მეიძის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1881
ტიპი კერძო უნივერსიტეტი, academic publisher და უნივერსიტეტი
თავმჯდომარე Keiichirō Tsuchiya[1]
ქვეყანა იაპონია
მეიძის უნივერსიტეტი — იაპონია
მეიძის უნივერსიტეტი
https://www.meiji.ac.jp/

მეიძის უნივერსიტეტი (იაპონ. 明治大学; Meiji Daigaku, აბრევიატურა მეიძი (იაპონ. 明治) ან მეიდაი (იაპონ. 明大) ― კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ჩიოდაში, ტოკიოში. 1881 წელს დაარსდა მეიძის იურიდიული სკოლა (იაპონ. 明治法律学校), მეიძის ეპოქის სამი იურისტის: ტაცუო კიშიმოტოს, კოზო მიიაგისა და მისაო იაშიროს მიერ. მეიძის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი უძვლეესი და პრესტიჟული საგანმანათლებლო ინსტიტუტია იაპონიაში.

უნივერსიტეტში 33 000 სტუდენტი ირიცხება. ოთხი კამპუსი დიდი ტოკიოს: სურუგადაის, იზუმის, იკუტასა და ნაკანოს ტერიტორიაზე მდებარეობს. მეიძის უნივერსიტეტს 10 საბაკალავრო, 12 სამაგისტრო-სადოქტორო, 4 პროფესიული სკოლა აქვს. უნივერსიტეტს მსოფლიო კლასის 15 კვლევითი ცენტრი და მუზეუმი აქვს. მეიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის პირველი შეთანხმება 1986 წელს იორკის უნივერსიტეტთან დადო. ამჟამად 56 ქვეყნის 363 უნივერსიტეტთან და ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მეიძის უნივერსიტეტის პარტნიორებს შორის არიან: სტენფორდის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი.[2]

მეიძის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია აბიტურიენტებს შორის, რომელთა მხოლოდ 15%-ს იღებს. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად შევსებულმა აპლიკაციებმა 2020 წელს 100 000-ს გადააჭარბა.[3][4] მეიძის უნივერსიტეტი შედის იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს გლობალური საუნივერსიტეტო პროექტის ტოპ უნივერსიტეტებს შორის.[5] 2021 წლისთვის ოლიმპიურ თამაშებში მეიძის უნივერსიტეტის 270 კურსდამთავრებულს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რომლებმაც 40 მედალი: 14 ოქრო, 13 ვერცხლი და 13 ბრინჯაო.

დაარსებიდან დღემდე მეიძის უნივერსიტეტი 570 000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა: მსოფლიო პოლიტიკა, ბიზნესი, კულტურა, გართობა, სპორტი და მასმედია. მეიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან: მასაკო ნაკატა ― იაპონიის პირველი ქალი იურისტი, იაპონიის 2 პრემიერ-მინისტრი, 48 პოლიტიკოსი, 380 პროფესიონალი ათლეტი, კომპანიების 115 პრეზიდენტი და 264 ხელოვანი.[6]

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიძის უნივერსიტეტს 9 საბაკალავრო სკოლა აქვს: სამართლის სკოლა (სამართლის დეპარტამენტი), კომერციის სკოლა (კომერციის დეპარტამენტი), პოლიტიკის მეცნიერება და ეკონომიკა (პოლიტიკის მეცნიერების, ეკონომიკის, რეგიონული ადმინისტრირების დეპარტამენტები), ხელოვნების სკოლა (ლიტერატურის, ისტორიისა და გეოგრაფიის და სოციალური ფსიქოლოგიის დეპარტამენტები), მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლა (ელექტრონული ინჟინერიის, ელექტრონიკისა და საკომუნიკაციო ინჟინერიის, მექანიკური ინჟინერიის, მანქანა-დანადგარების ინჟინერია, არქიტექტურის, სამრეწველო ქიმიის, საინფორმაციო მეცნიერების, მათემატიკისა და ფიზიკის დეპარტამენტები), სოფლის მეურნეობის (სოფლის მეურნეობის, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის ქიმიისა და სიცოცხლის მეცნიერებათა დეპარტამენტები), ბიზნესის ადმინისტრირების (ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტერიისა და საჯარო მენეჯმენტის დეპარტამენტები), ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი) და იაპონიის გლობალური კვლევების (იაპონიის გლობალური კვლევების დეპარტამენტი) სკოლები.

სამაგისტრო-სადოქტორო სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიძის უნივერსიტეტის მუზეუმი (არქეოლოგიის დეპარტამენტი)

მეიძის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამართლის, კომერციის, პოლიტიკის მეცნიერებისა და ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის, სამთავრობო კვლევების, გლობალური ბიზნესის, პროფესიული ბუღალტერიის და მოწინავე მათემატიკური მეცნიერებების სამაგისტრო-სადოქტორო სკოლები.

კამპუსის ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიძის უნივერსიტეტის ბეისბოლის გუნდი ტოკიოს დიდი ექვსეულის ბეისბოლის ლიგაში თამაშობს. ყოველწლიურად მეიძის უნივერსიტეტსა და ვასედას უნივერსიტეტს შორის რაგბსა და ბეისბოლში მატჩები იმართება. უნივერსიტეტს ჰყავს ძიუდოს წარმატებული გუნდიც.[7] 2009 წლის 26 თებერვალს უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ ანიმესა და მანგისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნებოდა.[8]

რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეიძის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება.

2009 და 2010 წელს Toyo Keizai-მ „ნამდვილად ძლიერი უნივერსიტეტების“ რეიტინგში მეიძის უნივერსიტეტს მე-19 და 26-ე ადგილი მიაკუთვნა[9]

კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტაკეო მიკი მეიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულებს შორის არიან: ტაკე მიკი (1974-1976) ― იაპონიის 66-ე პრემიერ-მინისტრი, ტომიიჩი მურაიამა (1994–1996) ― იაპონიის 81-ე პრემიერ-მინისტრი, ჯოუ ენლაი (1949–1976) ― ჩინეთის პირველი პრემიერი, იოსუკე მაცუოკა ― იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იტიო ასუკატა ― იაპონიის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ფუძიო მასაიუკი ― იაპონიის განათლების მინისტრი, კოგა მასო ― იაპონელი კომპოზიტორი, მანდოლინისტი და გიტარისტი, იუტო ნაგატომო ― პროფესიონალი ფეხბურთელი, ოსამუ მუკაი ― მსახიობი, კეიკო კიტაგავა ― იაპონელი მსახიობი და მოდელი, მორიო აგატა ― იაპონელი მომღერალი და მსახიობი, და სხვ.

დაძმობილებული უნივერსიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://mainichi.jp/articles/20160331/k00/00m/040/037000c
  2. International Partner Institutions | ja. ციტირების თარიღი: 2021-05-08
  3. 卓越する大学. 
  4. 進学ブランド力調査 ja. ციტირების თარიღი: 2021-05-08
  5. Universities - Study in Japan(Japanese university) - Global30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 29 July 2016
  6. 明治大学出身の有名人 ja. ციტირების თარიღი: 2021-05-08
  7. Takahiko Ishikawa, Donn F. Draeger (1999). Judo Training Methods. Tuttle Publishing, გვ. 24. ISBN 9780804832106. 
  8. David McNeill, "A Scholarly Home for Manga," Chronicle of Higher Education. ("To continue reading this premium article [beyond the first 212 sentences], you must have a Chronicle account AND a subscription or an online pass.")
  9. Truly Strong Universities Japanese. Toyo Keizai (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2012. ციტირების თარიღი: April 29, 2011.