შინაარსზე გადასვლა

ჯონი ლოგანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონი ლოგანი

Logan, 2024
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შონ პატრიკ მაიკლ შერარდი
აგრეთვე ცნობილი როგორც "Mr Eurovision"
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1954 (55 წლის)
ვიქტორია, ავსტრალია
დაბ. ადგილი City of Frankston
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1978–დღემდე
საიტი johnnylogan.net
ჯონი ლოგანი ვიკისაწყობში

ჯონი ლოგანი (დაბადებული შონ პატრიკ მაიკლ შერარდი, 13 მაისი 1954) — ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოგანი დაიბადა ვიქტორიაში, ავსტრალია. მისი მამა იყო ირლანდიელი ტენორი, პატრიკ ო'ჰაგანი, რომელმაც სამჯერ იმღერა თეთრ სახლში ჯონ კენედისთვის, ლინდონ ჯონსონისთვის და რიჩარდ ნიქსონისთვის. ოჯახი ირლანდიაში დაბრუნდა, როდესაც ჯონი სამი წლის იყო. მოგვიანებით მან ისწავლა გიტარაზე დაკვრა და 13 წლიდან უკვე მუსიკას წერდა. 1977 წელს მან შეასრულა მთავარი როლი ირლანდიურ მიუზიკლში „ადამი და ევა“.[1]

1978 წელს ჯონი ლოგნმა გამოუშვა პირველი სინგლი. 1979 წელს კი მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის ნაციონალურ ფინალში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.[2][3]

პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო წელს მან ისევ მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის შესარჩევ ტურში სიმღერით „What's Another Year“ და გაიმარჯვა.[4] ამით მან მოიპოვა უფლება წარედგინა ირლანდია ევროვიზია 1980-ზე, სადაც მან პირველი ადგილი გაიკავა.

მეორე გამარჯვება ევროვიზიაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს ჯონი ლოგანმა გადაწყვია ისევ წარედგინა ირლანდია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ამჯერად საკუთარი სიმღერით „Hold Me Now“. ჯონი ლოგანმა ამჯერადაც გაიმარჯვა.[5][6][7]

მესამე გამარჯვება ევროვიზიაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროვიზია 1992-ზე ირლანდია წარადგინა ლინდა მარტინმა ჯონი ლოგანის მიერ გაწერილი სიმღერით „Why Me?“. ლინდა მარტინმა გაიმარჯვა და ჯონი ლოგანი გახდა ყველაზე წარმატებული ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში.[8] მან სამჯერ მოიგო ევროვიზია, რის გამოც ფანებმა „Mr Eurovision“ („მისტერ ევროვიზია“) შეარქვეს.

  1. Johnny Logan
  2. Johnny Logan
  3. IRISH NATIONAL FINAL 1979. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-26. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
  4. IRISH NATIONAL FINAL 1980. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-26. ციტირების თარიღი: 2009-10-26.
  5. Eurovision Song Contest 1987 | Year page | Eurovision Song Contest - Belgrade 2008
  6. Chart Stats - Johnny Logan - Hold Me Now. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-17. ციტირების თარიღი: 2011-02-17.
  7. Chart Stats - Johnny Logan - I'm Not In Love. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-02. ციტირების თარიღი: 2013-10-02.
  8. Eurovision Song Contest 1992 | Year page | Eurovision Song Contest - Belgrade 2008
  9. 9.0 9.1 9.2 Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 326. ISBN 1-904994-10-5. 
წინამორბედი:
Gali Atari და Milk and Honey
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული
1980
შემდეგი:
Bucks Fizz
წინამორბედი:
სანდრა კიმი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული
1987
შემდეგი:
სელინ დიონი
წინამორბედი:
Cathal Dunne
ირლანდია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
1980
შემდეგი:
Sheeba
წინამორბედი:
Luv Bug
ირლანდია ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
1987
შემდეგი:
Jump The Gun
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონი_ლოგანი“-დან