მწიგნობარი
იერსახე
მწიგნობარი — მწიგნობრობაში გაწვრთნილი, საქმისმწარმოებელი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მწიგნობარი მწიგნობართუხუცესს ექვემდებარებოდა. იგი ადგენდა სხვადასხვა შინაარსის საბუთებს (სიგელებს, ბრძანებებს და ა. შ.). ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით დასტურდება 26 მწიგნობარის არსებობა. თანამდებობით ყველაზე უფროსი იყო საწოლის მწიგნობარი, რომელიც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მოადგილედ ითვლებოდა და სავაზიროს სხდომასაც ესწრებოდა. „მოჩივართა განკითხვის“ დროს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს საწოლის მწიგნობართან ერთად თან ახლდა ზარდახნის მწიგნობარი. არსებობდა აგრეთვე საჭურჭლის მწიგნობარის თანამდებობა. მწიგნობრებს ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი ე. წ. „საწერელი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 266.
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2. ნაკვ. 1, ტფ. 1928.