შინაარსზე გადასვლა

ტუნისის გერბი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუნისის გერბი
დეტალები
მატარებელი ტუნისი
დამტკიცდა 1987
დევიზი თავისუფლება, წესრიგი, სამართლიანობა

ტუნისის გერბი (არაბ. شعار تونس) — ტუნისის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად.

გერბი წარმოადგენს ოქროსფერ ფარს, რომელზეც ზემო ნაწილში გამოსახულია გემი, ქვემო ნაწილი გაყოფილია ორად, ერთ ნაწილში გამოსახულია ლომი ხმლით, ხოლო მეორე ნაწილში სასწორი. ფარის ცენტრში, გემის ქვემოთ არაბული წარწერაა „თავისუფლება, წესრიგი, სამართლიანობა“.

გერბზე გამოსახულ ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს. ლომი აღნიშნავს წესრიგს, გემი - თავისუფლებას, ხოლო სასწორი - სამართლიანობას. გემი ასევე აღნიშნავს კავშირს ისტორიასთან, ვინაიდან ტუნისი ძველი კართაგენის ტერიტორიაზე მდებარეობს ხოლო კართაგენელები ცნობილი იყვნენ თავიანთი მეზღვაურობით.

გერბის ფარის ზემოთ გამოსახულია ისლამის სიმბოლო ნახევარმთვარე და ვარსკვლავი.

პირველი გერბი მიიღეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე 1956 წლის 21 ივნისს. გერბის პირველი ვერსია უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა თანამედროვე ვერსიისაგან. პირვანდელ გერბზე დამატებული იყო დროშა და ისრები, ხოლო ლომის და სასწორის მდებარეობა თანამედროვე ვერსიის პირუკუ ვარიანტი იყო.

1987 წელს გერბის სამფეროვანი ფარი გახდა ერთფეროვანი და მიიღო თანამედროვე სახე.

ტუნისის გერბი 1963—1987 წლებში
ტუნისის გერბი 1956 წ.
ტუნისის სამეფოს გერბი 1900 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]