ორბელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელი.

ორბელები — აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალური საგვარეულო XII-XIII საუკუნეებში. ფლობდნენ ორბეთის ციხეს, აქედან მომდინარეობს მათი გვარის სახელწოდებაც.

საისტორიო წყაროებში ამ საგვარეულოდან პირველად მოხსენიებულია ივანე ორბელი (1110 ამბებთან დაკავშირებით). განსაკუთრებით დაწინაურდნენ ორბელები დემეტრე I-ისა და დავით დემეტრეს ძის მეფობაში, როდესაც მათმა გვარმა მემკვიდრეობით მიიღო ამირსპასალარის სახელო, ხოლო საგამგეო ქვეყნად — ლორე. ორბელების სახლის მეთაური ივანე სუმბატის ძე ორბელი ერთდროულად დაეუფლა ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის სახელს, და გიორგი III-ის დროს ანისის გამგებელიც იყო, ხოლო მისი ძმა ლიპარიტ ორბელი ჯერ ამილახორი და შემდეგ ქართლის ერისთავი გახდა. ამასაც არ დასჯერდნენ და გიორგი III-ის ნაცვლად ივანე ორბელის სიძის დემნა უფლისწულის, გამეფებით სურდათ სამეფო კარზე და სამეფოში თავიანთი უპირველესი მდგომარეობის საბოლოოდ განმტკიცება (ორბელთა აჯანყება 1177-1178).

ორბელების შეთქმულება დამარცხდა და ისინი სასტიკად დაისაჯნენ. მათი მამული და საგვარეულო პატივი მეფის ერთგულ დიდებულებს ებოძათ. ფიზიკურ სასჯელს გადაურჩნენ მხოლოდ აზერბაიჯანის ათაბაგთან დახმარებისათვის გაგზავნილი ლიპარიტ სუმბატის ძე და მისი ძენი, რომელთაგან ივანე თამარის მეფობაში ფიცით დააბრუნეს საქართველოში, მაგრამ მამუსეული ქონებიდან მხოლოდ ორბეთი დაუბრუნეს. თამარის დროსვე დააბრუნეს საქართველოში ლიპარიტის შვილიშვილი ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი, რომელსაც საგამგეოდ სივნიეთი უბოძეს. ორბელების ამ შტომ, რომელიც გასომხდა, რადგან სომხურ ეთნიკურ გარემოცვასა და სარწმუნოებაში მოექცა, შეძლო თავისი სახლისათვის კანონიერი მამულიც დაებრუნებინა და ძველი საგვარეულო პატივიც აღედგინა.

გენეალოგიური ხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ორბელი
მანდატურთუხუცესი
 
 
სუმბატ ორბელი
(სვიმონქმნილი)
მანდატურთუხუცესი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლიპარიტ ორბელიივანე ორბელი
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელიგუმ ორბელისუმბატ ორბელიტარსაიჭ ორბელისუმბატი
 
 
ლიპარიტ ორბელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XII საუკუნის საქართველოში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 3, თბ., 1966;
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., 1965;
  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 7, გვ. 554, თბ., 1984