ლენარტ მერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლენარტ მერი
ლენარტ მერი
ესტონეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ოქტომბერი, 1992 – 8 ოქტომბერი, 2001
პრემიერ-მინისტრი  მარტ ლაარი, ანდრეს ტარანდი, ტიიტ ვიაჰი, მარტ სიიმანი, მარტ ლაარი
წინამორბედიკონსტანტინ პიატსი
მემკვიდრეარნოლდ რუიტელი

დაბადებული29 მარტი, 1929
ტალინი, ესტონეთი
გარდაცვლილი14 მარტი, 2006
ტალინი, ესტონეთი
მეუღლერეგინა მერი, ჰელე მერი
პროფესიამწერალი, კინორეჟისორი, პოლიტიკოსი

ლენარტ მერი (ესტ. Lennart-Georg Meri, დ. 29 მარტი, 1929 — გ. 14 მარტი, 2006) — ესტონელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) მწერალი, კინორეჟისორი და პოლიტიკოსი. ესტონეთის პრეზიდენტი 1992–2001 წლებში ლენარტ მერი ესტონეთის თავისუფლებისათვის მოძრაობის ლიდერი იყო.

დაიბადა ტალინში, ცნობილი დიპლომატისა და შექსპირის ესტონურ ენაზე მთარგმნელის გეორგ მერის ოჯახში. ადრეულ ასაკში ლენარტმა მიატოვა ესტონეთი და მოგზაურობდა ქვეყნიდან ქვეყანაში. სწავლობდა 9 სხვადასხვა სკოლაში 4 სხვადასხვა ენაზე. მშობლიური ესტონურის გარდა ფლობდა ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს, ფინურსა და რუსულს.

ესტონეთში დაბრუნდნენ 1940 წელს, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა. 1941 წელს გადაასახლეს ციმბირში. ოჯახის სარჩენად არ ერიდებოდა მძიმე სამუშაოებსაც.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის პირველი არაკომუნისტური არჩევნების შემდეგ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად. ეს თანამდებობა ეკავა 1992 წლამდე. მონაწილეობდა ეუთოს კონფერენციებში ნიუ-იორკში, პარიზში, ბერლინში, მოსკოვში. 1992–2001 წლებში ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა.

2005 წელს დაუდგინეს თავის ტვინის სიმსივნე. გარდაიცვალა 2006 წლის 14 მარტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
პრეზიდენტი
19922001
შემდეგი:
არნოლდ რუიტელი