მადაგასკარის ბეჭედი
მადაგასკარის ბეჭედი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | მადაგასკარი |
დამტკიცდა | 1998 |
დევიზი |
Tanindrazana, Fahafahana, Fandrosoana სამშობლო, თავისუფლება, განვითარება |
მადაგასკარის ბეჭედი (ფრანგ. Sceau de Madagascar) — მადაგასკარის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო დამტკიცებული 1992 წელს, სოციალისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ. წარმოადგენს კუნძულის კონტურულ რუკას ბეჭდის ცენტრში (ორ მცირე კუნძულთან ერთად; აღწერის თანახმად ეს მცირე კუნძულები არის გლორიოზი და ტრომლენი), რომლის ქვემოთ გამოსახულია ზებუს თავი. ბეჭედში გამოყენებულია წითელი, მწვანე, ყვითელი, შავი და თეთრი ფერები. მწვანე და წითელი სხივები გამოსხივებული სახელმწიფოს რუკიდან ქმნიან მზის შთაბეჭდილებას, ასევე იგი ქმნის მოგზაურთა ხის სიმბოლოს, რომელიც მადაგასკარისთვის ტიპური მცენარეა.
ემბლემა გარსშემორტყმულია მალაგასიურ ენაზე შესრულებული წარწერით "REPOBLIKAN'I MADAGASIKARA", რაც ნიშნავს „მადაგასკარის რესპუბლიკას“. ბეჭდის ძირში დატანილია წარწერა "TANINDRAZANA - FAHAFAHANA - FANDROSOANA", რაც ითარგმნება როგორც „სამშობლო - თავისუფლება - განვითარება“.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
დედოფალი რანავალუნა II-ს გერბი
-
იმერინის სამეფოს გერბი. 1896 წელი
-
მალაგასიური რესპუბლიკის ემბლემა
-
მალაგასიური რესპუბლიკის ბეჭედი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- FOTW page about Madagascar's coat of arms დაარქივებული 2007-02-19 საიტზე Wayback Machine.
- National Arms and Emblems Past and Present
- Annex of the constitution დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
- COA of the Kingdom of Merina
|