ლევან მესხორაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან მესხორაძე
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1983
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი, პროფესორი
აქტიური 2008-დღემდე
ჯილდოები ღირსების ორდენი (2021)

ლევან მესხორაძე (დ. 21 ნოემბერი, 1983, ქუთაისი[1] ) ― ქართველი იურისტი, ევროპის საბჭოს პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.[3] 2007 წელს რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლის (რიგა, ლატვია) საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ევროპული სამართლის მაგისტრის წოდება მიენიჭა. ასევე, წარმატებით დაასრულა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) აღმასრულებელი მენეჯმენტის კურსები.[3][4][5][6]

მუშაობს საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სისხლის მართლმსაჯულების სფეროში. 2008-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის ექსპერტად დანიშნა.[5] ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს წარმოადგენდა სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I („დეპორტაციების საქმე“) და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ II („აგვისტოს ომის“ საქმე[7]). 2016-2021 წლებში იყო ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კონსულტანტი.[4][6]

ლევან მესხორაძე არის გაეროს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის, პროკურატურის სასწავლო ცენტრის, ადვოკატთა ასოციაციის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ექსპერტი ადამიანის უფლებათა და სისხლის მართლმსაჯულების საკითხებში.[4][6] 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში საერთაშორისო საჯარო სამართალსა და ადამიანის უფლებებში.[8]

2021 წელს „საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესო პროფესიონალიზმისთვის“ საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.[9][10][11]

გამოქვეყნებული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Meskhoradze, L. (September 2022). Impact of COVID-19 on Human Rights. Law and World. Volume 8; Issue 3; Pages 106-123. ISSN: 2587-5043.
  • მესხორაძე, ლ. (ივნისი, 2016). 6 თვის ხანდაზმულობის წესის ზოგიერთი ასპექტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის მიხედვით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. თბილისი.
  • მესხორაძე, ლ. (მაისი, 2016). საპროცესო შეთანხმება და სამართლიანი განხილვის უფლება: ეროვნული სამართალი და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა. ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA ROL Initiative). თბილისი.
  • მესხორაძე, ლ. (2015). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA ROL Initiative). თბილისი.
  • მესხორაძე, ლ. (ივნისი, 2012). სამართლებრივი წერა, შუამდგომლობები და სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე. ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA ROL Initiative). თბილისი.
  • მესხორაძე, ლ. (2009). პილოტური გადაწყვეტილებების პროცედურის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინსტიტუციური რეფორმის ჭრილში კრებულში ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე გამოწვევები. თბილისი: GTZ. გვ. 168-177. 978-9941-9063-8-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საჯარო სამსახურის ბიურო. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ლევან მესხორაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  2. ევროპის უნივერსიტეტი. დანართი 6: პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური/მოწვეული პერსონალი. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  3. 3.0 3.1 საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა. ლევან მესხორაძე. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  4. 4.0 4.1 4.2 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ლევან მესხორაძე. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  5. 5.0 5.1 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. ლევან მესხორაძე. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  6. 6.0 6.1 6.2 New Vision University. Levan Meskhoradze. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  7. ლევან მესხორაძე - ეს ადასტურებს იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ციტირების თარიღი: 7 April 2023
  8. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ლევან მესხორაძე: ბიოგრაფია. ციტირების თარიღი: 7 April 2023.
  9. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ლევან მესხორაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. ციტირების თარიღი: 7 April 2023[მკვდარი ბმული]
  10. სალომე ზურაბიშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული მიღწევაა იმ ძალიან რთულ ბრძოლაში, რომელიც დეოკუპაციის ბრძოლის გაგრძელებისათვის ახალ ინსტრუმენტს გვაძლევს. ციტირების თარიღი: 8 April 2023
  11. ზურაბიშვილმა სტრასბურგში რუსეთთან დავის მოგებისთვის 10 ​ადამიანი დააჯილდოვა. ციტირების თარიღი: 8 April 2023