მალტის კლიმატი
მალტას აქვს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით (Csa),[1][2] ძალიან რბილი ზამთრით და თბილი ზაფხულით. წვიმა ძირითადად ზამთარში მოდის, ზაფხული ძირითადად მშრალია. ტროლ-პაფენის კლიმატის კლასიფიკაციის[3] და ზიგმუნდ/ფრანკენბერგის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით,[4] მალტა მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, 35ºN განედზე.
|
საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები მალტაში
წყარო: Meteo Climate (1981-2010)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ტემპერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო წლიური ტემპერატურა დღის განმავლობაში დაახლოებით გახლავთ 23 °C და ღამით 16 °C. ყველაზე ცივ თვეში – იანვარში – ტიპური მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 12-დან 20 °C-მდე დღის განმავლობაში, ხოლო მინიმალური ტემპერატურა მერყეობს 6-დან 12 °C-მდე ღამით. ყველაზე თბილ თვეში – აგვისტო – ტიპური მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28-დან 34 °C-მდე დღის განმავლობაში და მინიმალური 20-დან 24 °C-მდე ღამით.
ზოგადად, აპრილში ტემპერატურა არის 17–22 °C დღის განმავლობაში და 10–14 °C ღამით. ნოემბერში ტემპერატურა არის 17–23 °C დღის განმავლობაში და 11–18 °C ღამით. თუმცა, ზამთარში ტემპერატურა ზოგჯერ აღწევს 20 °C-ს. მარტში ყოველდღიური მაქსიმალური ტემპერატურა ხშირად აღემატება 20 °C-ს.
მალტას აქვს ყველაზე თბილი საშუალო ტემპერატურა ევროპაში. ევროპის კონტინენტის ყველა დედაქალაქს შორის, ვალეტას - მალტის დედაქალაქს აქვს ყველაზე თბილი ზამთარი, სადაც საშუალო ტემპერატურა დაახლოებით არის 16 °C დღის განმავლობაში და 10 °C ღამით. მარტსა და დეკემბერში საშუალო ტემპერატურა არის დაახლოებით 17 °C დღის განმავლობაში და 11 °C ღამით.[5] მალტაში ტემპერატურის დიდი რყევები იშვიათია.
მალტა არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი ევროპაში, რომელსაც აქვს USDA გამძლეობის ზონა 11a, ანუ ყოველწლიურად დაფიქსირებული საშუალო აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა არის 4,4-დან 7,2 °C-მდე.
დღის სინათლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალტაში ზამთრის დღეები არც ისე მოკლეა, როგორც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დღის სინათლის საშუალო დრო 10,3 საათი[6] (შედარებისთვის: ლონდონში,[7] მოსკოვსა[8] და ვარშავაში[9] დღის სინათლის საშუალო დრო 8 საათია). წლის უმოკლეს დღეს - 21 დეკემბერს - მზე ამოდის დაახლოებით 7:00 საათზე და ჩადის დაახლოებით 17:00 საათზე. წლის ყველაზე გრძელ დღეს - 21 ივნისს - მზე ამოდის დაახლოებით 5:30-ზე და ჩადის დაახლოებით 20:30-ზე.[10]
| დრო | იან | თებ | მარ | აპრ | მაისი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| დღე | 10 | 10.8 | 11.9 | 13 | 14 | 14.5 | 14.3 | 13.5 | 12.3 | 11.2 | 10.2 | 9.8 |
| ბინდი/ღამე | 14 | 13.2 | 12.1 | 11 | 10 | 9.5 | 9.7 | 10.5 | 11.7 | 12.8 | 13.8 | 14.2 |
ზღვის ტემპერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვის საშუალო წლიური ტემპერატურა არის 20 °C (ყველაზე მაღალი წლიური ზღვის ტემპერატურა ევროპაში). ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით 6 თვეში ზღვის საშუალო ტემპერატურა აჭარბებს 20 °C. მაისში და დეკემბერში - გარდამავალ თვეებში - საშუალო ტემპერატურა დაახლოებით არის 18 °C. აპრილის მეორე ნახევარში, რომელიც არის ზაფხულის/დასვენების სეზონის დასაწყისი, ზღვის საშუალო ტემპერატურაა 17 °C. ზღვის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 27 °C აგვისტოს შუა მე-3 კვირაში. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ტემპერატურა ეცემა 26°C-მდე, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში 25°C-მდე. დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში ის ეცემა 24 °C-მდე, ხოლო ოქტომბრის ბოლო კვირაში ეცემა 23 °C-მდე. ნოემბრის დასაწყისში ტემპერატურა ეცემა 22 °C (2010 წლის მონაცემები).[12]
| იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელიწადი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 15,4 °C | 14,9 °C | 15,0 °C | 15,9 °C | 17,5 °C | 21,1 °C | 24,1 °C | 25,8 °C | 25,2 °C | 23,2 °C | 20,6 °C | 17,4 °C | 20 °C |
| იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელიწადი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 16,1 °C | 15,4 °C | 15,4 °C | 16,3 °C | 18,7 °C | 22,6 °C | 25,5 °C | 26,1 °C | 25,5 °C | 23,4 °C | 21,2 °C | 18,1 °C) | 20 °C |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მალტის კლიმატი საიტზე Visit Malta
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World Factbook. Cia.gov. ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ http://www.doi.gov.mt/en/islands/location.asp დაარქივებული 31 May 2009 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Tiscali Webspace. Web.tiscali.it. ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ PH Heidelberg. Klimakarte der Erde: Pädagogische Hochschule Heidelberg. Ph-heidelberg.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-14. ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ http://www.maltairport.com/weather/page.asp?p=17148&l=1 დაარქივებული 6 September 2010 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Climate Data for Luqa. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: 15 October 2012
- ↑ London Climate and Weather Averages, UK. Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ Moscow Climate and Weather Averages, Russia (Europe). Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ Warsaw Climate and Weather Averages, Poland. Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ City weather: The weather for Maltese Islands, Malta. Weathercast.co.uk (2007-01-30). ციტირების თარიღი: 2015-06-01
- ↑ Archived copy. ციტირების თარიღი: 2 January 2015
- ↑ Valletta Climate Guide. Weather2travel.com. ციტირების თარიღი: 5 June 2009