გაური(ცხოველი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაური)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


გაური
გაური(ცხოველი)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი: მცოხნელები
ოჯახი: ძროხისებრნი
გვარი: ნამდვილი ხარები
სახეობა: გაური
ლათინური სახელი
Bos gaurus
არეალი
Gaur map.png

გაური (ლათ. Bos gaurus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სიგრძე 3 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში - 2,2 მ; რქების სიგრძე 83 სმ. ფური უფრო პატარაა. გაურს მოყავისფრო-მოშავო ზურგი და გვერდები აქვს, მოყვითალო-მურა მუცელი, მოთეთრო ფეხები. გავრცელებულია ინდოეთში, მიანმარსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობენ ნახირებად. მაკეობა გრძელდება 8-9 თვემდე. იგებს ერთ ხბოს. იკვებება ბალახოვანი მცენარეულობით, ფოთლებითა და ყლორტებით. მტაცებლური ნადირობის შედეგად გაური ბევრგან მოისპო. იყენებენ მის ხორცს, ტყავს. გაურის მოშინაურებული ფორმაა გაიალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]