ლემინგები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლემინგები
Berglemming-drawing.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მღრღნელები
ოჯახი: მემინდვრისებრნი
ლათინური სახელი
Lemmini

ლემინგები, მემინდვრისებრთა ოჯახის 4 გვარის საერთო სახელწოდება. მათი სხეულის სიგრძე 15 სმ, მასა 150 გ აღწევს. ფერად რუხი-ყავისფერი ან ჭრელია. ლემინგებს წინა კიდურების ბრჭყალები ეზრდება და „ჩლიქებს“ ქმნის. ლემინგებს სქელი და რბილი ბეწვი აქვთ. გავრცელებული არიან ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ მხარეებში. ლემინგების გვარებში — ტყის ლემინგები (Myopus), ჭაობის ლემინგები (Synaptomys), ნამდვილი ლემინგები (Lemmus), ჩლიქოსანი ლემინგები (Diorostonyx) — გაერთიანებულია 20-მდე სახეობა. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან მცენარეულობით. ლემინგებს გადააქვთ ზოგიერთი ვირუსული დაავადების გამომწვევები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 167, თბ., 1983