მაცოლა მთელი თავისი საკლუბო კარიერის განმავლობაში მილანური „ინტერნაციონალეს“ ღირსებას იცავდა, რომელიც იმ წლებში დიდებული ასპარეზობის გამო La Grande Inter-ად იწოდებოდა. ის ასპარეზობდა შეტევის წინა ხაზში და გამორჩეული იყო ფართო არეალის შემოქმედებითი ნიჭით, მოედნის ხედვით, ბურთის კარგი კონტროლით და გოლის გატანის ალღოთი. კლუბთან ერთად მან 4 ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა თასი და 2 საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, აღსანიშნავია, რომ მაცოლამ, ისევე როგორც ინტერის მთელმა ლეგენდარულმა გუნდმა, იტალიის თასის მოგება ვერ მოახერხა.
იტალიის ნაკრებში მაცოლამ 70 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა, ნაკრებთან ერთად მოიგო 1968 წლის ევროპის ჩემპიონატი და 1970 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა ლეგენდარულ ბრაზილიის ნაკრებთან, რომელშიც სხვებთან ერთად პელეც ასპარეზობდა.