ლორინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორინი

ლორინი 2023 წლის ივნისში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1983 (1983-10-16) (40 წლის)
დაბ. ადგილი Danderyd, შვედეთი[1]
წარმოშობა შვედეთის დროშა შვედეთი, სტოკჰოლმი
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2004-დან დღემდე
ხელმოწერა
საიტი www.loreen.se
ლორინი ვიკისაწყობში

ლორინ ზინებ ნორა ტალჰაუი (შვედ. Lorine Zineb Nora Talhaoui; დ. 16 ოქტომბერი, 1983, სტოკჰოლმი) — შვედი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მან შვედეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ორჯერ 2012 და 2023 წელს სიმღერებით „Euphoria“ და „Tattoo“ წარადგინა და ორივე ჯერზე გამარჯვება მოიპოვა. ის მეორე შემსრულებელია (ჯონი ლოგანის შემდეგ) და პირველი ქალი, რომელმაც ორჯერ მოიგო კონკურსი.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორინი 2004 წელს სატელევიზიო შოუ Idol-ში მონაწილეობდა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს მან გამოუშვა თავისი პირველი სინგლი, „The Snake“, ჯგუფ Rob'n'Raz-თან ერთად და გახდა ტელეწამყვანი TV400-ზე.[4] რამდენიმე შვედური რეალითი სატელევიზიო შოუში სეგმენტპროდიუსერად და რეჟისორად მუშაობის შემდეგ ის შვედეთის შიდაშესარჩევი კონკურსის, Melodifestivalen 2011-ის მონაწილე, სიმღერით „My Heart Is Refusing Me“ ხდება, სადაც ფინალურ შეჯიბრზე დამარცხდა.[5]

მომღერალმა 2012 წლის Melodifestivalen-შიც სიმღერით „Euphoria“ მონაწილეობდა.[6] ლორინმა კონკურსი 268 ქულით მოიგო და ქვეყანა ევროვიზია 2012-ზე წარადგინა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში იმართებოდა.[7]

372 ქულით 2012 წლის ევროვიზიის გამარჯვებული სწორედ შვედეთი ხდება. მან მონაწილე 42 ქვეყნიდან ყველაზე მეტი 12 ქულა[8] (უმაღლესი ქულა) მიიღო და გახდა ევროვიზია 2013-ის მასპინძელი.

ლორინის სიმღერა „Euphoria“ მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.[9][10][11][12]

მომდევნო წლების მანძილზე მომღერალი არაერთი პროექტისა თუ შოუს ჟიურის წევრი იყო. მისი ახალი ალბომის Heal-ის პოპულარიზაციისთვის ის სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი შოუების სტუმარი იყო, როგორიცაა: პოლონური Must Be the Music 2012,[13][14][15] The Voice of Holland,[16] მან ევროვიზია 2013-ის გახსნით ცერემონიაზე „We Got the Power“ შეასრულა.

შვედი მომღერალი 2017 წელს კვლავ მონაწილეობს შიდაშესარჩევ კონკურსში - Melodifestivalen 2017-ში სიმღერით „Statements“, მაგრამ ფინალურ ეტაპამდე მეორე შანსის ტურიდან გამოეთიშა კონკურსს. [17]

2021 წლის მარტში Loreen-მა გამოუშვა თავისი პირველი შვედური სინგლი „Sötvattentårar“[18][19] და იმავე წლის ბოლოს დაიწყო შვედური ტურნე.

2022 წლის 30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მეოთხედ იასპარეზებდა შიდაშესარჩევ კონკურსში, სიმღერით „Tattoo“.[20] ლორინმა melodifestivalen 2017 177 ქულით მოიგო და შვედეთი 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ლივერპულში წარადგინა.[21][22][23]

ლორინმა სიმღერით „Tattoo“ ევროვიზია 2023 583 ქულით მოიგო, რითაც შვედეთმა მოიპოვა მეშვიდე გამარჯვება სიმღერის კონკურსზე და ლორინი გახდა პირველი ქალი და მეორე შემსრულებელი, რომელმაც ორჯერ მოიგო კონკურსი.[24][25]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორინი ურთიერთობაში იყო 2004 წლის Idol-ის გამარჯვებულ დანიელ ლინდსტრომთან 2004-2006 წლებში.[26] 2017 წლის დასაწყისში ლორინმა განცხადა, რომ ის ბისექსუალია.[27]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sveriges befolkning 2000Sveriges Släktforskarförbund, 2020.
  2. „Loreen's Biography“. Loreen.se. 23 September 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 September 2012. ციტირების თარიღი: 23 September 2012.
  3. „Sweden tipped for Eurovision success“. BBC News. 18 May 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 May 2012. ციტირების თარიღი: 25 May 2012.
  4. თარგი:Cite newspaper
  5. Nora Nergiz Ackblad (19 October 2010). „Västeråsartist klar för Melodifestivalen“. Vestmanlands Läns Tidning (შვედური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2013. ციტირების თარიღი: 2 January 2013.
  6. „Suecia y su "Euphoria", la gran favorita sin haber sido elegida“. vertele! (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 August 2016.
  7. Steef Van Gorkum. (10 March 2012) Sweden: Loreen to Baku!. escdaily.com. ციტირების თარიღი: 10 April 2014
  8. Storvik-Green, Simon. (26 May 2012) Sweden Wins 2012 Eurovision Song Contest. eurovision.tv. ციტირების თარიღი: 14 April 2014
  9. Official Charts Analysis: Gary Barlow LP sells 40k. ციტირების თარიღი: 3 June 2012
  10. Eurovision 2012 Winner Loreen Scores Number One on Vodafone Big Top 40. Capital FM (27 May 2012). ციტირების თარიღი: 7 June 2014
  11. „Vann Eurovision – nu toppar Loreen listorna – Melodifestivalen“. SVT.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2014. ციტირების თარიღი: 7 June 2014.
  12. Airplay World Official Top 100. ციტირების თარიღი: 5 August 2019
  13. „Oto jest – Loreen wystąpiła w Polsacie!“ (პოლონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2015. ციტირების თარიღი: 21 October 2012.
  14. "Must be the music": Loreen gościem specjalnym niedzielnego półfinału“ (პოლონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2012. ციტირების თარიღი: 18 October 2012.
  15. „W Polsce nie brakuje zdolnych artystów: Loreen – wywiad“ (პოლონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 October 2012. ციტირების თარიღი: 22 October 2012.
  16. Loreen treedt op tijdens finale The Voice nl. Showbiznewz.nl (7 December 2012). ციტირების თარიღი: 2 January 2013
  17. Granger, Anthony. (30 November 2016) Melodifestivalen 2017 Participants Revealed. ციტირების თარიღი: 30 November 2016
  18. Loreen releases new single 'Sötvattentårar' (26 March 2021). ციტირების თარიღი: 25 February 2023
  19. Loreen. (22 March 2021) Instagram Post. ციტირების თარიღი: 22 March 2021
  20. Eurovision. (30 November 2022) Sweden: Full lineup for Melodifestivalen 2023 confirmed. ციტირების თარიღი: 30 November 2022
  21. Sweden: It's Loreen to Eurovision with 'Tattoo' en (11 March 2023). ციტირების თარიღი: 11 March 2023
  22. Mulligan, Euan O'Byrne (8 May 2023). „Who's favourite to win Eurovision and how UK entry Mae Muller is expected to do“. INews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2023. ციტირების თარიღი: 8 May 2023.
  23. Adams, Oliver. (11 March 2023) Loreen will sing "Tattoo" for Sweden at Eurovision 2023. ციტირების თარიღი: 11 March 2023.
  24. Sweden's Loreen wins Eurovision Song Contest as Russian missiles hit home town of Ukraine's contestants. ციტირების თარიღი: 13 May 2023.
  25. Picheta, Rob (13 May 2023), Sweden's Loreen wins historic second Eurovision, after emotional show in Britain that celebrated Ukraine, https://www.cnn.com/2023/05/13/europe/eurovision-song-contest-2023-winner-intl/index.html. წაკითხვის თარიღი: 13 May 2023
  26. „Daniels stora kärlek: Loren“. Aftonbladet. 11 December 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 July 2023. ციტირების თარიღი: 9 May 2023.
  27. Swedish Eurovision star Loreen came out as bisexual დაარქივებული 15 September 2022 საიტზე Wayback Machine. PinkNews, 4 februari 2017]