ლეონ ორბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონ ორბელი
Լևոն Օրբելու հուշարձանը.jpg
დაბ. თარიღი 7 (19) ივლისი 1882
დაბ. ადგილი წაღკაძორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 9 დეკემბერი 1958(1958-12-09)[1] [2] (76 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ბოგოლოვსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
საბჭოთა რუსეთი
ეროვნება სომხები
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია
ალმა-მატერი კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია და საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია
განთქმული მოსწავლეები Q21199718?
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა Abgar Orbeli
დედა Vervarra Arghutyan
შვილ(ებ)ი მარია ორბელი
ჯილდოები სტალინური პრემია, მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, Jubilee Medal "XX Years of the Workers' and Peasants' Red Army", შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, Jubilee Medal "30 Years of the Soviet Army and Navy", მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Medal "In Commemoration of the 250th Anniversary of Leningrad" და Medal "For the Victory over Japan" of Mongolia

ლეონ ორბელი (სომხ. Լևոն Աբգարի Օրբելի) (დ. 9 ივლისი, 1882 – გ. 9 დეკემბერი, 1958) — სომეხი ფიზიოლოგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, მეცნიერი. ის იყო სსრკ-სა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერთა აკადემიიის პროფესორი. ლეონ ორბელი ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახდა 1950 წელს.

ორბელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევოლუციური ფიზიოლოგიის განვითარებაში. მან ამ თემასთან დაკავშირებით მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა. თეორეტიკულ მეცნიერებაზე და ევოლუციურ ფიზიოლოგიაზე 200-ზე მეტი ნაშრომი დაწერა და 130-ზე მეტი საგაზეთო სტატია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონ ორბელი

ლეონ ორბელი დაიბადა სომხეთში ქალაქ წაღკაძორში. 1899 წელს მან დაამთავრა თბილისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო საქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. როდესაც ლეონი მეორე კურსზე სწავლობდა მან მუშაობა დაიწყო ივანე პავლოვის (1849–1936) ლაბორატორიაში. შემდეგი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ორბელის ცხოვრება და სამეცნიერო კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ივანე პავლოვის ნაშრომებთან.

ორბელმა სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1904 წელს დაასრულა და კრონშტადტის ნიკოლაის საავადმყოფოში (სანქტ-პეტერბურგის საზღვაო საავადმყოფო) დაიწყო ინტერნად მუშაობა. ამან ორბელს შესაძლებლობა მისცა გაეგრძელებინა თავისი ექსპერიმენტალური საქმიანობა პავლოვის ლაბორატორიაში.

ორბელის სამეცნიერო კარიერა რუსეთის წამყვან ფიზიოლოგიურ ცენტრებში წარიმართა. ლეონი პავლოვს 1907 შეუერთდა, მაშინ როდესაც პავლოვი გარემოს რეფლექსებზე თავის კვლევას ასრულებდა. 1907 წლიდან 1920 წლამდე ორბელი იყო პავლოვის ასისტენტი ფიზიოლოგიის დეპარტამენტში ექსპერიმენტული მედიცინის განხრით.

1918-1946 წლებში ლეონ ორბელი იყო პიტერ ლესგაფთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 1920 წლიდან 1931 წლამდე ორბელი იყო სანქტ-პეტერბურგის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის, ხოლო 1925 წლიდან 1950 წლამდე სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქოლოგიის ლექტორი. 1943 წლიდან 1950 წლამდე ლეონი იყო სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ორბელი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საზღვარგარეთ: გერმანიაში იუალდ ჰერინგთან (1834-1918) ერთად, ინგლისში ჯონ ნიუპორტ ლენგლაისთან (1852–1925) და ჯოსეფ ბერკროფტთან (1872–1947) ერთად, ხოლო ნეაპოლში მუშაობდა მარინეს ბიოლოგიურ სადგურში. 1936 წელს პავლოვის სიკვდილის შემდეგ ორბელი, უკვე რუსეთის გამორჩეული მეცნიერი, დანიშნეს პავლოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელად. 1939 წლიდან 1946 წლამდე ის იყო ბიოლოგიური მეცნიერების დეპარტამენტის დეკანი და სსრკ-ს სამეცნიერო აკადემიის (დღეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) ვიცე-პრეზიდენტი.

1956 წელს დააარსა სეჩენოვის ევოლუციური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ხელმძღვანელობდა მას 1958 წლამდე. 1935 წელს ორბელი აირჩიეს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის აქტიურ წევრად. 1945 წელს მას მიანიჭეს სოციალისტური შრომის გმირის წოდება. მან მიიღო გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Орбели Леон Абгарович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.