შინაარსზე გადასვლა

მილანური დერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილანური დერბი
ქალაქი მილანი, იტალია
კლუბები „მილანი“, „ინტერი“

მილანური დერბი, იგივე „დერბი დელა მადონინა“ (იტალ. derby della Madonnina) — თანაქალაქელი საფეხბურთო კლუბების, „მილანისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება. ამ ორი გუნდის შეხვედრა მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. გუნდები ერთ სტადიონზე, სან სიროზე, თამაშობენ და, შესაბამისად, დერბიც ყოველთვის ამ არენაზე იმართება. მილანური კლუბები, გარდა სერია A-ისა და იტალიის თასისა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვედრიან ერთმანეთს.

ამ გუნდების დაპირისპირებას დერბი „დელა მადონინა“ ქალწული მარიამის ქანდაკების გამო ეწოდა. ეს მონუმენტი მილანის გარეუბანში იდგა და მას მადონინას ეძახდნენ.

1899 წლის 16 დეკემბერს ინგლისელმა ალფრედ ედვარდსმა შექმნა გუნდი, რომელსაც „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“ უწოდა. 9 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი კლუბი იყო ქალაქში, 1908 წელს კი უცხოელი ფეხბურთელები გამოეყვნენ და შექმნეს „ინტერნაციონალე“, რომელსაც ახლა შემოკლებით „ინტერს“ უწოდებენ. ამ ორი კლუბის დაპირისპირება სწორედ იმ დღიდან დაიწყო.

სათამაშო მოედანზე მილანი და ინტერი პირველად 1908 წელს შეხვდნენ. პირველი დერბი შვეიცარიის ქალაქ კიასოში გაიმართა. მილანური კლუბები ერთმანეთს ქალაქის თასსზე დაუპირისპირდნენ. მაშინ შავწითლებმა 2:1 მოუგეს ახლადშექმნილ გუნდს.

ერთი წლის შემდეგ მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და „მილანმა“ იმარჯვა — 3-2

იტალიის სერია A-ის გათამაშება 1929 წელს დაიწყო და პირველი დერბი იმავე წლის 10 ნოემბერს შედგა. მილანელმა ვისენტინიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, სამ წუთში ტანსინიმ გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი „ინტერის“ ლეგენდამ ჯუზეპე მეაცამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავის გუნდს 2-1 მოაგებინა.

1960-იან წლებში ახალი ეტაპი დაიწყო „დერბი დელა მადონინას“ ისტორიაში. იმ დროს „ინტერის“ შემადგენლობაში სანდრო მაცოლა ბრწყინავდა, „მილანში“ კი ოქროს ბიჭუნად წოდებული ჯანი რივერა. იმ პერიოდში არაერთი სანახაობრივი მატჩი გაიმართა ამ ორი გუნდის მონაწილეობით.

1962-1963 წლების სეზონში „მილანმა“ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, 1967 წელს იტალიის თასი, მომდევნო წელს სერია A, შემდეგ თასების მფლობელათა თასი, 1969 წელს კი კვლავ ევროპის ჩემპიონთა თასი.

„ინტერმა“ ეს პერიოდი არანაკლებ შთამბეჭდავად ჩაატარა, 1962–63, 1964–65 და 1965–66 წლებში გუნდმა სერია A მოიგო, 1963-64 და 1964-65 წლებში ზედიზედ 2-ჯერ იზეიმა ევროპის ჩამპიონთა თასზე გამარჯვება; ამავე წლებში შავლურჯებმა საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართეს.

დერბი დელა მადონინამ განსაკუთრებული ინტერესი 90- იან წლებში შეიძინა. მაშინ მილანში ჰოლანდიური ტრიო, ფრანკ რეიკარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი, შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ინტერში კი გერმანელები - ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, ინტერი მხოლოდ ერთი სკუდეტოს დაეუფლა 1989 წელს, მილანმა კი 1988 წლიდან 1994 წლმადე ყველა ტიტული მოიგო, თან არაერთხელ.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია და გერმანია სან სიროზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბევრი ამ მატჩს მილანურ დერბადაც მოიხსენიებდა, რადგან ზემოთხსენებული ფეხბურთელების დაპირისპირება საყოველთაო ინტერესს იწვევდა. მაშინ გერმანიამ 2:1 მოიგო ინტერელების გოლების წყალობით.

როსონერი ტიტულების მოგებას განაგრძობდა, ინტერმა კი 1989 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო 2006 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც ცნობილი სკანდალის შემდეგ იუვენტუსი სერია ბ-ში დააქვეითს, ეს ჯილდო ჩამოართვეს და ნერაძურის გადასცეს.

ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში სან სიროზე შეხვდნენ. პირველი მატჩი მილანს ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც ინტერის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი მილანის მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.

ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, ინტერის გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.

საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა. მათ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, უეფა-ს ისტორიაში ინტერი ყველაზე დიდი რაოდენოიბის თანხით - 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალე და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში მილანმა 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ქართველი მილანურ დერბიში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დერბი დელა მადონინას ისტორიაში კახა კალაძეს თავისი ადგილი უჭირავს. ქართველი თითქმის 10 წელი მილანის ღირსებას იცავდა და არაერთ დერბიში მიიღო მონაწილეობა. კალაძისთვის განსაკუთრებული გამოდგა 2006 წლის 14 აპრილს გამართული მადონინა. მილანმა ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი) სწორედ კახას გოლის წყალობით დაამარცხა ანგარიშით 1:0

მნიშვნელოვანი მომენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დერბი დელა მადნონინა 2009-2010 წლების სეზონის ჩათვლით 272-ჯერ ჩატარდა. აქედან ოფიციალური იყო 201, დანარჩენი კი ამხანაგური. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს თუ ავიღებთ, ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი) 16 მატჩიან უპირატესობას ფლობს.

რაც შეეხება იტალიის თასს და ჩემპიონთა ლიგას, აქ მილანი ლიდერობს. ქვეყნის თასის გათამაშებაში მილანმა 23 შეხვედრიდან 9 მოიგო, 7 კი წააგო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში კი როსონერიმ ორი შეხვედრა დაასრულა სასურველი ანგარიშით, ორი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

მილანური დერბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ მილანმა 6:0 გაანადგურა თანაქალაქური კლუბი. იმ ისტორიულ მატჩში ანდრეი შევჩენკომ და სერჟინიომ ორ-ორი გოლი გაიტანეს, თითო ბურთის გატანა ფედერიკო ჯიუნტიმ და ჯანი კომანდინიმ შეძლეს. ყველაზე შედეგიანი დერბი კი 1949-1950 წლების სეზონში გაიმართა. 1949 წლის 6 ნოემბერს ინტერმა 6:5 მოიგო.

დერბის რეკორდსმენია მილანის ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელმაც ინტერის წინააღმდეგ 50 შეხვედრა ჩაატარა! ბოლო დაპირისპირების დროს ნერაძურის გულშემატკივრებმა საოცარი გაცილება მოუწყვეს მეტოქე გუნდის უძლიერეს მცველს. თამაშის დასრულების შემდეგ ამოაბრუნეს ბაენერები რომელზეც ეწერა ”25 სეზონი შენ ჩვენი მოწინააღმდეგე იყავი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანი დარჩი, მადლობა პაოლო” ტრიბუნეზე მყოფმა ტიფოზებმა ტაშით გააცილეს მალდინი. შავ-ლურჯების ამ ჟესტმა მაშინ ყველა აღაფრთოვანა.

დიდი ანგარიშით გამარჯვებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მილანი 6-3 ინტერი on 30 April 1911 in Serie A
  • მილანი 5-3 ინტერი on 27 March 1960 in Serie A
  • მილანი 4-2 ინტერი on 26 June 1968 in Coppa Italia
  • მილანი 5-0 ინტერი on 8 January 1998 in Coppa Italia
  • ინტერი 0–6* მილანი on 11 May 2001 in Serie A
  • ინტერი 2–4 მილანი on 21 October 2001 in Serie A
  • მილანი 0-5 ინტერი on 6 February 1910 in Serie A
  • ინტერი 5-1 მილანი on 17 February 1910 in Serie A
  • ინტერი 5-2 მილანი on 22 February 1914 in Serie A
  • მილანი 1–4 ინტერი on 19 March 1931 in Serie A
  • ინტერი 5-2 მილანი on 28 March 1965 in Serie A
  • ინტერი 4-0 მილანი on 2 April 1967 in Serie A
  • მილანი 1–5 ინტერი on 24 March 1974 in Serie A
  • მილანი 0–4 ინტერი on 29 August 2009 in Serie A

უხვგოლიანი მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 - ინტერი 6-5 მილანი

1969 - მილანი 6-4 ინტერი

1911 - მილანი 6-3 ინტერი

1932 - ინტერი 5-4 მილანი

1949 - ინტერი 4-4 მილანი

1960 - მილანი 5-3 ინტერი

1914 - ინტერ ი5-2 მილანი

1965 - ინტერი 5-2 მილანი

2006 - მილანი 3-4 ინტერი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: