სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
National University of Singapore, Universiti Kebangsaan Singapura, 新加坡国立大学 და சிங்கப்பூர் தேசிய பல்கலைக்கழகம்
დაფუძნდა 1905
ტიპი ავტონომიური უნივერსიტეტი, კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და ორგანიზაცია
თავმჯდომარე Hsieh Fu Hua[2]
სტუდენტი 30 098[3]
ქვეყანა სინგაპური[1]
კავშირები International Alliance of Research Universities, OpenPOWER Foundation[4] , ORCID[5] , DataCite[6] და Association of Pacific Rim Universities[7]
აფილაცია თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაცია
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი — სინგაპური
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი
https://www.nus.edu.sg/[8]

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი ― ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი სინგაპურში. დაარსდა 1905 წელს, როგორც სრუტეების დასახლებებისა და მალაიის ფედერაციული შტატების მთავრობის სამედიცინო სკოლა. იგი უძველესი ავტონომიური უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით.[9] უნივერსიტეტში სხვადასხვა დისციპლინის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფუნქციონირებს, მათ შორის: მეცნიერების, მედიცინის, სტომატოლოგიის, დიზაინისა და გარემოს, სამართლის, ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების, ინჟინერიის, ბიზნესის, გამოთვლითი მეცნიერებებისა და მუსიკის სფეროებში.[10]

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ აკადემიურ ინსტიტუტადაა აღიარებული.[11][12] იგი უწყვეტად ხვდება საუკეთესო ას უნივერსიტეტს შორის, მათ შორის: მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში, Quacquarelli Symonds-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში, Time-ის უმაღლესი განათლების მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში. 2022-2023 წლისთვის სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი მსოფლიო მასშტაბით მე-11 ადგილზეა QS-ის,[13] ხოლო მე-19 ადგილზეა THE-ის მიხედვით.[14]

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის კამპუსი სინგაპურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და 170 ჰექტარი ტერიტორია უკავია.[15] დიუკი-სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, რომელიც სადოქტორო სამედიცინო სკოლაა, დიუკის უნივერსიტეტთან ერთად თანამშრომლობით დაარსდა.[16] ბუკიტ-ტიმაჰის კამპუსში უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ლი კუან იუს საჯარო პოლიტიკის სკოლაა განთავსებული.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის, ტანის პრემიისა და ვოტრენ ლიუდის პრემიის ლაურეატები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის დარბაზი

1904 წელს ტან ჯიაკ კიმი ჩინელი და სხვა არაევროპელი წარმომადგენლების ჯგუფს გაუძღვა, რომელმაც სრუტის დასახლებათა გუბერნატორს, სერ ჯონ ანდერსონს სინგაპურში სამედიცინო სკოლის დაარსებისთვის პეტიციით მიმართა.[17] ანდერსონის შენიშვნით, პეტიციებით მანამდეც მიემართათ, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც სტუდენტთა საკმარისი რაოდენობა არ გროვდებოდა და ადგილობრივთაგან მხარდაჭერის დონეც დაბალი იყო. ტანმა, რომელიც სრუტეების ჩინური ბრიტანული ასოციაციის პირველი პრეზიდენტი იყო, 87 077 სრუტეების დოლარის შეგროვება მოახერხა. აქედან 12 000 დოლარი თავად გაიღო.[18][19][20] 1905 წლის 3 ივლისს სამედიცინო სკოლა სრუტეების დასახლებებისა და მალაის ფედერაციული შტატების მთავრობის სამედიცინო სკოლის სახელწოდებით გაიხსნა.[18]

ფაკულტეტები და სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა 1965 წელს დაარსდა როგორც ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი.[21] 2018 წლის მონაცემებით უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა Financial Times-ის გლობალურ რეიტინგში მე-18 ადგილზეა. სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ზღვისიქითა უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა: პეკინის უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი და კორეის უნივერსიტეტი.[22]

გამოთვლითი მეცნიერებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის გამოთვლითი მეცნიერებების სკოლა

გამოთვლითი მეცნიერერების სკოლა 1998 წელს დაარსდა და ორი დეპარტამენტი აქვს: კომპიუტერული მეცნიერება და ინფორმაციული სისტემები და ანალიტიკა.[23][24]

სტომატოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტომატოლოგიის ფაკულტეტი, როგორც სტომატოლოგიის დეპარტამენტი, მეფე ედვარდ VII-ის სამედიცინო სკოლაში 1929 წელს დაფუძნდა.[25] ფაკულტეტზე სტომატოლოგიის 4 წლიანი კურსი ფუნქციონირებს, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტებს სტომატოლოგიური ქირურგიის საბაკალავრო ხარისხი ენიჭებათ.

დიზაინი და ინჟინერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტომატოლოგიის ფაკულტეტი

დიზაინისა და ინჟინერიის დისციპლინათშორისი კოლეჯი[26] 2021 წელს დაარსდა და უკვე არსებული ორი ფაკულტეტი გააერთიანა: დიზაინისა და გარემოს სკოლა და ინჟინერიის ფაკულტეტი.

დიზაინისა და გარემოს სკოლას სამი დეპარტამენტი აქვს: არქიტექტურის, სამშენებლო გარემოს დეპარტამენტი და სამრეწველო დიზაინის განყოფილება.[27]

ინჟინერიის ფაკულტეტი 1968 წელს დაარსდა. იგი უნივერსიტეტის უდიდესი ფაკულტეტია და რამდენიმე დეპარტამენტს მოიცავს. მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში ინჟინერია/ტექნოლოგიები და კომპიუტერული მეცნიერებების კატეგორიაში სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტი მეექვსე ადგილზე დასახელდა.[28] 2017 წელს QS-ის მსოფლიო უნივერსიტეტების საგნობრივ რეიტინგში, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების კატეგორიაში,[29] a ისევე, როგორც 2016-2017 წლებში Times-ის უმაღლესი განათლების მსოფლიო უნივერსიტეტების საგნობრივ რეიტინგში ფაკულტეტი მე-7 ადგილზე დასახელდა.[30]

დიუკი-სეუ-ის სამედიცინო სკკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიუკი-სეუ-ის სამედიცინო სკოლა 2005 წლის აპრილში გაიხსნა. იგი სინგაპურის მეორე სამედიცინო სკოლაა იონგ ლოო ლინის სამედიცინო სკოლის შემდეგ. სამედიცინო სკოლა დიუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ) და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დაარსდა.[31]

ჰუმანიტარული მეცნიერებები და მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მეცნიერების დისციპლინათშორისი კოლეჯი[32] 2020 წელს დაარსდა. კოლეჯმა ადრე არსებული ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა და მეცნიერების ფაკულტეტები გააერთიანა.[33]

მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების ფაკულტეტი მრავალი დეპარტამენტისგან შედგება, დაწყებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და დამთავრებული გამოყენებითი მეცნიერებებით. მეცნიერების ფაკულტეტის პირველი ქალი მდივანი გლორია ლინი იყო, რომელმაც ეს პოსტი 1973 წელს დაიკავა. იგი ხელახლა აირჩიეს 1979 წელს, თუმცა ერთი წლის შემდეგ პოზიცია კოჰ ლიპ ლინს დაუთმო, რადგანაც 1980 წელს სინგაპურის უნივერსიტეტი ნანიანგის უნივერსიტეტს შეერწყა და ორი პოზიცია გადაიფარა.[34]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Directory of Open Access Journals — 2003.
  2. https://www.nus.edu.sg/about/board-of-trustees
  3. http://www.nus.edu.sg/registrar/info/statistics/ug-enrol-20182019.pdf
  4. https://openpowerfoundation.org/membership/current-members/
  5. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  6. https://web.archive.org/web/20240112184553/https://datacite.org/members/
  7. https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
  8. Google Maps — 2005.
  9. Towards an "entrepreneurial university" model to support knowledge-based economic development: the case of the National University of Singapore, Poh-Kam Wong, Yuen-Ping Ho, Annette Singh გვ. 941–958. ScienceDirect (2007).
  10. National University of Singapore (NUS) en. QS Top Universities. ციტირების თარიღი: 14 January 2022
  11. QS World University Rankings 2021 en (28 May 2020). ციტირების თარიღი: 26 November 2020
  12. QS University Rankings: Asia 2021 en (19 November 2020). ციტირების თარიღი: 26 November 2020
  13. QS World University Rankings 2023. ციტირების თარიღი: 16 October 2022
  14. Times Higher Education World University Rankings 2023. Times Higher Education. ციტირების თარიღი: 15 October 2022
  15. History. National University of Singapore. ციტირების თარიღი: 29 January 2019
  16. About Duke-NUS Medical School.
  17. Loo Lay Yen. National University of Singapore: A Brief Chronological History. Lib.nus.edu.sg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2022.
  18. 18.0 18.1 GOVERNMENT MEDICAL SCHOOL FOR MALAYA.. The Singapore Free Press and Mercantile Advertiser (Weekly) (5 October 1905). ციტირების თარიღი: 29 October 2020
  19. Zaccheus, Melody. (10 February 2019) Shedding light on life and legacy of Peranakan pioneer Tan Kim Seng en. ციტირების თარიღი: 29 October 2020
  20. A Legacy of Giving. ციტირების თარიღი: 29 October 2020
  21. Faculty & Departments. Bschool.nus.edu (31 July 2010). ციტირების თარიღი: 11 August 2015
  22. About Us – Profile- Overview. Bschool.nus.edu (28 January 2013). ციტირების თარიღი: 11 August 2015
  23. NUS – School of Computing. Comp.nus.edu.sg. ციტირების თარიღი: 11 August 2015
  24. NUS Computing - Master's in Computer Science. comp.nus.edu.sg. ციტირების თარიღი: 30 July 2021
  25. NUS - Faculty of Dentistry.
  26. College of Design and Engineering. ციტირების თარიღი: 16 December 2021
  27. NUS School of Design and Environment. ციტირების თარიღი: 15 August 2021
  28. Academic Ranking of World Universities in Engineering/Technology and Computer Sciences - 2016 - 2016 Top 100 Universities in Natural Sciences and Mathematics - ARWU-FIELD 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 13 October 2017
  29. Engineering and Technology (3 March 2017). ციტირების თარიღი: 13 October 2017
  30. World University Rankings 2016-2017 by subject: engineering and technology (20 September 2016). ციტირების თარიღი: 13 October 2017
  31. Kamei, Cook; Puthucheary, Starmer. 21st Century Learning in Medicine: Traditional Teaching versus Team-Based Teaching გვ. 57–64 (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი 2022.
  32. Home Page – NUS College of Humanities and Sciences. ციტირების თარიღი: 17 April 2021
  33. Teng, Amelia. (8 December 2020) NUS launches new interdisciplinary College of Humanities and Sciences en. ციტირების თარიღი: 17 April 2021
  34. Chan, Juliana; Chua, Grace; Sim, Shuzhen; Tan, Rebecca (2015) Singapore's Scientific Pioneers. Singapore: Asian Scientist Publishing Pte Ltd. ISBN 978-981-09-5893-0.