რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1998
ტიპი სამართლის სკოლა
ქვეყანა ლატვია
რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა — ლატვია
რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა
http://www.rgsl.edu.lv[1]

რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა (ლატვ. Rīgas Juridiskā augstskola) ― ავტონომიური იურიდიული სკოლა რიგაში, ლატვიაში. სკოლაში ფუნქციონირებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. დაარსდა 1998 წელს, ლატვიისა და შვედეთის მთავრობებსა და სოროსის ფონდს შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლა, როგორც კერძო იურიდიული სკოლა, 1998 წელს დაარსდა ლატვიისა და შვედეთის მთავრობებსა და სოროსის ფონდს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე. ბალტიის ქვეყნების ევროპის კავშირში მიღებამდე სკოლაში ბალტიისპირელი იუსიტები იღებდნენ განათლებას, 2004 წლის შემდეგ კი სკოლაში სწავლის უფლება სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან აქვთ. 2005 წელს რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა ლატვიის უნივერსიტეტის (ლატვ. Latvijas Universitāte) ავტონომიური ინსტიტუტი გახდა. ლატვიისა და შვედეთის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე ამ ქვეყნების წილი (76%) ლატვიის უნივერსიტეტს გადაეცა.[2] 24% სოროსის ფონდმა შეინარჩუნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Open ISNI for Organizations
  2. 2005 Latvian-Swedish Treaty on the Riga Graduate School of Law — in Latvian and English