განხილვა:მითრიდატე I

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქსე-ში მითრიდატე I-ის სტატიას სხვა რამ უწერია. ის ტექსტი, რომელიც ამ სტატიაშია, უწერია მითრიდატე II-ს (ქსე-ში). რატომ შეიცვალა ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია? რა წყაროზე დაყრდნობით? გიო ოქრო 17:37, 19 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

  • მითრიდატე I – იბერიის მეფე; ვიკიში ამ მითრიდატს ქსე-ში დაწერილი მითრიდატე II-ის ტექსტი უწერია... უნდა ეწეროს ქსე-ის მითრიდატე I-ის ტექსტი.
  • მირდატი (უნდა ჩამოშორდეს მირდატ II-ის სახელწოდებას) – ქართლის ცხოვრების და ქართლის მოქცევის მიხედვით უდრის მირდატ I მცხეთელს, ამიტომ ეს სახელები უნდა შეერწყას (სასურველია მთავარ სახელად მირდატი იყოს, ან მხოლოდ ეს სახელი ერქვას, როგორც ქართული წყაროები მოიხსენიებენ მას). მრავალი წყაროს არსებობის გამო ორმეფობას მხოლოდ ძველი ქართული წყაროები აღიარებენ, ამიტომ მირდატი არ უნდა მივიღოთ I-ად, არამედ მხოლოდ მირდატად: "იე. მეფენი მირდატ და ფარსმან ივ წელი მეფეს".
  • მითრიდატე II – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე როგორც ვთქვი ქსე-ს მიხედვით უნდა დაიწეროს, ამ მითრიდატეში უნდა გადავიდეს ამჟამად არსებული მითრიდატე I-ის ტექსტი, ანუ ქსე-ის მიხედვით უნდა დაიწეროს როგორც მითრიდატე I, ისე მითრიდატე II.
  • მითრიდატე III – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე ცალკე უნდა გამოეყოს მითრიდატე კომაგენელის უცხოენოვან ვიკიპედიის გვერდებს. ამ მითრიდატეს გ. მელიქიშვილი იხსენიებს ქსე-ში.
  • მითრიდატე IV – იბერიის მეფე; ბაკურ მეფის ძე და მამა ასფაგურისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ II.
  • მითრიდატე V – იბერიის მეფე; მირიანის შვილიშვილი, მირდატი (ბაქარის ძე), ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ III.
  • მითრიდატე VI – იბერიის მეფე; მეფე ფარსმან IV-ის ძმა, ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ IV.
  • მითრიდატე VII – იბერიის მეფე; მამა ვახტანგ გორგასლისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ V (სხვათაშორის მირდატ IV-ეზე ან/და მირდატ V-ზე დაკლიკებით მითრიდატე I-ზე გადადის, რაც სრულიად შეუსაბამოა).

P.S. მხოლოდ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ლეონტი მროველი და ქსე იხსენიებს ქართლის სამეფოს, ამიტომ ერთ-ერთ სახელად უნდა იყოს ქართლის სამეფო (ძველი).--გოგოლაური განხილვაწვლილი 11:04, 23 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, რუსული ტექსტი რამდენად აუცილებელია?--Melberg განხილვაწვლილი 20:48, 29 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

რახან ქართული მოვიძიეთ, მგონი აღარაა საჭირო. გიო ოქრო 20:55, 29 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--Wiki - ჯაბა 09:07, 23 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]