მაროკოს გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაროკოს გერბი
Coat of arms of Morocco.svg
დეტალები
მატარებელი მაროკოს სამეფო
დამტკიცდა 1957

მაროკოს გერბი (არაბ. شعار المغرب‎‎) — მაროკოს სამეფოს ეროვნული სიმბოლო. მიიღეს 1957 წლის 17 აგვისტოს.

გერბის ფარი უჭირავს უკანა ფეხებზე მდგომ ორ ლომს. ფარზე, წითელ ფონზე გამოსახულია პენტაგრამა და ატლასის მთებიდან ამომავალი მზე. ფარს ზემოდან ადგას სამეფო გვირგვინი. გერბის დევიზი შესრულებულია არაბულ ენაზე „თუკი ალაჰისათვის შეეწევით, ალაჰიც შეგეწევათ“ (არაბ. إن تنصروا الله ينصركم‎‎) (ყურანი, აია 7, სურა 47).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]