ლეილა ძიგრაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეილა ძიგრაშვილი
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1926
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2021 (94 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია მსახიობი
შვილ(ებ)ი მამუკა კიკალეიშვილი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი

ლეილა ძიგრაშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 14 სექტემბერი, 2021, იქვე[1]) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში. 1948-1966 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: ტურანდოტი (ფ. შილერის „პრინცესა ტურანდოტი“), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს „ეშმაკის მოწაფე“) და სხვა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), დედამთილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ენონა (ჟ. რასინის „ფედრა“) და სხვა.

გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „მოიტაცეს თამარ ქალი“ (თამრიკოს დედა), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (შოშმანა), „ნატვრის ხე“, ვირთხა და სხვა. იყო მხატვრული კითხვის ოსტატი და სხვადასხვა წლებში სტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა გამხმოვანებლად. მისი ხმით მეტყველებენ არიადნა შენგელაია ფილმში „შერეკილები“, მედეა ჯაფარიძე ფილმში „წარსული ზაფხული”, სოფიკო ჭიაურელი ფილმში „ჩვენი ეზო“.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „94 წლის ასაკში მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა“. ტაბულა. 2021-09-15. ციტირების თარიღი: 2023-10-21.