გენდერული იდენტობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენდერული იდენტობა — ადამიანის შინაგანი, პირადი გრძნობა, რომელიც ამა თუ იმ სქესისადმი მიკუთვნებულობას ეხება. ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, დაბადებისას მინიჭებული სქესი და მათი შინაგანი გენდერული იდენტობა არ ემთხვევა ერთმანეთს.

გენდერული იდენტობის აშლილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდერული იდენტობის აშლილობა — ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ გამოცემულ მენტალურ დაავადებათა მეოთხე დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში შესული საკამათო დიაგნოზი, რომელიც ტრანსგენდერი და სხვა გენდერულად ცვალებად ადამიანებს ენიჭება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დიაგნოზის მიხედვით ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა „აშლილობად“ მოიხსენიება, ტერმინი „გენდერული იდენტობის აშლილობა“ ხშირად დამამცირებლად მიიჩნევა. დიაგნოზი ხშირად ენიჭებათ ბავშვებს, რომლებიც არ არიან მათთვის მიწერილი გენდერული ნორმების მიმართ კონფორმულები ჩაცმულობის, თამაშისა და ქცევის მხრივ. ასეთ ბავშვებს ინტენსიურ ფსიქოთერაპიას უქვემდებარებენ, ისევე, როგორც ქცევის შეცვლასა და ინსტიტუციონალიზაციას. გენდერული იდენტობის აშლილობა ცვლის უფრო მოძველებულ „გენდერული დისფორიის“ ტერმინს.

გენდერული თვითგამოხატვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენდერული თვითგამოხატვა — ადამიანის გენდერული იდენტობის გარეგანი გამოხატვა, რომელიც ხშირად „ფემინურ“, „მასკულინურ“ ან გენდერულად ცვალებად ქცევაში, ჩაცმის სტილში, ვარცხნილობაში, ხმასა ან სხეულებრივ მახასიათებლებში გამოიხატება. როგორც წესი, ტრანსგენდერი ადამიანები ცდილობენ საკუთარი გენდერული თვითგამოხატვა შეუსაბამონ თავიანთ გენდერულ იდენტობას და არა თავიანთ ბიოლოგიურ სქესს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]