ლგბტ უფლებები ლაოსში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაოსი

ლგბტ უფლებები ლაოსში — შეუმჩნეველი და დამალული თემი. მიუხედავად იმისა, რომ ლაოსში ჰომოსექსუალობა ლეგალურია, ძნელია შეფასდეს დღევანდელი მდგომარეობა და ძალადობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებობს. მრავალრიცხოვანი შეფასების თანახმად, ლაოსი ერთ–ერთი ყველაზე ტოლერანტული კომუნისტური სახელმწიფოა. [1] მიუხედავად ასეთი შეფასებისა, დისკრიმინაცია მაინც არსებობს. შინამეურნეობებს, რომლებსაც ერთსქესიანი წყვილები ხელმძღვანელობენ, არ აქვთ საშუალება, მიიღონ ყველა უფლება, რაც საპირისპირო სქესის დაქორწინებულ წყვილებს აქვთ, რადგან არც ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა კანონიერი და არც სამოქალაქო გაერთიანებები.

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობის კანონიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსში ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია და არ ითვლება, რომ ეს ოდესმე კრიმინალიზებული იყო. მას შემდეგ რაც საფრანგეთის კოლონია აღარ არის, ლაოსს არ დაუმკვიდრებია ანტიგეი კანონები, განსხვავებით ყოფილი ბრიტანული კოლონიებისგან. სექსუალური ცხოვრები ასაკი 15 წელია, განურჩევლად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა. [2]

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსი არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს და არც სხვა ფორმით ერთნაირსქესიანთა კავშირებს. ცნობილი არ არის დებატები ამგვარი გაერთიანებების ლეგალიზაციის შესახებ.

დისკრიმინაციისგან დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონები [3] და ლაოსის ეროვნული კონსტიტუცია პირდაპირ არ ეხება სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საკითხებს. [4]

საცხოვრებელი პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „გავრცელებულია საზოგადოებრივი დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ“. [5] ლაოსში ლგბტ ადამიანების ცხოვრება შეფასებულია, როგორც „უხილავი“, თუმცა ბოლო წლებში ხილვადობა გაიზარდა. ლაოსის მთავრობამ ნაბიჯები გადადგა, რომ გეი კაცები და ტრანსგენდერი ადამიანები აივ / შიდსის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინონ.

თერავადას ბუდიზმი ყველაზე გავრცელებული რელიგია ლაოსში. ლგბტ აქტივისტმა ანან ბუაფამ განაცხადა: „ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ლაოსი არის კონსერვატიული და ძალიან დახურული, როდესაც საქმე ეხება ლგბტ თემებს. რეალურად, ჩვენი კულტურა და მენტალიტეტი, როგორც ჩანს, საკმაოდ გონებაგახსნილია საზოგადოების ყველა ფენაში. მე მინახავს ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი ტრადიციული კოსტიუმებით ტაძრებში, როდესაც ესწრებოდნენ ტრადიციულ ცერემონიალს და ზოგიერთი გეი სტუდენტი გამოხატავს [მათ] იდენტობას [მათი] თანატოლების და მასწავლებლების წინაშე“. [5]

კულტურა, ღონისძიებები და მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასული საუკუნის 90-იან წლებში ლაოსში სტუმრად მყოფი გეი უცხოელები ზოგჯერ აღნიშნავდნენ უცხოელებთან დაკავშირებული ტაბუს არსებობის შესახებ, რაც ართულებდა ლაოსელებთან ურთიერთობას. ადრე ლაოსის მთავრობამ დაბლოკა ლგბტ თემატიკის ვებ–გვერდებზე წვდომა და მედიაში-დისკუსიები ლგბტ თემებზე იშვიათად მიმდინარეობს. [6] ტოლერანტობა ლგბტ ადამიანებისთვის, როგორც ხშირად ხდება, ურბანულ ქალაქებში უფრო ძლიერია, ვიდრე სოფლის უბნებში. 2014 წელს გამოიცა განკარგულება, რომელიც კრძალავს მთავრობის ყველა პოლიტიკის კრიტიკას. [7]

პირველი საზოგადოებრივი ლგბტ პრაიდი ლაოსში ჩატარდა 2012 წლის ივნისში, აშშ-ს საელჩოს სპორტულ მოედანზე და იყო 100 მონაწილე. საპატიო სტუმრები იყვნენ ლაოსში აშშ-ს ელჩი, კარენ სტიუარტი და ლაოსის ჯანდაცვის სამინისტროს აივ ინფექცია/შიდსის (CHAS) ცენტრის დირექტორი, ექიმი ბუნფენგ ფილავანგი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ლაოსელები და სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციები.

2015 წელს, ლაოსის პრაიდმა ლაოსში აღნიშნა ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო საერთაშორისო დღე (IDAHOT) ევროკავშირის მხარდაჭერით. ლატავან სენგდალა გახდა პირველი ტრანსგენდერი ადვოკატი, რომელიც გამოჩნდა ნაციონალურ ტელევიზიაში და ისაუბრა ლაოსში ტრანსგენდერი ქალის გამოცდილების შესახებ. 2016 წელს ევროკავშირმა კვლავ მხარი დაუჭირა ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო საერთაშორისო დღის მეორე დღესასწაულის ორგანიზებას, სადაც მონაწილეობდნენ დიპლომატიური და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორები.

შემაჯამებელი ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია Yes(ისტორიაში არ არსებობს ანტიგეი კანონების შესახებ ჩანაწერი)
სექსუალური ცხოვრების დასაშვები ასაკი Yes(კანონში შესაბამობის ასაკთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის)
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივი შვილება
მარტოხელა ადამიანების მიერ შვილად აყვანა სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად დიახ
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ უცნობი
სქესის შეცვლის უფლება იურიდიული კუთხით უცნობი
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]