ტულარემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტულარემია ადამიანის მარჯვენა ხელზე

ტულარემია (ინგლ. Tulare County) — მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ლიმფური აპარატის, კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ხოლო აეროგენული ინფიცირების შემთხვევაში – ფილტვების დაზიანებით; მიეკუთვნება ზოონოზებს ბუნებრივი კეროვნებით. ბაქტერია Francisella tularensis-ით გამოწვეული დაავადება. ვრცელდება ტკიპების, ბუზების კბენით, ინფიცირებულ ცხოველთან ან ცხოველის კანთან უშუალო კონტაქტით, ასევე აეროზოლის ინჰალაციით ისეთ გარემოში მუშაობისას (მაგალითად, გაზონის თიბვისას), სადაც ინფიცირებული ცხოველები ბინადრობენ[1].

შოკოლადის კულტურა ტულარემიით
Francisella tularensis 01.jpg

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 14 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ: წარმოიქმნება შემცივნება, სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-400 C-მდე. ავადმყოფები უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სისუსტეს, ტკივილს კუნთებში, უძილობას, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ღებინებაც; სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია, სკლერის სისხლძარღვები ინიექცირებული. ავადმყოფთა ნაწილს დაავადების მე-3 დღიდან უჩნდება გამონაყარი, არაიშვიათად ერითემატოზული ხასიათის. ბუბონური ფორმებისათვის დამახასიათებელია რეგიონალური ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება. აბდომინური ფორმების დროს შესაძლებელია მწვავე მეზადენიტის სიმპტომები. ტულარემიული ბუბონების დროს პერიადენიტი არ აღინიშნება, ბუბონების დაჩირქება იშვიათია და ხდება მოგვიანებით პერიოდში (დაავადების მე-3 კვირაზე). ცხელება გრძელდება 5-დან 30 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). რეკონვალესცენციის პერიოდში შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი. თვალ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ლიმფური კვანძების ტიპური დაზიანებისა, დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული კონიუნქტივიტი, ქუთუთოების შეშუპებით, წყლულებით კონიუნქტივაზე; ზიანდება ერთი თვალი. პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, მხედველობა აღდგება სრულად. ანგინოზურ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ტიპური ბუბონებისა, ვითარდება სპეციფიკური ტონზილიტი. იგი ვლინდება ტკივილით ყლაპვისას, ნუშურების, სასის რკალების ნეკროზული ცვლილებებით, დაზიანებულ უბნებზე ფიბრინული ნადების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს დიფთერიულს. წყლულები ნელა ხორცდება. აბდომინური ფორმისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, შეკრულობა, პალპაციით – მტკივნეულობა მეზენტერული ლიმფური კვანძების მიდამოში. ტულარემიის ფილტვისმიერი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, განმეორებითი შემცივნებებითა და უხვი ოფლდენით. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მკერდის არეში, ხველას, თავდაპირველად მშრალს, შემდეგ კი ლორწოვან-ჩირქოვანს, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის კეროვანი ან წილოვანი ინფილტრაცია. პნევმონია ხასიათდება დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობით, რეციდივებით[2][3][4].

პათოგენეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტულარემია გამოირჩევა ინფექციის შეჭრის კარის მრავალფეროვნებით. განასხვავებენ შემდეგ გზებს: კანის გავლით (კონტაქტი ინფიცირებულ მღრღნელებთან, ტრანსმისიური გადაცემა სისხლმწოვი მწერებით), საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა (დაინფიცირებული წყლისა და საკვების გამოყენება) და რესპირატორული ტრქტის (დაინფიცირებული მტვრის შესუნთქვა) ლორწოვანი გარსებიდან.დაავადების კლინიკური ფორმები მჭიდროდაა დაკავშირებული ინფექციის შეჭრის კართან. კონტაქტური და ტრანსმისიური დაინფიცირების დროს ვითარდება ბუბონური და კან-ბუბონური ფორმები, ასპირაციულის დროს – პნევმონიური, ხოლო ალიმენტურის დროს – ნაწლავური და ანგინოზურ-ბუბონური ფორმები.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების პირველ დღეებში საკმაოდ რთულია; ბუბონების წარმოქმნისას იგი იოლდება[5]. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება შავი ჭირის ბუბონურ ფორმასთან, კატის ნაკაწრის დაავადებასთან, ჩირქოვან ლიმფადენიტებთან. დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები და კან-ალერგიული სინჯები ტულარინთან[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2006) Andrews' Diseases of the Skin: clinical Dermatology. Saunders Elsevier, გვ. 286. ISBN 978-0-7216-2921-6. 
  2. Diagnosis and Treatment Tularemia en-us (October 2015). წაკითხვის თარიღი: 8 November 2017.
  3. Clinicians Tularemia en-us (September 2016). წაკითხვის თარიღი: 8 November 2017.
  4. Whipp MJ; Davis JM; Lum G; De Boer; Zhou; Bearden; Petersen; Chu და სხვები. (2003). "Characterization of a novicida-like subspecies of Francisella tularensis isolated in Australia". Journal of Medical Microbiology 52 (Pt 9): 839–42. . PMID 12909664.
  5. "Fact Sheet - Red Cloud Archived 2009-03-09 საიტზე Wayback Machine. ", Office of the Assistant Secretary of Defense (Health Affairs), Deployment Health Support Directorate.
  6. Eldredge, Debra M.; Carlson, Delbert G.; Carlson, Liisa D.; Giffin, James M. (2008). Cat Owner's Home Veterinary Handbook. Howell Book House.