მაგრანეთის პირველი ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაგრანეთის ნამოსახლარი.

მაგრანეთის პირველი ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ქუშანაანთგორაზე. განეკუთვნება V-VII საუკუნეებს.

1967-1969 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). შემორჩენილია მოზრდილი შენობის საძირკველი, რომელიც ნაგებია რიყის ქვის ორპირი წყობით. შენობას ალიზის კედლები და ღარიანი კრამიტის სახურავი ჰქონია. არქეოლოგიური მასალისა და ძეგლის სტრატიგრაფიული მონაცემების მიხედვით, ნაგებობა Xll საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს გადამწვარი. ლ. რჩეულიშვილის აზრით, ქუშანაანთგორის ნაგებობა წარმოადგენდა სპარსული მაზდეანობის გავლენით აგებულ ტაძარს, რომლის თავისებური კომპოზიციური სტრუქტურა ადგილობრივი ტრადიციებით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რაზედაც მიუთითებს მისი გეგმის მსგავსება ქრისტიანული ბაზილიკის ქართულ ვარიაციასთან - სამეკლესიიან ბაზილიკასთან. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]