a Grave — 1996.
  9. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 1 2 IMSLP — 2006.
  11. 1 2 NooSFere — 1999.
  12. 1 2 filmportal.de — 2005.
  13. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  14. 1 2 Národní autority České republiky
  15. 1 2 3 4 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  16. 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  17. 1 2 GeneaStar
  18. 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  19. 1 2 AlKindi
  20. 1 2 Babelio — 2007.
  21. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  22. 1 2 abART
  23. 1 2 Munzinger Personen
  24. ↑ www.acmi.net.au
  25. ↑ HOLLIS — Harvard University.
  26. 1 2 Encyclopædia Britannica
  27. 1 2 3 Kindred Britain
  28. ↑ Courcy A. d. Five Love Affairs and a Friendship — 2023.
  29. ↑ Hargrove N. D. The remarkable relationship of T. S. Eliot and Mary Hutchinson // Yeats Eliot Review / R. E. Murphy — 2011. — Vol. 28, Iss. 3/4. — P. 3,5–15. — ISSN 0704-5700
  30. ↑ https://journals.openedition.org/resf/1502
  31. ↑ (1975) Aldous Huxley. Routledge, გვ. 366. ISBN 978-0-415-15915-9. 
  32. ↑ Sion, Ronald T. (2010). Aldous Huxley and the Search for Meaning: A Study of the Eleven Novels. McFarland & Company, Inc., გვ. 2. ISBN 978-0-7864-4746-6. „ოლდოს ჰაქსლი, როგორც მე-20 საუკუნის პროზაიკოსი, იკვლევს იმის არსს, თუ რას ნიშნავს თანამედროვე სამყაროში ადამიანად ყოფნა, რითაც იგი თანამედროვე ფილოსოფოსის ან სულაც, ლიტერატურული წინასწარმეტყველის როლს ირგებს.“ 
  33. ↑ Reiff, Raychel Haugrud (2010). Aldous Huxley: Brave New World. Marshall Cavendish Corporation, გვ. 7. ISBN 978-0-7614-4278-3. „He was also a philosopher, mystic, social prophet, political thinker, and world traveler who had a detailed knowledge of music, medicine, science, technology, history, literature and Eastern religions.“ 
  34. ↑ Sawyer, Dana (2002). Aldous Huxley: A Biography. Crossroad Publishing Company, გვ. 187. ISBN 978-0-8245-1987-2. „ჰაქსლი ფილოსოფოსი იყო, თუმცა მისი ხედვა მხოლოდ ინტელექტით არ იყო განსზღვრული. მას სჯეროდა, რომ რაციონალური განსჯა მხოლოდ ვარაუდის საშუალებას იძლეოდა და არასოდეს, ჭეშმარიტების პირდაპირ წვდომის საშუალებას.“ 
  35. ↑ Raychel Haugrud Reiff, Aldous Huxley: Brave New World, Marshall Cavendish (2009), გვ. 101
  36. ↑ Dana Sawyer in M. Keith Booker (ed.), Encyclopedia of Literature and Politics: H–R, Greenwood Publishing Group (2005), გვ. 359
  37. ↑ „The Britons who made their mark on LA“. The Daily Telegraph. 11 September 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 5 July 2018.
  38. ↑ Thody 1973.
  39. ↑ "Nomination Database: Aldous Huxley". Nobel Prize.org. Retrieved 2015
  40. 1 2 3 Poller 2019, pp. 139–140.
  41. ↑ Thody, Philipe (1973). Huxley: A Biographical Introduction. Scribner. ISBN 978-0-289-70188-1. 
  42. ↑ David K. Dunaway (1995). Aldous Huxley Recollected: An Oral History. Rowman Altamira, გვ. 90. ISBN 978-0-7619-9065-9. 
  43. ↑ Roy, Pothen & Sunita 2003.