მზეჭაბუკ ორბელიანი
იერსახე
მზეჭაბუკ ორბელიანი | |
---|---|
გარდაცვალების თარიღი | 1794 |
საქმიანობა | პოეტი და მწიგნობარი |
მზეჭაბუკ ორბელიანი (დ. წელი უცნობია ― გ. 1794) — ქართველი პოეტი, მწიგნობარი, ერეკლე II-ის მდივანბეგი. გონებამახვილ და ენამოსწრებულ, მაგრამ გულზვიად და გონჯ ორბელიანს უსიამოვნება ჰქონდა ბევრ თავის თანამედროვესთან. მასზე სატირული ლექსები დაუწერიათ საიათნოვას, ბესიკს, დავით რექტორს და სხვებს. ცნობილია ბესიკისა და ორბელიანის მწვავე პოეტური პაექრობა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბესიკმა მას მისწერა ვრცელი რიტორიკული ეპისტოლე, რომელშიც სთხოვდა შერიგებას (ხელნაწერი H-1334). ორბელიანმა ხალხური ლექსების გავლენით ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა "იავნანასი" და "ძეობის" ჟანრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იხ. ბესიკი, თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1962;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 558.