მალაიზიის პოლიტიკური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალაიზია წარმოადგენს ფედერალურ კონსტიტუციურ მონარქიას, რომელიც შედგება 13 სუბიექტის - ფედერაციის სახელმწიფოების (შტატებისაგან) და სამი ფედერალური ტერიტორიისგან. აქედან, 11 შტატი და ორი ფედერალური ტერიტორია განლაგებულია მალაკის ნახევარკუნძულზე, ორი შტატი (საბაჰი და სარავატი) კუნძულ კალიმანტანზე და ერთი ფედერალური ტერიტორია (ლაბუანი) სარავატის მახლობლად, მის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. 9 შტატი წარმოადგენს მონარქიულ შტატს. 7 მათგანს მეთაურობს სულთანი. ნეგრი-სემბილანის შტატის მმართველი ატარებს მალაურ ტრადიციულ ტიტულს — „იანგ დი-პერტუან ბესარი“, პერლის შტატის მმართველი ატარებს რაჯას ტიტულს. მონარქიულ შტატებში აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მთავარი მინისტრი („მენტერი ბესარი“). თითოეული მმართველი წარმოადგენს, აგრეთვე, საკუთარი შტატის უმაღლეს სულიერ წინამძღვარს. დანარჩენი 4 შტატის მეთაურია გუბერნატორი, რომელთაც ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლება. ამ ოთხივე შტატში აღმასრულებელ ხელისუფლებას მეთაურობს, აგრეთვე, მთავარი მინისტრი, რომელთაც მალაურ ენაზე ეწოდება „კეტუა მენტერი.“ ფედერალური ტერიტორიები იმართება უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება არჩევნები მონარქიულ შტატებში, რომელზეც ირჩევენ უმაღლეს მმართველს (მეფეს, მალაურ ენაზე იანგ დი-პერტუან აგონგს) და მის დამხმარე-მოადგილეს (ვიცე-მეფეს). უმაღლესი მმართველი და სულთნები ასრულებენ ძირითადად წარმომადგენლობით ფუნქციებს, მაგრამ კონსტიტუციაში შეტანილი ყველა ცვლილება ან კანონი მოითხოვს მათ სრულ თანხმობას.

ძირითად სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც მეთაურობს პრემიერ-მინისტრი. მალაიზიის პარლამენტი ორპალატიანია. ის შედგება ქვედა (წარმომადგენლობითი პალატა) და ზედა (სენატისაგან) პალატისაგან. ქვედა პალატა ფორმირდება საერთო-სახალხო პირდაპირი არჩევნების გზით. სენატი ფორმირდება ყოველ შტატში არჩეული ორ-ორი წევრის და მთავრობის რეკომენდაციით მეფის მიერ დანიშნული წევრებისაგან. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ფედერალურ მთავრობას პრემიერ-მინისტრით სათავეში, რომელიც აუცილებლად წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი უნდა იყოს. ყველა მინისტრი აუცილებლად პარლამენტის წევრი უნდა იყოს ე.ი. უნდა იყოს არჩევნებში გამარჯვებული.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასამართლოს უფლება აქვს:

  • გადასინჯოს კონსტიტუცია და კანონები
  • გამოაცხადოს სახელმწიფო ან ფედერალური კანონი ბათილად, თუ ის არ შეესაბამება კონსტიტუციას ან აღემატება ფედერალურ კანონს
  • გამოაცხადოს ხელისუფლების ესა თუ ის ქმედება უკანონოდ და სხვ.