ლოპოტის ხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გონჯახევის (ლოპოტის) ციხე

ლოპოტის ხევი — ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალური ხანის კახეთში, ისტორიული თემი, ტერიტორიულად თავსდება ახლანდელი თელავის რაიონში. ლოპოტის ხევი და მთები ბუნებრივად დაცული და ძნელად მისავალი მხარე იყო, ამიტომ მტრის შემოსევის დროს კახეთის მოსახლეობის ნაწილი აქ იხიზნებოდა. ლოპოტის ხევის ცენტრი იყო ლოპოტის ციხე (შემორჩენილია ნანგრევები მდინარეების გონჯასხევისა და ლოპოტის წყლის შესაყარში), რომელსაც V საუკუნის II ნახევარში თავი შეაფარა მეფე ვახტანგ გორგასალის ძე დაჩიმ. VI საუკუნეში ლოპოტის ხევის მოსახლეობაში ქრისტიანობას ქადაგებდა ანტონ მარტყოფელი. VIII საუკუნის დასაწყისში ლოპოტის ხევი დაარბია არაბმა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ), მაგრამ ლოპოტის ციხის აღება ვერ მოახერხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]